საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია, კაია კალასს ესტონეთის პირველ ქალ პრემიერ-მინისტრად დანიშნვას ულოცავს. ინფორმაციას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს.
როგორც მთავრობის მეთაური, „ტვიტერის“ ოფიციალურ გვერდზე წერს, ის დარწმუნებულია, რომ ქვეყნებს შორის არსებული უნიკალური პარტნიორობა და მეგობრული ურთიერთობა კვლავ წარმატებით განვითარდება.
„ესტონეთის პირველ ქალ პრემიერ-მინისტრად დანიშვნას ვულოცავ კაია კალასს. მოუთმენლად ველი თქვენთან მჭიდრო თანამშრომლობას და დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენს ქვეყნებს შორის არსებული უნიკალური პარტნიორობა და მეგობრული ურთიერთობა კვლავ წარმატებით განვითარდება“, - აღნიშნავს გიორგი გახარია.