გიორგი გახარია ექიმებს - მადლობა იმ სამოქალაქო გმირობისთვის, რომელსაც ყოველდღე ჩადიხართ

გიორგი გახარია ექიმებს - მადლობა იმ სამოქალაქო გმირობისთვის, რომელსაც ყოველდღე ჩადიხართ

access_time2020-03-18 23:50:22

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია ექიმებს და სამედიცინო პერსონალს კორონავირუსთან ბრძოლის პროცესში გამოჩენილი თავდადებისთვის მადლობას უხდის. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს.



მთავრობის მეთაური ჯანდაცვის მინისტრთან ერთად დღეს ინფექციურ საავადმყოფოში იმყოფებოდა, სადაც ექიმებს შეხვდა და მათგან მოისმინა ინფორმაცია ქვეყანაში ვირუსთან ბრძოლის პროცესში მათ მიერ გადადგმული ნაბიჯებისა და პაციენტების მდგომარეობის შესახებ.



გიორგი გახარიამ აღნიშნა, რომ წინ უფრო რთული გამოწვევებია და ამ პროცესში ყველას განსაკუთრებით ექიმების პროფესიონალიზმის იმედი აქვს.



მისი თქმით, შეიქმნა სპეციალური კლინიკური მართვის ჯგუფი, რომელსაც ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი თენგიზ ცერცვაძე ხელმძღვანელობს. პრემიერის განცხადებით, სწორედ თენგიზ ცერცვაძე იქნება პასუხისმგებელი მკურნალობის პროცესის წარმართვაზე.




„მადლობას გიხდით იმ სამოქალაქო გმირობისთვის, რომელსაც ყოველდღე ჩადიხართ. რა თქმა უნდა, თქვენი პერსონალური დამსახურებაა, რომ შედარებით ნორმალურად მივდივართ. მესმის, წინ რთული გამოწვევები გველოდება და აქაც თქვენი იმედი გვაქვს. რაც ჩვენზეა დამოკიდებული, მაქსიმალურად გავაკეთებთ ყველაფერს. კარგად ვიცით პრობლემებიც, შენობიდან დაწყებული, სხვა მიმდინარე თემებიც, რომლებსაც სწრაფად მოვაგვარებთ. ახლა მთავარი ამოცანაა ამ ვირუსის დაძლევა და მაინტერესებს, როგორია თქვენი პროფესიული მოსაზრება, რადგან ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, ისე გავუმკლავდეთ ამ გამოწვევას, რომ მინიმალური ზიანი მიიღოს მოქალაქის ჯანმრთელობამაც, ეკონომიკამაც და საერთოდ ქვეყანამაც. ის, რაც ახლა ევროპაში ხდება, ჩვენ საკმაოდ სუსტი ეკონომიკის ქვეყანა ვართ და გაგვიჭირდება მსგავსი შედეგებით ამ გამოწვევიდან გამოსვლა. ამიტომ მაქსიმალურად უნდა გავაკეთოთ ყველაფერი ამ ზიანის მინიმიზებისთვის. ეს შესაძლებელია მხოლოდ და მხოლოდ თქვენი დახმარებით. ამიტომ, ბატონო თენგიზ, კიდევ ერთხელ დიდი მადლობა თქვენ და თქვენს მთელ გუნდს. დარწმუნებულნი ვართ, რომ თქვენი მაღალი პროფესიონალიზმიდან გამომდინარე ამ გამოწვევას ღირსეულად ვუპასუხებთ. მინდა, მთავრობის თითოეული წევრის და მთლიანად, გუნდის სახელით, დიდი მადლობა გადაგიხადოთ", - მიმართა პრემიერ-მინისტრმა ინფექციური საავადმყოფოს დირექტორ თენგიზ ცერცვაძეს და კლინიკის ექიმებს.



ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა პრემიერ-მინისტრს კლინიკაში სტუმრობისთვის მადლობა გადაუხადა და ხაზი გაუსვა უშუალოდ გიორგი გახარიას და მისი პირდაპირი სამთავრობო მმართველობის უმნიშვნელოვანეს როლს კორონავირუსის გავრცელების წინააღმდეგ მიმართული ღონისძიებების ეფექტურობაში. მისი შეფასებით, პრემიერ-მინისტრმა სულ სხვა დონეზე აიყვანა საპასუხო ღონისძიებების როგორც დაგეგმვა, ისე განხორციელება და შედეგი სახეზეა - კორონავირუსით გამოწვეული კრიზისის ფონზე საქართველო საუკეთესო ჯანდაცვის სისტემის მქონე ბევრ ქვეყანაზე უკეთეს პირობებში იმყოფება.



თენგიზ ცერცვაძემ აღნიშნა, რომ გიორგი გახარიას გადაწყვეტილება, სახელმწიფო მფლობელობაში არსებული 4 წამყვანი ჰოსპიტალის - რესპუბლიკური საავადმყოფოს, საუნივერსიტეტო კლინიკის, გორის ჰოსპიტალისა და ბოჭორიშვილის კლინიკის უშუალოდ კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლოს მიზნებისთვის გამოყოფა და კლინიკური მართვის ერთიანი სისტემის დაწესება ძალიან დროული და სწორი იყო.
მთავრობის მეთაურმა დღეს პირადად დაათვალიერა ინფექციური პათოლოგიების და შიდსის ცენტრის ადმინისტრაციული შენობა, სადაც დღემდე არასათანადო პირობებია და წყალი ჩამოდის. კლინიკის დირექტორის განმარტებით, შენობის არასათანადო მდგომარეობა გამოწვეულია იმით, რომ 2009 წელს, წინა ხელისუფლებამ აღნიშნული ტერიტორია და შენობა-ნაგებობები კერძო კომპანიას მიჰყიდა. თენგიზ ცერცვაძემ გიორგი გახარიას მადლობა გადაუხადა იმ გადაწყვეტილების მიღებისთვის, რომლითაც ინფექციური საავადმყოფოს შენობასთან დაკავშირებული პრობლემები უახლოეს პერიოდში მოგვარდება.








„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up