გიორგი გახარია - ჯანდაცვის სამინისტროს მიეცა დავალება, რომ უახლოეს დღეებში სრულ მზადყოფნაში იყოს 3000 საწოლი

გიორგი გახარია - ჯანდაცვის სამინისტროს მიეცა დავალება, რომ უახლოეს დღეებში სრულ მზადყოფნაში იყოს 3000 საწოლი

access_time2020-09-11 15:42:07

ჯანდაცვის სამინისტროს მიეცა დავალება, რომ უახლოეს დღეებში სრულ მზადყოფნაში იყოს 3000 საწოლი, იმისათვის, რომ თუ შემთხვევების რაოდენობა გაიზრდება, მათ შეეძლოთ, სწრაფად და ეფექტურად უმკურნალონ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, უწყებათაშორისი საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ, ბრიფინგზე განაცხადა. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს.



პრემიერის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ინფიცირებულების რაოდენობა იზრდება, მთავრობა სრულად მართავს პროცესს და პანიკის საფუძველი არ არსებობს.



„კიდევ ერთხელ ვიმეორებ - პრინციპი ადაპტაციის არის შემდგომი - სწრაფი გამოვლენა, სწრაფი მკურნალობა და შემდგომ უკვე ადამიანის სწრაფად დაბრუნება ნორმალურ ცხოვრებაში. ამ თვალსაზრისით, დღეს ყველაზე მნიშვნელოვანი არის მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა", - განაცხადა გიორგი გახარიამ.




მთავრობის მეთაურის თქმით, მოქალაქეების პასუხისმგებლობა ბევრად უფრო მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია, ვიდრე ჯარიმა.



„კარგად გვესმის, რომ ბოლო 6 თვის განმავლობაში ბევრი დისკომფორტი შეიქმნა. გავიგე, რომ ჩვენ გვაქვს აბსოლუტურად გონივრული მიზანი - ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობა, ეკონომიკის გადარჩენა და სწრაფი აღდგენა. ეკონომიკის გადარჩენაზე უკვე არ ვსაუბრობთ, ვსაუბრობთ სწრაფ აღდგენაზე. ამიტომ, ჩვენი მოქალაქეების პასუხისმგებლობა ბევრად უფრო მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია, ვიდრე ჯარიმა. როდესაც ვამბობთ, რომ მიღებული შეზღუდვების დისციპლინა და აღსრულება არის უაღრესად მნიშვნელოვანი, ეს ნიშნავს ელემენტარულ რაღაცეებს - მაგალითად, პირბადის ტარება აუცილებლად დახურულ სივრცეში, ასევე პირბადის ტარება, როგორც რეკომენდაცია, ღია სივრცეში, მაგალითად პირბადის ტარება, როდესაც ღია სივრცეში ხდება 200-მდე ადამიანის შეკრება სხვადასხვა ღონისძიებების დროს. ეს ყველაფერი უნდა გავითვალისწინოთ, ისევე, როგორც დისტანციის დაცვა, პირადი ჰიგიენა და ა.შ.“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.








დღის Top 10 საინტერესო ამბავი

დღის Top 10 საინტერესო ამბავი
access_time2020-10-23 21:00:15
დღის Top 10 საინტერესო ამბავი:   1. თბილისს ხვალიდან 126 ახალი ავტობუსი მოემსახურება მუნიციპალური ავტოპარკის განახლების პროექტის ფარგლებში, თბილისის სატრანსპორტო კომპანიამ, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) ხელშეწყობით, 226 ერთეული 12-მეტრიანი, კომპრესირებულ ბუნებრივ აირზე (CNG) მომუშავე, EURO 6-ის სტანდარტის ავტობუსი შეისყიდა. მათი ნაწილი...

23 ოქტომბერი - რეგიონში ყველა ვალუტა გაუფასურდა

23 ოქტომბერი - რეგიონში ყველა ვალუტა გაუფასურდა
access_time2020-10-23 18:15:38
კორონავირუსის უარყოფითი ეფექტი რეგიონში ყველაზე მკვეთრად ქართული ლარის კურსზე აისახა. 2020 წლის განმავლობაში, ქართული ლარი აშშ დოლართან მიმართებაში დაახლოებით 12%-ით გაუფასურდა. შედარებისთვის, დაახლოებით 11%-ით არის შემცირებული თურქული ლირა, სომხური დრამი და აზერბაიჯანული მანათი კი 2%-ის ქვემოთ მერყეობს. ეროვნული ბანკის მიერ 23 ოქტომბრის ვაჭრობის შედეგად, ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან მიმართებით გაუფასურდა, რის შედეგადაც ერთი დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.2202 ლარი...

“ვენდი” მიტანის, Pick Up და Drive-Thru სერვისით მომხმარებელს 24/7-ზე ემსახურება

“ვენდი” მიტანის, Pick Up  და Drive-Thru სერვისით მომხმარებელს  24/7-ზე ემსახურება
access_time2020-10-23 17:15:26
“ვენდის” რესტორნების ქსელი სამთავრობო დადგენილების შესაბამისად რესტორნებში სტუმრებს ყოველდღიურად 22:00 საათამდე ემსახურება, თუმცა ამერიკული რესტორნების უგემრიელესი მენიუს დაგემოვნება ერთგულ მომხმარებელს მიტანის, Pick Up  და Drive-Thru სერვისით  24/7-ზე შეუძლიათ.   ““ვენდის” რესტორნების ქსელი ვიზიარებთ ჩვენ წილ საზოგადოებრივ პასუხისმგებლობას და უწყეტ რეჟიმში უზრუნველვყოთ ნებისმიერი ოდენობის მომხმარებელთა მოთხოვნის დაკმაყოფილება, რაც გულისხმობს როგორც ჩვენს...

Starbucks-ი ფულს კლიენტებისგან შეუმჩნევლად სესხულობს

Starbucks-ი ფულს კლიენტებისგან შეუმჩნევლად სესხულობს
access_time2020-10-23 20:00:04
Starbucks-ის ონლაინ დამატება კომპანიას უპროცენტო საკრედიტო დარბაზთან წვდომას და დამატებით შემოსავალს აძლევს.   საქმე იმაშია, რომ ყავახანების ქსელი სასაჩუქრე ბარათებზე დარჩენილ...

საქართველოში უცხოეთიდან შემოსვლის წესები და პირობები შეიცვალა

საქართველოში უცხოეთიდან შემოსვლის წესები და პირობები შეიცვალა
access_time2020-10-23 16:30:10
იზოლაციისა და კარანტინს წესების დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავრობის N322 დადგენილებაში 2020 წლის 21 ოქტომბერს განხორციელებული ცვლილებების თანახმად უცხო ქვეყნიდან ჩამოსული საქართველოს მოქალაქეები, აგრეთვე მათი ოჯახის წევრები, იზოლაციაში განთავსდებიან 8 დღით, შემდეგი წესის შესაბამისად:   ა) უცხო ქვეყნიდან ჩამოსულმა პირმა სასაზღვრო პუნქტებზე უნდა წარადგინოს საქართველოში ვიზიტამდე უკანასკნელი 72 საათის განმავლობაში ჩატარებული PCR კვლევის დამადასტურებელი საბუთი, რის...


მსგავსი სიახლეები

up