გიორგი გახარია დავოსში OECD-ის გენერალურ მდივანს შეხვდა

გიორგი გახარია დავოსში OECD-ის გენერალურ მდივანს შეხვდა

access_time2020-01-22 22:15:51

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია დავოსის მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში, ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) გენერალურ მდივან ანხელ გურიას შეხვდა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციით, საუბრისას აღინიშნა, რომ საქართველოს ორგანიზაციასთან შესანიშნავი თანამშრომლობა აკავშირებს.

პრემიერმა განაცხადა, რომ მთავრობა აფასებს OECD-ის წვლილს რეფორმების დღის წესრიგში, მცირე და საშუალო საწარმოების მხარდაჭერის, საინვესტიციო პოლიტიკის, საგადასახადო, გარემოსდაცვითი საკითხების მიმართულებით.

გიორგი გახარია ასევე მიესალმა ორგანიზაციის მიერ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსადმი 2016-2020 წლებისთვის მცირე და საშუალო საწარმოები განვითარების სტრატეგიის შექმნის პროცესში მხარდაჭერას და აღნიშნა, რომ იგეგმება მცირე და საშუალო საწარმოების ახალი სტრატეგიის შემუშავება 2021-2025 წლებისთვის, რომელიც ევროკავშირის პრინციპებთან სრულ შესაბამისობაში იქნება.

OECD-ის გენერალურმა მდივანმა დადებითად შეაფასა საქართველოში მიმდინარე რეფორმები და აღნიშნა, რომ საქართველოს აქვს შესაძლებლობა, გახდეს სხვადასხვა კომიტეტის წევრი და თავად მიიღოს მონაწილეობა პოლიტიკის სხვადასხვა მიმართულებით სტანდარტების შემუშავებისა და დადგენის პროცესში.


ანხელ გურიას განცხადებით, OECD-ი მხარს დაუჭერს საქართველოს საექსპორტო საკრედიტო რეიტინგის გაუმჯობესების პროცესში. მისი განმარტებით, ორგანიზაცია მზადაა, შექმნას პლატფორმა, რომელიც საქართველოს დაეხმარება, უკეთ გააცნოს გადაწყვეტილების მიმღებ მხარეებს ქვეყანაში მიმდინარე იმ რეფორმების პოზიტიური შედეგები, რომელიც მნიშვნელოვანწილად იქნება გათვალისწინებული რეიტინგის შეფასების პროცესში.

„ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციასა და საქართველოს შორის არსებული თანამშრომლობა საკმაოდ ძლიერია. ჩვენ ვთანამშრომლობთ მცირე და საშუალო ზომის საწარმოების, საინვესტიციო, მწვანე ეკონომიკის, მდგრადობის, პროდუქტიულობის გაზრდის საკითხებზე. ძალიან გვახარებს ეს ყველაფერი. საქართველო მეტად აპირებს ჩვენი უწყების პროგრამებში და კომიტეტების მუშაობაში მონაწილეობას. საგადასახადო საკითხებზეც ვისაუბრეთ. ჩვენ ერთობლივად ვახორციელებთ საერთაშორისო დაბეგვრის ინიციატივას, განსაკუთრებით კი გაციფრულებული დაბეგვრისა და კონტროლის საერთაშორისო პროგრამას. აქამდე საქართველო ძალიან აქტიურად მონაწილეობს ყველა ამ ინიციატივაში, როგორც სამუშაო ჯგუფების, ასევე მმართველი საბჭოს ფორმატში. საერთო ჯამში, საქართველოსთან ძალიან აქტიურად ვთანამშრომლობთ და მზად ვართ უფრო მეტი ვაკეთოთ ერთად”, – აღნიშნა ანხელ გურიამ.

 

 

1tv.ge





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up