გიორგი გახარია ეგვიპტის არაბთა რესპუბლიკის ინვესტიციებისა და საერთაშორისო თანამშრომლობის მინისტრს შეხვდა

გიორგი გახარია ეგვიპტის არაბთა რესპუბლიკის ინვესტიციებისა და საერთაშორისო თანამშრომლობის მინისტრს შეხვდა

access_time2019-10-22 17:23:38

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია ეგვიპტის არაბთა რესპუბლიკის ინვესტიციებისა და საერთაშორისო თანამშრომლობის მინისტრ საჰარ ნასრის შეხვდა.მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე საუბარი საქართველოსა და ეგვიპტის არაბთა რესპუბლიკას შორის ეკონომიკურ ურთიერთობებს შეეხო.


ეგვიპტის ინვესტიციებისა და საერთაშორისო თანამშრომლობის მინისტრმა გიორგი გახარიას პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და გამოთქვა რწმენა, რომ ეგვიპტესა და საქართველოს შორის არსებული ნაყოფიერი თანამშრომლობა მომავალშიც გაგრძელდება.



ისაუბრეს ეკონომიკური თანამშრომლობის კომისიის სხდომაზე, რომელიც თბილისში 2020 წელს გაიმართება. აღინიშნა, რომ ეს იქნება მნიშვნელოვანი შესაძლებლობა, სახელმწიფოებს შორის არსებული ეკონომიკური პროექტების შეფასება მოხდეს, ასევე განისაზღვროს ახალი შესაძლებლობები.


„კომერსანტი“





დღის Top-10 საინტერესო ამბავი

დღის Top-10 საინტერესო ამბავი
access_time2020-07-06 21:30:53
დღის Top-10 საინტერესო ამბავი 1.იპოთეკური სესხების სუბსიდირებით მთავრობა ბანკებს ბიუჯეტიდან 70 მლნ ლარს ჩუქნის საქართველოს მთავრობა ყველას ვინც 2020 წლის პირველი ივნისიდან 2021 წლის პირველ იანვრამდე აიღებს იპოთეკურ სესხს ლარში, 5 წლის ვადით სესხის 4%-ს...

ბიზნესი ქართულად - აუზებზე მოთხოვნას სასტუმროებმა სპეციალური შეთავაზებებით უპასუხეს

ბიზნესი ქართულად - აუზებზე მოთხოვნას სასტუმროებმა სპეციალური შეთავაზებებით უპასუხეს
access_time2020-07-06 18:00:49
8 ივნისიდან სასტუმროებს საშუალება მიეცათ, რომ საცურაო აუზები გაეხსნათ, თუმცა ღია ტიპის აუზებს გახსნის ნებართვა მხოლოდ ხვალიდან, ისიც შემოწმების შემდეგ ექნებათ. მანამდე კი აუზებზე გაზრდილი მოთხოვნის დაკმაყოფილებას საქართველოს სასტუმროები შესაბამისი შეთავაზებებით ცდილობენ. რეგულაციების გათვალისწინებით, სასტუმროების აუზებით სარგებლობა სტუმრებს მხოლოდ ნომრის აღების შემთხვევაში შეუძლიათ. თუმცა, ქართულ სასტუმროებს მომხმარებლებისთვის დღის შეთავაზება აქვთ, რომელიც...

The Economist: ვინ მართავს მსოფლიოს?

The Economist: ვინ მართავს მსოფლიოს?
access_time2020-07-06 20:00:10
2008-2009 წლების კრიზისის შედეგად გლობალური ძალაუფლება დიდმა ოცეულმა გადაიბარა, რადგანაც ნათელი გახდა - დიდი შვიდეულის ფორმატი რეალობას უკვე არ შეესაბამებოდა.კორონავირუსის პანდემიამ კიდევ ერთი სიახლე გამოავლინა - გლობალური ლიდერის არარსებობა. ამჯერად დიდმა ოცეულმა საოცარი უსუსურობა გამოავლინა და თავი მხოლოდ ღარიბი ქვეყნებისთვის ვალების გასტუმრების გადავადებაზე რიტორიკით...

თბილისის ბალნეოლოგიურ კურორტზე საერთაშორისო ბრენდის სასტუმრო 2020 წელს გაიხსნება

თბილისის ბალნეოლოგიურ კურორტზე საერთაშორისო ბრენდის სასტუმრო 2020 წელს გაიხსნება
access_time2020-07-06 16:45:43
„თბილისის ბალნეოლოგიურ კურორტზე“  საერთაშორისო ბრენდის სასტუმროს გახსნა კორონავრიუსის პანდემიამ შეაფერხა. ამის შესახებ „კომერსანტს“ კურორტის კომერციულმა მენეჯერმა სალომე ყვავილაშვილმა განუცხადა. მისივე განცხადებით, ახალი საერთაშორისო ბრენდის სასტუმრო „თბილისის ბალნეოლოგიური კურორტის“ ტერიტორიაზე მიმდინარე წელს გაიხსნება, თუმცა ბრენდის სახელწოდება კვლავ გასაიდუმლოებულია. 10 მილიონი დოლარის ინვესტიციით „თბილისის ბალნეოლოგიური კურორტის“ განვითარება...

რესტორანი სრული დატვირთვით მხოლოდ მაშინ იმუშავებს, როდესაც საზღვრები გაიხსნება და მასშტაბური ღონისძიებების ჩატარების შესაძლებლობა გვექნება“

რესტორანი სრული დატვირთვით მხოლოდ მაშინ იმუშავებს, როდესაც საზღვრები გაიხსნება და მასშტაბური ღონისძიებების ჩატარების შესაძლებლობა გვექნება“
access_time2020-07-07 10:50:22
„რესტორანი სრული დატვირთვით მხოლოდ მაშინ იმუშავებს,როდესაც საზღვრები გაიხსნება და მასშტაბური ღონისძიებების ჩატარების შესაძლებლობა გვექნება“,-ამის შესახებ „კომერსანტს“  ერთ-ერთი ცნობილი ბრენდის „G.G Group“-ის რესტორნების „MARANI HALL“ მცხეთისა და „MARANI RESTAURANT & BAR“- ის დირექტორმა მალხაზ ნუცუბიძემ განუცხადა.  მისი თქმით, რესტორნების ქსელი ახლა მუშაობენ იმისთვის რომ გადარჩნენ, თუმცა ნუცუბიძეს იმედი აქვს, რომ უახლოეს...


მსგავსი სიახლეები

up