გიორგი გახარია - ეს არის გლობალური კრიზისი, რომელსაც ვერც ერთი ქვეყანა დამოუკიდებლად ვერ დაამარცხებს და დანაკარგების გარეშე ვერ გაივლის

გიორგი გახარია - ეს არის გლობალური კრიზისი, რომელსაც ვერც ერთი ქვეყანა დამოუკიდებლად ვერ დაამარცხებს და დანაკარგების გარეშე ვერ გაივლის

access_time2020-11-26 14:45:58

ჩვენი ღონისძიებების მთავარი მიზანია, ის, რომ ჩვენ შევაჩეროთ ეპიდემიის ზრდის სისწრაფე. არ უნდა გვქონდეს ილუზია, რომ ჩვენ ორ თვიანი გეგმით ეპიდემიის გავრცელების ციფრებს დავიყვანთ ასეულებამდე ან ათეულებამდე, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, ბრიფინგზე განაცხადა.

 როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ღონისძიებების მთავარი მიზანია, რომ ეპიდემიის გავრცელების სისწრაფე და ყოველდღიური ინფიცირების რაოდენობა შემცირდეს, რამაც უნდა შეამციროს დაწოლა ჯანდაცვის სისტემაზე და ამან თავის მხრივ უნდა შეამციროს სიკვდილიანობის მაჩვენებლის ზრდა.

 „დღეს ქვეყანაში კეთდება 15-16 თასი ტესტი, ყველაფერთან ერთად შემუშავებულია აბსოლუტურად ახალი კლინიკური მართვის გეგმა. რამდენიმე ახალი კლინიკა არის ჩართული კოვიდის მართვაში, რომელიც შეიქმნა ზაფხულის პერიოდში - ბათუმის ინფექციური, რუხის კლინიკა და სხვა. თუ პირველი ტალღის დროს კოვიდის მართვის პროცესში ჩართული იყო 5 კლინიკა, დღეს ჩართულია 80-ზე მეტი. ყველაზე მნიშვნელოვანი აქ არის კლინიკური მართვის ახალი გეგმა, როდესაც ჩვენს ექიმებს დღეს უფრო ბევრი ცოდნა აქვთ, როგორ უნდა მართონ კოვიდი. ამიტომ, ჩვენ მივეცით ჩვენს თავს უფლება და ვთქვით, რომ ადაპტაცია, ეს არის ოპტიმალური სტრატეგია, რომ ჩვენნაირი ეკონომიკისა და ჯანდაცვის სისტემის ქვეყანამ მინიმალური დანაკარგებით გაიაროს ეს ეპიდემიოლოგიური და ეკონომიკური კრიზისი", - განაცხადა გიორგი გახარიამ.

 


პრემიერ-მინისტრის თქმით,  ეს არის გლობალური კრიზისი, რომელსაც ვერც ერთი ქვეყანა დამოუკიდებლად ვერ დაამარცხებს და დანაკარგების გარეშე ვერ გაივლის.

 „ჩვენი მიზანია, შეზღუდული რესურსი, რომელიც ჩვენ გაგვაჩნია, მაქსიმალურად ეფექტურად გამოვიყენოთ იმისთვის, რომ ეკონომიკას და ადამიანის ჯანმრთელობას მინიმალური ზიანი მიადგეს. ყველაფერ ამასთან ერთად, ჩვენ აქტიურ პოლიტიკურ პროცესში მოგვიწია შესვლა და ესეც მნიშვნელოვანი მდგენელია ჩვენი ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისთვის. მოგეხსენებათ, რომ ერთეული ქვეყნებია, განსაკუთრებით ევროპაში, რომლებმაც მსგავსი მასშტაბური არჩევნები ჩაატარეს", - განაცხადა გორგი გახარიამ.





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up