გიორგი გახარია  - დღეს ჩვენ გვჭირდება, რომ კანონის შესაბამისად, ყველანაირი ძალადობის გარეშე დავიცვათ ჩვენი წარმატება 31 ოქტომბერს

გიორგი გახარია - დღეს ჩვენ გვჭირდება, რომ კანონის შესაბამისად, ყველანაირი ძალადობის გარეშე დავიცვათ ჩვენი წარმატება 31 ოქტომბერს

access_time2020-10-09 17:30:00

ბუნებას და ადამიანებს რომ თავი დავანებოთ, ცაგერის მუნიციპალიტეტი უნიკალურია იმით, რომ აქ არის სოფლის მეურნეობის, ტურიზმის და მეცხოველეობის განვითარების სერიოზული პოტენციალი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ცაგერში, ამბროლაურის, ონის, ცაგერის, ლენტეხისა და მესტის „ქართული ოცნების" მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის გოჩა ენუქიძის წარდგენისას განაცხადა. ინფორმაციას „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ პრესსამსახური ავრცელებს.



როგორც პრემიერ - მინისტრმა აღნიშნა, ცაგერში არის ყველა შესაძლებლობა იმისა, რომ სერიოზული წარმოებები შეიქმნას.



გიორგი გახარიას თქმით, მთავრობა ხელს უწყობს იმას, რომ ადგილობრივმა მოქალაქეებმა შეძლონ დაიწყონ თავიანთი საქმე, გახდნენ ფერმერები, რომ დაასაქმონ სხვა ადამიანები.



,, ამ მართლაც საოცარ მუნიციპალიტეტში ჩვენ უნდა ვილაპარაკოთ ხვალინდელ დღეზე. ჩვენ უნდა ვილაპარაკოთ იმაზე, რის გაკეთება შეგვიძლია მუნიციპალიტეტში. ჩვენ წლების წინ ვებრძოდით იმას, რომ მთა არ დაცლილიყო. დღეს ჩვენ ვზრუნავთ, ვფიქრობთ და ვგეგმავთ იმას, მთა როგორ განვავითაროთ. ცაგერის მუნიციპალიტეტს ამაში ძალიან კარგი შესაძლებლობები აქვს. ბუნებას და ადამიანებს რომ თავი დავანებოთ, ცაგერის მუნიციპალიტეტი უნიკალურია იმით, რომ აქ არის სერიოზული პოტენციალი სოფლის მეურნეობის, ტურიზმის და მეცხოველეობის განვითარების. აქ არის ყველა შესაძლებლობა იმისა, რომ მცირე მეწარმეობიდან დაწყებული სერიოზული წარმოებები შეიქმნას. ყველა კარგად ხედავთ, რამდენი ვენახი შენდება, ხედავთ, როგორ ვუწყობთ ხელს იმას, რომ ადგილობრივმა მოქალაქეებმა შეძლონ დაიწყონ თავიანთი საქმე, გლეხი გახდეს ფერმი, რომ დაასაქმონ სხვა ადამიანები და ღირსეულად მიხედონ თავიანთ ოჯახებს. ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, გაგრძელდება“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.




პრემიერ-მინისტრმა ხაზი გაუსვა, რომ ყველაფრის ცენტრში არის ადამიანი და სწორედ ის არის ძირითადი ზრუნვის საგანი.



„ჩვენ ყოველთვის ვამბობდით, რომ ადამიანია ყველაფრის ცენტრში და ადამიანია ძირითადი ზრუნვის საგანი. როდესაც ამას ვამბობდით, რა თქმა უნდა, პირველ რიგში, ვგულისხმობდით ჩვენს ახალგაზრდა თაობას, რომ მათ უნდა ჰქონდეთ ნორმალური განათლების მიღების შესაძლებლობა და არ უნდა იყოს აუცილებლობა, რომ თავისი მშობლიური მუნიციპალიტეტიდან სადმე უწევდეთ წასვლა და ამიტომ, თანაბარი განათლება მთელი ქვეყნის მასშტაბით. არ უნდა იყოს სხვაობა, ბავშვი იბადება თბილისში, ლენტეხში, თუ სხვაგან. ამიტომ, ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ წესრიგში მოვიყვანოთ როგორც საბავშვო ბაღები, ასევე სასკოლო განათლების ინფრასტრუქტურა. ჩვენ, ყველამ ერთად უნდა ვიზრუნოთ ჩვენს ღვაწლმოსილ მოხუცებზე. რა თქმა უნდა, პენსიიდან დაწყებული, სოციალური მომსახურების დონე, ყველგან უნდა იყოს ერთნაირი. ამ ყველაფრის მისაღწევად იყო სწორედ შექმნილი მთის კანონი, რომელიც ხელს უწყობს ადამიანებს, თავიანთ მშობლიურ რაიონებში, თავიანთ მშობლიურ სოფლებში იცხოვრონ ისე, რომ ელემენტარული სოციალური უზრუნველყოფა ჰქონდეთ გარანტირებული“, - განაცხადა მთავრობის მეთაურმა.



გიორგი გახარიას თქმით, ძლიერი მთა, ეს ნიშნავს ძლიერ საქართველოს.



„ჩვენ, რა თქმა უნდა, ამას ყველაფერს გავაგრძელებთ, რამეთუ კარგად გვესმის, რომ ძლიერი მთა, ეს ნიშნავს ძლიერ საქართველოს, მაგრამ ცაგერის მუნიციპალიტეტი არის ის მუნიციპალიტეტი, სადაც ჩვენ ყოველთვის ვაკეთებდით იმას, რომ ის პროგრამები, რომლითაც სახელმწიფო უჭერს მხარს მოქალაქეს - „აწარმოე საქართველოში", სოფლის მეურნეობის პროგრამები, აქ ყოველთვის გამორჩეულად იყო განვითარებული. ამიტომ, ყველამ ერთად, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ჩვენ, ხვალინდელ დღეს, ჩვენს მოქალაქეებს მივცეთ შესაძლებლობა, ღირსეულად იშრომონ და ღირსეულად არჩინონ თავიანთი ოჯახები. რაც მთავარია, ჩვენ, ყველამ ერთად, წყნარად, მშვიდად, ყველანაირი ისტერიკის გარეშე, ზოგ შემთხვევებში რომ გვიწევს თვალყურის დევნება, უნდა მივიდეთ 31 ოქტომბრამდე და ღირსეულად, სამართლიან გარემოში, სამართლიან ბრძოლაში უნდა გავიმარჯვოთ. ჩვენ ყველას კარგად გვესმის, რომ დღეს „ქართულ ოცნებას" აქვს მოქალაქეების მხარდაჭერა, ამიტომ ჩვენ არ გვჭირდება ვინმეს რაიმე ვუმტკიცოთ. ჩვენ გვჭირდება, მხოლოდ და მხოლოდ ის, რომ კანონის შესაბამისად, ყველანაირი ძალადობის გარეშე დავიცვათ ჩვენი წარმატება 31 ოქტომბერს. ღირსეულ გამარჯვებას გისურვებთ“, - აღნიშნა მთავრობის მეთაურმა.







„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up