დღეის მდომარეობით არანაირი პირობა, რომ სწავლა გადაიდოს და 15 სექტემბრიდან ბავშვებმა საკლასო ოთახებში არ დაიწყონ განათლების მიღება არ არსებობს, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ჟურნალისტებს განუცხადა. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს.
პრემიერის თქმით, ეპიდემიოლოგიური მდგომარეობიდან გამომდინარე, დღეის მონაცემებით არც არჩევნების თარიღის ცვლილების მოცემულობა არ არსებობს.
„დღეს ასეთი მოცემულობა არ არსებობს ისევე, როგორც არ არსებობს არანაირი საფუძველი და მოცემულობა არჩევნების თარიღის ცვლილების“- განაცხადა გიორგი გახარიამ.