გიორგი გახარია ჯანმოს ევროპის რეგიონულ დირექტორ ჰანს კლუგეს შეხვდა

გიორგი გახარია ჯანმოს ევროპის რეგიონულ დირექტორ ჰანს კლუგეს შეხვდა

access_time2020-12-21 15:12:44

საქართველოს ხელისუფლების და კონკრეტულად, პრემიერ-მინისტრის მეთაურობით მოქმედი მთავრობის რეაგირება ახალი კორონავირუსის პანდემიაზე უდავოდ სანაქებოა - ამის შესახებ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ევროპის რეგიონულმა დირექტორმა ჰანს კლუგემ საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატ გიორგი გახარიასთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, Covid-19-ის პანდემიასთან ბრძოლის მიმართულებით საქართველოს მთავრობის ეფექტური ძალისხმევა, ჯანდაცვის სექტორში დაგეგმილი რეფორმები და კოვიდვაქცინაცია იყო მთავრობის მეთაურისა და ჯანმოს ევროპის რეგიონული დირექტორის შეხვედრის მთავარი განსახილველი საკითხები.

მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე ჰანს კლუგემ მაღალი შეფასება მისცა ხელისუფლების მიერ გადადგმულ ნაბიჯებს Covid-19-ის პანდემიასთან ბრძოლის ნაწილში და ხაზი გაუსვა როგორც კლინიკური სასტუმროების, ისე ონლაინ კლინიკის უმნიშვნელოვანეს როლს. აგრეთვე, განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა ლუგარის ლაბორატორიის სტრატეგიულ მნიშვნელობაზე, როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო დონეზე.

საუბარი შეეხო კოვიდვაქცინაციის პროცესის შეუფერხებელი უზრუნველყოფის მიზნით მიმდინარე სამუშაოებს. აღინიშნა, რომ ამ თემაზე პრემიერ-მინისტრის დავალებით შექმნილია სპეციალური კომისია, რომელიც აქტიურ რეჟიმში მუშაობს როგორც ვაქცინის დროული შემოტანის, ისე ინფრასტრუქტურული და ლოგისტიკური საკითხების მოგვარების კუთხით. კიდევ ერთხელ გამახვილდა ყურადღება იმ ფაქტზე, რომ გარდა COVAX პლატფორმისა, აქტიურ ფაზაშია მოლაპარაკებები საერთაშორისო პარტნიორებთან და ვაქცინის მწარმოებლებთან, რომელსაც სახელმწიფო, საგარეო საქმეთა სამინისტროსა და საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური მისიების ჩართულობით აწარმოებს. ჰანს კლუგემ გიორგი გახარიას ამ მიმართულებით მხარდაჭერა აღუთქვა.

აგრეთვე, მთავრობის მეთაურმა და ჯანმოს ევროპის რეგიონულმა დირექტორმა ისაუბრეს ჰოსპიტალურ სექტორში არსებულ ვითარებასა და პირველადი ჯანდაცვის რგოლის როლსა და მუშაობაზე. ყურადღება გამახვილდა ინტენსიური ტესტირების პროგრამის მნიშვნელობაზე, რომელსაც საქართველოს მთავრობა, შეზღუდვების 2-თვიანი გეგმის ფარგლებში, დეკემბრის დასაწყისიდან ახორციელებს.


მთავრობის მეთაურმა ჯანმოს ევროპის რეგიონულ დირექტორს ვიზიტისთვის მადლობა გადაუხადა და ხაზი გაუსვა წლების განმავლობაში წარმატებულ თანამშრომლობას საქართველოსა და ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციას შორის. გიორგი გახარიამ აღნიშნა, რომ საქართველო დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციებს არა მხოლოდ COVID-19-ის მართვის ნაწილში, არამედ სამომავლო რეფორმების განხორციელების თვალსაზრისითაც.

აგრეთვე, გიორგი გახარიამ კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი იმ ფაქტის მნიშვნელობას, რომ ჯანმოს წარმომადგენლები მიმდინარე წელს სპეციალური მისიით ორჯერ იმყოფებოდნენ ოკუპირებულ აფხაზეთის რეგიონში, არსებული ვითარების შეფასებისა და შესაბამისი რეკომენდაციების გაცემის მიზნით.

შეხვედრას ჯანმოს მხრიდან - ევროპის რეგიონის ოფისის ჯანდაცვის პროგრამების ხელმძღვანელი ნინო ბერძული, ჯანმოს გადაუდებელი რეაგირებისა და დახმარების განყოფილების პროექტის მართვის ოფიცერი ნატალია დიმოვა ჩერტოიანოვა და ჯანმოს საქართველოს ოფისის ხელმძღვანელი სილვიუ დომენტე, ხოლო საქართველოს მხრიდან - პრემიერ-მინისტრის აპარატის უფროსი სალომე გაგუა ესწრებოდნენ.





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up