გიორგი გახარია - ეს არის ომი უხილავ მტერთან, რომელშიც არავის აქვს გამარჯვების შანსი, სახელმწიფოს, სამოქალაქო სექტორისა და მოქალაქეების ერთიანობის გარეშე

გიორგი გახარია - ეს არის ომი უხილავ მტერთან, რომელშიც არავის აქვს გამარჯვების შანსი, სახელმწიფოს, სამოქალაქო სექტორისა და მოქალაქეების ერთიანობის გარეშე

access_time2020-04-01 23:31:32

ჩვენი ძირითადი ამოცანაა, კორონავირუსის გავრცელების პროცესში ციცაბო პიკი არ იყოს და მას გვერდი ავუაროთ, ჩვენ გვჭირდება პლატო, ეს არის ის ძირითადი მიზანი, რისთვისაც ვმუშაობთ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში განაცხადა. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს.



მთავრობის მეთაურის შეფასებით, ვირუსთან ბრძოლაში მთავრობის ძირითადი სტრატეგიული და ტაქტიკური ნაბიჯებია მაღალი რანგის პროფესიონალების მაქსიმალური ჩართულობა და სწრაფი, ეფექტური და დროული მენეჯმენტი.



„ეს არის ძირითადი კონცეპტუალური მონახაზი, რომლითაც ბოლო 3 თვეა ვმოქმედებთ და ამ გზით გავაგრძელებთ. დღეის მდგომარეობით გვყავს 117 ინფიცირებული და 23 გამოჯანმრთელებული პირი, რაც მისასალმებელია, მაგრამ ჩვენ არ გვაქვს არანაირი საფუძველი, ვიყოთ მშვიდად და თვითკმაყოფილი. აუცილებელია კიდევ უფრო მაღალი ორგანიზებულობა, ყურადღება და კონცენტრაცია, რადგან ეს არის ბრძოლა, ომი უხილავ მტერთან, რომელშიც არც ერთ მთავრობას, საქართველოზე უფრო ძლიერ სისტემურ ქვეყნებშიც, გამარჯვების შანსი არ აქვს, თუ არ გაერთიანდება, ყველა, სახელმწიფო, სამოქალაქო სექტორი, თითოეული მოქალაქე. გამოწვევა ბევრი ყოფილა, ამასაც დავაღწევთ თავს, მთავარია რის ფასად და ჩვენი ამოცანაა, მაქსიმალურად ვიპოვოთ ბალანსი. უპირველესია ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობა, მაგრამ უნდა გვახსოვდეს, რა ზიანს მივაყენებთ ეკონომიკას. უკვე შევდივართ სწრაფი გავრცელების ეტაპზე და აქ ჩვენი ყურადღება კიდევ უფრო მეტი უნდა იყოს, ამიტომ გადავდგით იძულებითი ნაბიჯები ე.წ კომენდანტის საათიდან დაწყებული და დავაწესეთ საკმაოდ მძიმე შეზღუდვები ჩვენი მოქალაქეებისთვის. ჩვენ ყველამ უნდა გავიმარჯვოთ ამ ბრძოლაში და ისე, რომ მინიმალური ზიანი მიადგეს ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობას და სიცოცხლეს და რა თქმა უნდა, ეკონომიკას. მთავარი შედეგი იქნება ის, კრიზისიდან გამოსვლის პირველივე დღეს, როდესაც სამყარო შეიგრძნობს, რომ ეს ბრძოლა გადალახულია, როგორ სწრაფად შეძლებენ ეკონომიკები, აღიდგინონ ის პოზიციები, რომლებიც ჰქონდათ ამ კრიზისში შესვლამდე, საქართველოს შემთხვევაში საუბარია 2020 წლის დასაწყისის ეკონომიკურ პოზიციებზე“, - აღნიშნა პრემიერმა.







უფრო აქტიურ ლოკაციას ვარჩევთ - ფრანგული რესტორანი Ladurée ვაკეში დაიხურა

უფრო აქტიურ ლოკაციას ვარჩევთ - ფრანგული რესტორანი Ladurée ვაკეში დაიხურა
access_time2020-05-25 14:00:50
ფრანგული საცხობი და ტკბილეულის სახლი Ladurée თბილისში, აბაშიძის ქუჩაზე გასულ წელს  გრანდიოზულად გაიხსნა. რესტორანი, რომელიც როგორც კომპანიის წარმომადგენლები აცხადებდნენ ლაქშერი მომსახურეობის სხვადასხვა მიმართულებას აერთიანებდა, რამდენიმე კვირის წინ დაიხურა. როგორც „კომერსანტს“ რესტორან Ladurée-ს დირექტორმა  გიორგი ღვინაძემ განუცხადა, მიუხედავად...

გიგა ბედინეიშვილი: „ეროვნული ბანკი გაუმართლებელი, ველური ახირებებით მართავს მონეტარულ პოლიტიკას“

გიგა ბედინეიშვილი: „ეროვნული ბანკი გაუმართლებელი, ველური ახირებებით მართავს მონეტარულ პოლიტიკას“
access_time2020-05-25 13:00:13
„ეროვნული ბანკი რაღაც გაუმართლებელი, ველური ახირებებით მართავს მონეტარულ პოლიტიკას“, - ამის შესახებ ეკონომისტი გიგა ბედინეიშვილი „კომერსანტთან“ საუბარში აცხადებს.მისი თქმით, ეროვნული ბანკის საქმიანობას ვერანაირად ვერ შეაფასებს დადებითად, რადგან სახეზე გვაქვს მაღალი ინლფაციის მაჩვენებელი და გაცამტვერებული ლარი. „ვერანაირად ვერ შევაფასებდი ერონული ბანკის ქმედებებს დადებითად. როგორ შეგვიძლია ვისაუბროთ თავის გართმევაზე, რადგან მაღალი ინფლაცია გვაქვს და ლარი...

უძრავი ქონების პლატფორმა Livo სამშენებლო კომპანიებს უფასო კონსულტაციას გაუწევს

უძრავი ქონების პლატფორმა Livo სამშენებლო კომპანიებს უფასო კონსულტაციას გაუწევს
access_time2020-05-25 10:30:54
უძრავი ქონების პლატფორმა Livo-ს გადაწყვეტილებით, 2 თვის განმავლობაში, ნებისმიერი  მსურველი სამშენებლო კომპანია კვალიფიციურ, ინდივიდუალურ კონსულტაციას სრულიად უსასყიდლოდ მიიღებს. კომპანიებს კონსულტაციას ლივოს წარმომადგენლები  საცხოვრებელი უძრავი ქონების გაყიდვების სტრატეგიის დაგეგმვის მიმართულებით გაუწევენ. მომსახურებით რამდენიმე პარტნიორმა სამშენებლო კომპანიამ უკვე ისარგებლა. ლივოს კონსულტაციის შედეგად, არსებული გამოწვევის ფონზე,...

სომხეთის პრემიერის ოჯახი ოკუპირებულ აფხაზეთში რუსეთის გავლით სიგარეტის ექსპორტის გამო სკანდალში გაეხვია

სომხეთის პრემიერის ოჯახი ოკუპირებულ აფხაზეთში რუსეთის გავლით სიგარეტის ექსპორტის გამო სკანდალში გაეხვია
access_time2020-05-25 12:00:13
სომხეთის ყოფილი ელჩი ვატიკანში მიკაელ მინასიანი სკანდალურ განცხადებას აკეთებს.„კომერსანტმა“ მოიპოვა მასალა, სადაც მინასიანი თავის ვიდეომიმართვაში აცხადებს, რომ სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ პაშინიანის ოჯახმა რუსეთის ქალაქ კრასნოდარში და ვორონეჟში სიგარეტის ექსპორტი წარუმატებლად სცადა. „მათ პირველად ექსპორტი ავღანეთში სცადეს, თუმცა, უშედეგოდ, შემდეგ - ვორონეჟში,...

„საკმაოდ პესიმისტური პროგნოზი გვაქვს, ალბათ, რესტორნების დიდი ნაწილი ასეთ რეგულაციებს ვერ გაუძლებს“

 „საკმაოდ პესიმისტური პროგნოზი გვაქვს, ალბათ, რესტორნების დიდი ნაწილი ასეთ რეგულაციებს ვერ გაუძლებს“
access_time2020-05-24 19:00:27
„საკმაოდ პესიმისტური პროგნოზი გვაქვს. ალბათ, რესტორნების დიდი ნაწილი ასეთ რეგულაციებს ვერ გაუძლებს“,- ამის შესახებ საქართველოს რესტორატორთა ასოციაციის პრეზიდენტმა კოტე გაბრიჩიძემ „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას განაცხადა. აღნიშულით ის covid19-თან დაკავშირებით მიღებულ...


მსგავსი სიახლეები

up