გიორგი გახარია - დღეს, ქვეყანაში, წესების დაცვა, პირბადის ტარება, ელემენტარული დისციპლინა და კანონების შესრულება, არის პატრიოტიზმი

გიორგი გახარია - დღეს, ქვეყანაში, წესების დაცვა, პირბადის ტარება, ელემენტარული დისციპლინა და კანონების შესრულება, არის პატრიოტიზმი

access_time2020-10-15 15:00:00

ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რა თქმა უნდა, ეკონომიკური ცხოვრების გამოცოცხლება არის ის აუცილებლობა, რომელიც ჩვენ ყველას გვჭირდება იმისთვის, რომ პირველ რიგში, შევინარჩუნოთ სამუშაო ადგილები, აღვადგინოთ სამუშაო ადგილები იქ, სადაც ეს შესაძლებელია და ჩვენს მოქალაქეებს მივცეთ შესაძლებლობა, ღირსეულად არჩინონ თავიანთი ოჯახები, მაგრამ ეს ყველაფერი უნდა გავაკეთოთ მაქსიმალურად წესების დაცვით, იმისთვის, რომ მინიმუმამდე დავიყვანოთ ვირუსის გავრცელების სისწრაფე და რისკები, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს.


პრემიერმა ხაზი გაუსვა, რომ დღეს, ქვეყანაში, წესების დაცვა, პირბადის ტარება, ელემენტარული დისციპლინა და კანონების შესრულება, ეს არის პატრიოტიზმი.



„ხაზგასმით აღვნიშნავ, რომ დღეს, ვირუსის შეჩერების 2 გზა არსებობს - სრული „ლოკდაუნი, ქვეყნის მაქსიმალურად და სრულად ჩაკეტვა და მაშინ შესაძლებელია სწრაფ დროში შედეგის მიღება, ვირუსის გავრცელების თითქმის სრულად გაჩერება, ან ვირუსთან ადაპტაცია და მისი მართვა, მაგრამ ვირუსთან ადაპტაცია და მისი მართვა საჭიროებს ყველა მხარის მაღალ პასუხისმგებლობას, როგორც მთავრობის, ისევე საჯარო და კერძო ორგანიზაციების და ჩვენი მოქალაქეების. ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ დღეს, ქვეყანაში, წესების დაცვა, პირბადის ტარება, ელემენტარული დისციპლინა და კანონების შესრულება, ეს არის პატრიოტიზმი. ეს არის ის პატრიოტიზმი, რომელიც თითოეულ ჩვენს მოქალაქეს მისცემს შესაძლებლობას, დაიცვას თავისი ჯანმრთელობა და რა თქმა უნდა, რაც შეიძლება სწრაფად აღვადგინოთ ეკონომიკა“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.







„რატომ არის კვება ორგანიზმისთვის უმნიშვნელოვანესი ფაქტორი ვირუსულ პერიოდში?“

„რატომ არის კვება ორგანიზმისთვის უმნიშვნელოვანესი ფაქტორი ვირუსულ პერიოდში?“
access_time2020-11-24 16:25:46
მწვავე პანდემიურ პერიოდში აუცილებელია ვიზრუნოთ პატარების იმუნიტეტისა და ორგანიზმის მოძლიერებაზე. ბავშვებისთვის ვიტამინებისა და...

24 ნოემბერი - რეგიონში ქართული ლარი და თურქული ლირა გაუფასურდა

24 ნოემბერი - რეგიონში ქართული ლარი და თურქული ლირა გაუფასურდა
access_time2020-11-24 18:15:33
კორონავირუსის უარყოფითი ეფექტი რეგიონში ყველაზე მკვეთრად ქართული ლარის კურსზე აისახა. 2020 წლის განმავლობაში, ქართული ლარი აშშ დოლართან მიმართებაში დაახლოებით 12%-ით გაუფასურდა. შედარებისთვის, დაახლოებით 11%-ით არის შემცირებული თურქული ლირა, სომხური დრამი და აზერბაიჯანული მანათი კი 2%-ის ქვემოთ მერყეობს. ეროვნული ბანკის მიერ 24 ნოემბრის ვაჭრობის შედეგად, ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან მიმართებით გაუფასურდა, რის შედეგადაც ერთი დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.3193 ლარი...

დღის Top 10 საინტერესო ამბავი

დღის Top 10 საინტერესო ამბავი
access_time2020-11-24 21:00:28
დღის Top 10 საინტერესო ამბავი: 1.„პოლიტიკური სტაბილურობა და დემოკრატიული გარემო ინვესტორისთვის პრიორიტეტია და მხოლოდ მთავრობის ბენეფიტების გამო არ შემოვა“ ევროპული ბიზნეს ასოციაციის (EBA) თანადამფუძნებელი მარიამ ქუჩულორია „კომერსანტთან“ საუბრისას ამბობს, რომ...

როგორ მოვამზადოთ ბიზნესი ან მაღაზია მოსალოდნელი „კარანტინისთვის“?

როგორ მოვამზადოთ ბიზნესი ან მაღაზია მოსალოდნელი „კარანტინისთვის“?
access_time2020-11-24 14:40:04
პანდემიის მეორე ტალღა პირველთან შედარებით გაცილებით მძიმე ჩანს. ინფიცირებულთა მაჩვენებელი ყოველდღიურად მატულობს და ახალ ანტირეკორდებს ხსნის, რაც ზოგად მდგომარეობას საკმაოდ...

„რაში იხარჯება ჩვენი ფული? ქართული ფეხბურთის პრიორიტეტები სასწრაფოდ უნდა შეიცვალოს!“

„რაში იხარჯება ჩვენი ფული? ქართული ფეხბურთის პრიორიტეტები სასწრაფოდ უნდა შეიცვალოს!“
access_time2020-11-24 17:30:23
ვაგრძელებთ წერილების ციკლს, რომელსაც ერთადერთი მიზანი აქვს - ერთი პატარა აგური მაინც დაიდოს ქართული ფეხბურთის უკეთესი მომავლის საქმეში. თქვენს წინაშეა მორიგი წერილი, რომელიც, ალბათ, ბევრს გაანაწყენებს კიდეც, მაგრამ თავს იმთავითვე იმით დავიმშვიდებ, რომ ქართული ფეხბურთის დღევანდელი მდგომარეობის გათვალისწინებით აღარავის ფერების დრო აღარ არის... ...დიახ, აღარ არის, რადგან თუ ბევრი რამ არ შევცვალეთ, თავზე დაგვემხობა ყველაფერი და ვერც დიდ საფეხბურთო ფორუმზე ვითამაშებთ იმის...


მსგავსი სიახლეები

up