გიორგი გახარია ექიმებს -  ზედმეტი მოლოდინები არ უნდა გავაჩინოთ და არ დავკარგოთ ის შესაძლებლობები, რაც გვაქვს

გიორგი გახარია ექიმებს - ზედმეტი მოლოდინები არ უნდა გავაჩინოთ და არ დავკარგოთ ის შესაძლებლობები, რაც გვაქვს

access_time2019-10-26 13:31:36

ბევრია სამუშაო, რათა ქვეყანაში ჯანდაცვის დონე შეესაბამებოდეს იმას, რასაც ეს ქვეყანა და ჩვენი მოქალაქეები იმსახურებენ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ სამეგრელო ზემო-სვანეთის სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებთან შეხვედრისას განაცხადა. ინფორმაციას პრემიერის პრესსამსახური ავრცელებს.



მთავრობის მეთაურის თქმით, სახელმწიფოს აქვს პოზიტიური ვალდებულება მნიშვნელოვან სოციალურ ჯგუფებზე გარკვეული პასუხისმგებლობით იმოქმედოს და ესენი არიან, პირველ რიგში პედაგოგები, ექიმები და სამართალდამცავი სისტემა.



„ჩვენთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია ის, რაც ხდება მედიცინაში, რამდენიმე მიზეზის გამო. პირველი, ეს არის, რომ თქვენ უნდა იზრუნოთ ჩვენი პატარებისა და ასევე ჩვენი ღვაწლმოსილი მოხუცების ჯანმრთელობაზე. მეორე, რა თქმა უნდა, სახელმწიფო სერიოზულ რესურსებს ხარჯავს ჯანდაცვაზე, ისევე როგორც სოციალურ კომპონენტზე და მესამე, იქ, სადაც დღეს ვართ, ამით კმაყოფილი არავინ არ არის, - განაცხადა გიორგი გახარიამ.




პრემიერ-მინისტრის განცხადებით, მნიშვნელოვანია, თუ რა დასკვნები გაკეთდება დღევანდელი შეხვედრის შემდგომ, რა დავალებების, ცვლილებების მიღება მოხდება და რა კონკრეტული შედეგები იქნება შემდეგ მიღწეული.



„არანაირი წინსვლა არ იქნება, მიუხედავად იმისა, რა რაოდენობის ფინანსური რესურსიც არ უნდა ჩადოს სახელმწიფომ ჯანდაცვაში, თუ არ გვექნება ახლო კავშირი და არ გვეცოდინება საშუალო ტემპერატურა თქვენს საავადმყოფოებში როგორია. ამას ჩვენთვის დიდი მნიშვნელობა აქვს, რადგან თქვენ ყოველდღიურად ზრუნავთ ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობაზე. ეს სულ უფრო და უფრო მნიშვნელოვანი ხდება, მეტი გამოწვევები გვაქვს ამ მიმართულებით. მსურს, რომ ვიცოდე რა ხდება რეგიონში, სამეგრელოში. რა გამოწვევები გვაქვს. თუ რა არის გასაკეთებელი კონკრეტულად იმისთვის, რომ აქ პროგრესი გვქონდეს მაქსიმალურად შესაძლებელი და სწრაფი. არ გავაჩინოთ ზედმეტი მოლოდინები და არ დავკარგოთ ის შესაძლებლობები, რაც გვაქვს. პრაგმატულად და ეფექტურად რომ მივაღწიოთ იმ შედეგს, რის მიღწევაც შეგვიძლია, - განაცხადა გიორგი გახარიამ.








„ოლიგოპოლიური ნიშნების მატარებელი, არაფორმალური ჯგუფების გავლენების მიერ მართული ბიზნეს გარემო -ბიზნესომბუდსმენის აპარატი გასაუქმებელია“

„ოლიგოპოლიური ნიშნების მატარებელი, არაფორმალური ჯგუფების გავლენების მიერ მართული ბიზნეს გარემო -ბიზნესომბუდსმენის აპარატი  გასაუქმებელია“
access_time2019-11-11 18:23:03
პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი ლევან კობერიძე სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ სტატუსს აქვეყნებს, რომელსაც „კომერსანტი“ უცვლელად გთავაზობთ: „ბიზნესომბუდსმენის აპარატი არის გასაუქმებელი - ეს არის ზედმეტი ხარჯი ქვეყნის ბიუჯეტისთვის და “ხელისუფლებასთან საქმის დალაგების” არსის მატარებელი სტრუქტურა - სიმართლე არის ეს! - თუ ქვეყანაში იქნება სამართლიანი, ღია, კონკურენტული გარემო და გამჭვირვალე ეფექტიანი ბიუროკრატია, ბიზნესომბუდსმენები საჭირო არიან - ამის...

„უკვე ვხედავთ მკაფიო ინტერესს პრინციპულად განსხვავებული ბაზრებიდან“ – Hotel Collection International-ის რეგიონალური ოფისის ხელმძღვანელი

„უკვე ვხედავთ მკაფიო ინტერესს პრინციპულად განსხვავებული ბაზრებიდან“ – Hotel Collection International-ის რეგიონალური ოფისის ხელმძღვანელი
access_time2019-11-11 19:30:30
“რუსული ემბარგოსგან გამოწვეული კრიზისი სამწუხაროდ კახეთში ვიგრძენით ძალიან მწვავედ”, აცხადებს Hotel Collection International-ის რეგიონალური ოფისის ხელმძღვანელი ქეთი მიქაშავიძე. თუმცა მისივე განმარტებით, ალტერნატიული ბაზრების ჩანაცვლებით სექტორმა გარკვეულწილად დანაკარგის მეტნაკლები დაბალანსება მოახერხა. „წლევანდელ სეზონთან დაკავშირებით მოლოდინი გვქონდა განსაკუთრებული, სხვადასხვა რეგიონში ველოდით უკეთეს შედეგებს ვიდრე სამწუხაროდ მივიღეთ. კახეთში მომუშავე...

„შეზღუდული მანდატის მიუხედავად, ლექვინაძე მხარეებისთვის სათქმელის სწორად მიწოდებას ახერხებდა“- ბიზნესის შეფასება

„შეზღუდული მანდატის მიუხედავად, ლექვინაძე  მხარეებისთვის სათქმელის სწორად მიწოდებას ახერხებდა“- ბიზნესის შეფასება
access_time2019-11-11 18:30:31
„ბატონ ირაკლი ლექვინაძესთან ყველა საკითხი, რომელიც ჩვენ გვინდოდა მიგვეტანა მივიტანეთ და მან კარგი კომუნიკატორისა და შუამავლის როლი შეასრულა.“ - ასე აფასებს კომპანია „ნატახტარის“კორპორაციულ საქმეთა დირექტორი ნიკიოლოზ ხუნძაკიშვილი ბიზნესობუდსმენის ირაკლი ლექვინაძის განვლილ საქმიანობას ბიზნესომბუდსმენის პოსტზე. როგორც ცნობილია, ირაკლი ლექვინაძემ და მისმა მოადგილემ ლევან...

ილონ მასკი: მთავარი ინჟინერიც რიგითი მუშა უნდა იყოს

ილონ მასკი: მთავარი ინჟინერიც რიგითი მუშა უნდა იყოს
access_time2019-11-11 20:30:20
SpaceX და Tesla-ს დამაარსებელი ილონ მასკი სან-ფრანცისკოში  კოსმოსური სტარტაპების გამოფენაზე   სიტყვით  გამოვიდა. ღონისძიების ორგანიზატორი აშშ-ს სამხედრო -საჰაერო ძალები და კოსმოსურ ინდუსტრიაში მომუშავე კონსალტინგური კომპანია Starburst Aerospace იყო . გამოფენაში მონაწილეობა  75-მა კოსმოსურმა სტარტაპმა მიიღო , რომელმაც ა თავისი პროდუქცია საინვესტიციო ფონდებს და სამხედროებს...

#იმოგზაურევისოლთანერთად - საქართველოს დაცულ ტერიტორიებზე მედია-ტური გაიმართა

#იმოგზაურევისოლთანერთად  - საქართველოს დაცულ ტერიტორიებზე მედია-ტური გაიმართა
access_time2019-11-11 15:00:01
„ვისოლ ჯგუფის“ და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაცული ტერიტორიების სააგენტოს ორგანიზებით, საქართველოს დაცულ ტერიტორიებზე მედია-ტური გაიმართა. ტურში მონაწილეობა საქართველოში მოქმედი მედია-საშუალებების წარმომადგენლებმა, ბლოგერებმა და ინფლუენსერებმა მიიღეს. მედია-ტური ოთხივე სეზონზე საქართველოში შიდა ტურიზმის ხელშეწყობას და დაცული ტერიტორიების სააგენტოს და „ვისოლ ჯგუფის“ ერთობლივი პროექტის #იმოგზაურევისოლთანერთად ახალი ეტაპის ფარგლებში დაგეგმილი სოციალური მედია გათამაშების...


მსგავსი სიახლეები

up