გიორგი გახარია - დღეს საქართველო, 100 000 მოქალაქეზე საშუალო ევროპულ ქვეყანაზე უფრო მეტ ტესტს აკეთებს

გიორგი გახარია - დღეს საქართველო, 100 000 მოქალაქეზე საშუალო ევროპულ ქვეყანაზე უფრო მეტ ტესტს აკეთებს

access_time2020-10-07 15:07:52

რაც შეეხება სწრაფ გამოვლენას. სწრაფი გამოვლენის ნაწილში, ჩვენ მოდელი შევცვალეთ, დაახლოებით უკვე 2 კვირაა, იმასთან დაკავშირებით, თუ როგორი უნდა იყოს ტესტირების მიზნობრიობა. როდესაც, ვირუსი დაიწყო, ქვეყანა დღეში აკეთებდა დაახლოებით 200 PCR ტესტს. დღეს ქვეყანა აკეთებს 10 000-ზე მეტ PCR ტესტს, მაგრამ მიუხედავად ამისა, ამ ტესტის კეთების რესურსიც შეუზღუდავი არ არის და ეს ტესტის კეთება უნდა იყოს მიზნობრივი, ამიტომ ჩვენ ვამბობთ - მიზნობრივი და სისტემური ტესტირება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს.


როგორც პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, ყველაზე მნიშვნელოვანი ტესტირების ნაწილში არის ექიმების ტესტირება, რათა ინფიცირების ტალღები ექიმებს შორის იყოს პრევენციულად გაჩერებული.


„მიზნობრივი ტესტირება ნიშნავს იმას, როდესაც ადამიანს უჩნდება პირველი სიმპტომები, პირველი ჩვენებები და რა თქმა უნდა, ის, შესაბამისი ინფრასტრუქტურით, რომელიც უკვე შექმნილია და ცოტა მოგვიანებით ვისაუბრებ, უნდა გაიტესტოს. მიზნობრივი ტესტირება ნიშნავს იმას, როდესაც ადამიანს უჩნდება პირველი სიმპტომები, პირველი ჩვენებები და რა თქმა უნდა ის შესაბამისი ინფრასტრუქტურით, რომელიც უკვე შექმნილია და ცოტა მოგვიანებით ვილაპარაკებ უნდა გაიტესტოს. რა არის სისტემური ტესტირება? სისტემური ტესტირება არის კონკრეტული სოციალური ჯგუფების ტესტირება მაგალითად ექიმების, მასწავლებლების, პოლიციელების, მძღოლების, ეს კეთდება იმისთვის, რომ ქვეყნისთვის სოციალურად ყველაზე მნიშვნელოვანი, ცხოვრების მიმდინარეობის განმსაზღვრელი სექტორები არ გაჩერდეს. რა თქმა უნდა ყველაზე მნიშვნელოვანი ტესტირების ნაწილში არის ექიმების ტესტირება, რათა ინფიცირების ტალღები ექიმებს შორის იყოს პრევენციულად გაჩერებული„, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.




მისი თქმით, დღეს საქართველო, საშუალო ევროპულ ქვეყანაზე უფრო მეტ ტესტს აკეთებს 100 000 მოქალაქეზე და ეს არის იმის გარანტი, რომ მსხვილი რისკი სოციალურ ჯგუფებში არ უნდა შეიქმნას.



„აქ ყველას კარგად უნდა გვესმოდეს ერთი რამ, რომ ადამიანი, რომელიც არის მაგალითად ინფიცირებულის კონტაქტი, ყველამ, როგორც წესი უნდა მივიღოთ, რომ ინფიცირებულის კონტაქტი როგორც კი ვართ უნდა გადავიდეთ თვითიზოლაციაში და რაიმე სიმპტომი თუ არ გავაქვს უნდა ვიყოთ ოჯახის ექიმის მართვაზე. ეს არის ის რაც ჩვენ კლინიკური მართვის ნაწილშიც ცვლილება შევიტანეთ და რომელზეც ასევე მოგვიანებით ვილაპარაკებ. პირველი ეტაპი სწრაფი გამოვლენის ეტაპი, რაც ნიშნავს მიზნობრივი ტესტირების ხარისხის გაზრდას და სისტემურ ტესტირებას. ეს არის ერთი ეტაპი, რომელიც უკვე დალაგებულია. დღეს საქართველო, საშუალო ევროპულ ქვეყანაზე უფრო მეტ ტესტს აკეთებს 100 000 მოქალაქეზე და ეს არის იმის გარანტი, რომ ჩვენ ასეთი მსხვილი რისკი სოციალურ ჯგუფებში არ უნდა შეგვექმნას“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.








„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up