დახურულ სივრცეებში სოციალური ღონისძიებების ჩატარების კონტროლი გამკაცრდება

დახურულ სივრცეებში სოციალური ღონისძიებების ჩატარების კონტროლი გამკაცრდება

access_time2020-09-07 15:40:22

გიორგი გახარია - დახურულ სივრცეებში სოციალური ღონისძიებების ჩატარების კონტროლი გამკაცრდება მთელი ქვეყნის მასშტაბით - ღია სივრცის პირობებში იქნება დამატებითი, მსუბუქი მოთხოვნები

 

აუცილებელია სოციალური და სარიტუალო ღონისძიებების კონტროლის კიდევ უფრო გამკაცრება, განსაკუთრებით დახურულ სივრცეში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

 

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ღია სივრცის პირობებში დამატებითი მოთხოვნები იქნება, თუმცა შედარებით მსუბუქი.

 


„აშკარა მაგალითი გვანახა ჩვენ აჭარის რეგიონმა, სადაც, ასე ვთქვათ, ბოლო თვეების განმავლობაში ძალზედ დიდი ქორწილები ჩატარდა და იქ იყო რამდენიმე შემთხვევა როდესაც მსგავსი სოციალური ღონისძიებები გახდა გადაცემის წყარო, ამიტომ დახურულ სივრცეებში სოციალური ღონისძიებების ჩატარების კონტროლი გამკაცრდება, უკიდურესად გამკაცრდება, მთელი ქვეყნის მასშტაბით. ეს არ ეხება ღია სივრცეს, ღია სივრცის პირობებში დამატებითი მოთხოვნები იქნება, მაგრამ ეს იქნება შედარებით მსუბუქი მოთხოვნები,- აღნიშნა პრემიერმა.

  

მისივე განცხადებით, სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება სრულად.

 

„ეს არის ძირითადად ის გადაწყვეტილებები რომლებიც ჩვენ მივიღეთ, აქედან, რა თქმა უნდა, მთავარია ბათუმსა და ქობულეთში პირველი ოქტომბრიდან სასწავლო წლის განახლება კლასებში, თუმცა დისტანციურად დაიწყება როგორც ყველგან, ეს ერთი. ასევე, მნიშვნელოვანია ნაცვალგების პრინციპით ჩვენი უცხოელი სტუმრებისთვის, რომლებიც თავისუფლად შემოდიოდნენ, მათთვის 72 საათიანი PCR ტესტის მოთხოვნა და რა თქმა უნდა, სოციალური ღონისძიებების მოთხოვნების გამკაცრება, ისევე როგორც საკარანტინო დღეების შემცირება. ეს არის ის ძირითადი გადაწყვეტილებები, რომლებიც ჩვენ მივიღეთ. ვფიქრობ, დღეის მდგომარეობით ეს საკმარისია. ხაზგასმით მინდა გითხრათ, რომ ჩვენ ყველანი მზად უნდა ვიყოთ იმისთვის და ყოველთვის ვამბობდით, რომ ჩვენი ძირითადი ამოცანაა ეფექტურად ვმართოთ ვირუსის გავრცელება. ცალკე აღებული ქვეყანა საქართველო სრულად გლობალურ პანდემიას რა თქმა უნდა ვერ დაამარცხებს. ჩვენ უნდა შევძლოთ, ვმართოთ ეფექტურად და ჩვენი ჯანდაცვის სისტემა იყოს მზად, შესაბამისი რაოდენობის PCR ტესტების ჩატარების შესაძლებლობა გვქონდეს და რისკები შევამციროთ, რასაც წარმატებით ვაკეთებთ. მთავარია, მინდა, ყველა დავაწყნარო, დავამშვიდო, სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება სრულად და მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ბევრი მიმართულებით გავხსენით ეკონომიკაც, ახლა დავიწყებთ სასწავლო წელსაც ქვეყნის მასშტაბით, მიუხედავად იმისა, რომ ინფიცირებულების რაოდენობა გაგვეზრდება, არანაირი რისკი ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობისთვის არ იქნება. ამას ჩვენ ვმართავთ,- განაცხადა გიორგი გახარიამ.

 






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up