გიორგი გახარია დღეს ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის მდივანს შეხვდება

გიორგი გახარია დღეს ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის მდივანს შეხვდება

access_time2020-02-14 14:32:01

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია დღეს ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის მდივანს მარკ ესპერს შეხვდება. ამის შესახებ ინფორმაციას პრემიერის პრესსამსახური ავრცელებს.



შეხვედრებზე, რომელიც მიუნხენის უსაფრთხოების 56-ე კონფერენციის ფარგლებში გაიმართება, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა ისაუბრა.



დავით ზალკალიანის შეფასებით, მიუნხენის კონფერენცია წარმოადგენს უაღრესად მნიშვნელოვან ფორუმს, რომელსაც ქართული მხარე მაქსიმალურად იყენებს, რათა საქართველოში მიმდინარე პროცესებზე დეტალურად იყოს ინფორმირებული საერთაშორისო თანამეგობრობა, განსაკუთრებით ტერიტორიების ოკუპაციის შედეგად ქვეყნის წინაშე არსებული გამოწვევები.



„ბუნებრივია, ასევე ვისაუბრებთ იმ რეფორმებზე, რომელიც ეკონომიური მიმართულებით ხორციელდება. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ დამსწრე საზოგადოებას გავაცნოთ საქართველოს შესახებ ინფორმაცია, კერძოდ, ხაზი გავუსვათ ჩვენი ქვეყნის მიმზიდველობას გეოპოლიტიკური მდებარეობიდან და ინფრასტრუქტურული პროექტებიდან გამომდინარე. ბუნებრივია, იქნება როგორც ორმხრივი შეხვედრები, ასევე მონაწილეობას მივიღებთ სხვადასხვა პანელურ დისკუსიებში. პრემიერ-მინისტრს მნიშვნელოვანი შეხვედრები ექნება, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შეხვედრა იქნება აშშ-ის თავდაცვის მდივანთან. ამ შეხვედრას ძალიან დიდი მნიშვნელობა ენიჭება, რადგან ჩვენს მთავარ სტრატეგიულ პარტნიორთან ურთიერთობა ჩვენი უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტი გახლავთ და თავდაცვის და უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობა, რომელიც სამაგალითოა, კიდევ უფრო უნდა გამყარდეს, გაძლიერდეს. ცოტა ხნის წინ ჩატარდა თავდაცვის მინისტერიალი ბრიუსელში, სადაც საუბარი იყო ავღანეთში ოპერაციის შემდგომ მიმდინარეობაზე. საქართველოს მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს ამ მიმართულებით და მომავალშიც გააგრძელებს ამას ჩვენს მთავარ სტრატეგიულ პარტნიორ, ამერიკის შეერთებულ შტატებთან ერთად", - განაცხადა დავით ზალკალიანმა.



მინისტრმა ასევე ისაუბრა კოლეგებთან დაგეგმილ ოცამდე ორმხრივ შეხვედრაზე, რომელსაც მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში გამართავს.



„მე დაგეგმილი მაქვს 20-მდე ორმხრივი შეხვედრა, როგორც კოლეგა მინისტრებთან, ასევე სხვადასხვა ექსპერტებთან და ოფიციალურ პირებთან. მექნება ასევე გამოსვლა პანელზე, რომელიც არის მიძღვნილი შავი ზღვის უსაფრთხოების თემატიკასთან, სადაც ვისაუბრებ საქართველოს როლზე და ფუნქციაზე შავი ზღვის რეგიონში, რადგანაც მოგეხსენებათ, რომ უსაფრთხოების კონტექსტში შავ ზღვას განსაკუთრებული როლი ენიჭება. ჩვენი ფუნქცია განსაკუთრებულად იყო გამოყოფილი ბოლო სამიტებზე, ბრიუსელის სამიტზე, ნატოს უსაფრთხოების კონტექსტში, ასევე საგარეო საქმეთა მინისტერიალის დროს. ბუნებრივია, ამ პანელს აქტიურად გამოვიყენებთ შავი ზღვის უსაფრთხოების თემატიკაზე სასაუბროდ და ასევე, საქართველოს როლის წარმოჩენის თვალსაზრისით", - განაცხადა დავით ზალკალიანმა.







საცხობების ქსელი ანტრე ლონდონში გაიხსნება

საცხობების ქსელი ანტრე ლონდონში გაიხსნება
access_time2020-02-22 19:10:48
საცხობების ქსელი ანტრე ლონდონში გაიხსნება. ქსელის პირველი კაფე ნოთინგ ჰილ გეითის # 138 ში სტუმრებს 2020 წლის ზაფხულიდან უმასპინძლებს. “ანტრე ლონდონი” კომპანიის საერთაშორისო ექსპანისიის ნაწილია, რომელიც თბილისის და ბაქოს შემდეგ მესამე ქალაქს წარმოადგენს.ანტრე თანამედროვე, ჯანსაღი ცხოვრების მოყვარულთა არჩევანია, რომელმაც რეპუტაცია უმაღლესი ხარისხის ხელნაკეთი პროდუქტების წარმოებით მოიპოვა.“ანტრე ლინდონი” ბრიტანულ ბაზარზე საინტერესო სინთეზით...

„დემნა გვასალიამ თავისი საბჭოური ნოსტალგიით გადაუარა მოდის სფეროს და ჩვენც იგივე შეგვიძლია გავაკეთოთ კულინარიით“

„დემნა გვასალიამ თავისი საბჭოური ნოსტალგიით გადაუარა მოდის სფეროს და ჩვენც იგივე შეგვიძლია გავაკეთოთ კულინარიით“
access_time2020-02-22 18:00:21
თუ გაქვთ სურვილი და, იმავდროულად, თანხაც, თბილისში ახალი ადგილი შექმნათ, სადაც ადამიანები სიამოვნებით ივლიან და გემრიელ კერძებს დააგემოვნებენ, ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ოცნების რეალობად ქცევისთვის ყველა საჭირო ბერკეტს...

ელექტრო სიგარეტების მწარმოებლებს ახალი რეგულაციების დაცვა მოუწევთ

ელექტრო სიგარეტების მწარმოებლებს   ახალი რეგულაციების დაცვა მოუწევთ
access_time2020-02-22 17:00:16
 მშვიდობით, არომატიზირატორებო ტკბილი ბამბის, ხილის ნარევების და კრემ-ბრიულეს გემოთი. ახლო მომავალში, ყველა ეს არომატი, რომელიც ახალისებს ელექტრო სიგარეტების - ვეიპების -  მოხმარებას შტატებში, გავა მოდიდან, ხოლო მწარმოებელ-კომპანიებს  ახალი რეგულაციების დაცვა მოუწევთ.აშშ-ის კვების პროდუქტების და წამლების ხარისხის სანიტარული ზედამხედველობის სამსახურის ბრძანებით, ვეიპების სითხეს უნდა ჰქონდეს  კლასიკური თამბაქოს და მენთოლის გემო, სხვა  ყველაფერი დანარჩენი...

„ხან ერთი ტრანსფორმატორი ფეთქდება, ხან - მეორე“ - მაინინგის გამო ჩაბნელებული სვანეთი

„ხან ერთი ტრანსფორმატორი ფეთქდება, ხან - მეორე“ - მაინინგის გამო ჩაბნელებული სვანეთი
access_time2020-02-22 16:00:15
სვანეთში კრიპტოვალუტის მაინინგის გამო მოსახლეობას ელექტროენერგია შეზღუდვით მიეწოდება. ადგილობრივები პრობლემის მოგვარებას ითხოვენ, თუმცა გამრიცხველიანების წინააღმდეგნი არიან. „ენერგო-პრო ჯორჯიამ“ აღმოაჩინა, რომ შარშან სვანეთში ელექტროენერგიის მოხმარებამ მოულოდნელად მკვეთრად იმატა. კომპანიის ანალიზით, გასული წლის დეკემბერში მესტიის რაიონმა იმდენივე ელექტროენერგია მოიხმარა, რამდენიც ერთად აღებულმა 19 რაიონმა. კომპანიაში განაცხადეს, რომ დენის მოხმარების...

„სქაი ბარი“ პეკინის 3 - სახიფათო ზონა ტურისტებისთვის

„სქაი ბარი“ პეკინის 3 - სახიფათო ზონა ტურისტებისთვის
access_time2020-02-22 14:10:33
ეთნო რალის დამფუძნებელი ალექსანდრე გიორგაძე სოციალურ ქსელში წერს, რომ პეკინის 3 ნომერში განთავსებულ ბარ “სქაიში” მასთან სტუმრად მყოფ ტურისტებს 2 ლუდში 3100 ლარი გადაახდევინეს. „კიდევ ერთი თაღლითური შემთხვევა. 2 ლუდში გადაახდევინეს 3100 ლარი. ამჯერად ჩემს სტუმრებს შეემთხვათ. მესამედ არიან უკვე ჩემთან. ვმეგობრობთ, სიგიჟემდე უყვართ საქართველო. სქემა მარტივი. შევიდნენ ლუდისთვის, მიუჯდა 2 გოგო, სთხოვეს დალევა. ამათ უარი უთხრეს. ცოტა ხანში მოდის შამპანური. ეს გოგონები 5 წუთში...


მსგავსი სიახლეები

up