გიორგი გახარია: ,,დარწმუნებული ვარ, რომ ამ შეხვედრის შემდეგ კონკრეტულ ბიზნესაქტივობებთან გვექნება საქმე“

გიორგი გახარია: ,,დარწმუნებული ვარ, რომ ამ შეხვედრის შემდეგ კონკრეტულ ბიზნესაქტივობებთან გვექნება საქმე“

access_time2017-04-21 13:52:26

საქართველოში უნგრეთის პრემიერ მინისტრის ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტში" საქართველო-უნგრეთის ბიზნესფორუმი გაიმართა, რომელიც საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი გახარიამ და უნგრეთის საგარეო საქმეთა და ვაჭრობის მინისტრმა პიტერ სიიარტომ გახსნეს.

 

 

ფორუმის ფარგლებში ქართულ და უნგრულ კომპანიებს შორის თემატური პანელები და ორმხრივი შეხვედრები გაიმართა. უნგრეთის დელეგაციაში წარმოდგენილები არიან კომპანიები ისეთი სექტორებიდან, როგორიცაა ენერგეტიკა, მშენებლობა, ინჟინერია, წარმოება, სამომხმარებლო საქონლის ინდუსტრია, სოფლის მეურნეობა, კვების მრეწველობა და საკონსულტაციო მომსახურება.

 

 

„ფორუმზე უნგრული კომპანიები კონკრეტული დარგების მიხედვით არიან წარმოდგენილნი. ეს იქნება ძალზე პრაგმატული შეხვედრა ბიზნესებს შორის, რომელსაც, თავის მხრივ, სამთავრობო დელეგაციები დაუჭერენ მხარს. დარწმუნებული ვარ, რომ ამ შეხვედრის შემდეგ კონკრეტულ ბიზნესაქტივობებთან გვექნება საქმე. უნგრული მხარე ძირითადად დაინტერესებულია გადამამუშავებელი წარმოებით, მშენებლობით, წყლის რესურსების მართვით და ფარმაცევტიკით" -განაცხადა გიორგი გახარიამ.

 

 


მინისტრის თქმით, საქართველოსა და უნგრეთის მთავრობებს შორის რამდენიმე ძალიან მნიშვნელოვანიხელშეკრულება გაფორმდება. „მათ შორის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ინვესტიციების ურთიერთდაცვისა და წახალისების მემორანდუმია. მნიშვნელოვანია ის, რომდღეს გამართული შეხვედრები მომავალში უფრო მჭიდრო ეკონომიკური ურთიერთობის შესაძლებლობას გვაძლევს" - აღნიშნა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.

 

 

უნგრეთის საგარეო საქმეთა და ვაჭრობის მინისტრის პიტერ სიიარტოს განცხადებით, საქართველო რეგიონში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პოლიტიკური და სავაჭრო პარტნიორია. ,,შესანიშნავი პოლიტიკური ურთიერთობები გვაქვს. ჩვენ ვართ საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის ძლიერი მხარდამჭერები. ახლა საჭიროა, რომ ეკონომიკური თანამშრომლობაც, ბიზნესისა და ინვესტიციების კუთხით უმაღლეს საფეხურზე ავიდეს. ჩვენ ხელს ვაწერთ ერთობლივი ინვესტიციების დაცვის შეთანხმებას იმისთვის, რომ ხელი შევუწყოთ ურთიერთთანამშრომლობას. ასევე უნგრული ბანკის საშუალებით ვხსნით 85 მილიონი ევროს ოდენობის საკრედიტო ხაზს,-‘'განაცხადა პიტერ სიიარტომ.

 

 

საქართველო-უნგრეთის ბიზნესფორუმს სამთავრობო და კერძო სექტორის, ასევე დიპლომატიური კორპუსისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.მეორე პანელში ფორუმის მონაწილეებს სიტყვით საქართველოს პრემიერ მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა და უნგრეთის პრემიერ მინისტრმა ვიკტორ ორბანმა მიმართეს.

 

 

ფორუმის ორგანიზატორები არიან საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო და უნგრეთის სავაჭრო სახლი.

 

 

 

 




გერმანიაში 2038 წლისთვის ქვანახშირის ყველა ელექტროსადგურს დაკეტავენ

გერმანიაში 2038 წლისთვის ქვანახშირის ყველა ელექტროსადგურს დაკეტავენ
access_time2020-07-04 11:30:07
გერმანიაში 2038 წლისთვის ქვანახშირის ყველა ელექტროსადგურს...

თბილისის შუაგულში არსებულ ყველა ბიზნეს ცენტრზე დაბალი ფასები გვაქვს-„ქარვასლას“ გენერალური დირექტორი

თბილისის შუაგულში არსებულ ყველა ბიზნეს ცენტრზე დაბალი ფასები გვაქვს-„ქარვასლას“ გენერალური დირექტორი
access_time2020-07-03 16:30:44
„კომერსანტი“ გთავაზობთ ინტერვიუს სავაჭრო და ბიზნეს ცენტრ “ქარვასლა’’-ს გენერალურ დირექტორ ზურაბ შავლაყაძესთან -რა კვადრატულობის საოფისე ფართების ქირავნობა არის შესაძლებელი სავაჭრო და ბიზნეს ცენტრ “ქარვასლა’’-ში? -“ქარვასლა’’-ში მეორე...

დღის Top-10 საინტერესო ამბავი

დღის Top-10 საინტერესო ამბავი
access_time2020-07-03 21:30:18
დღის Top-10 საინტერესო ამბავი 1.თუ ღვინო ყურძნისგან გაკეთდება და ხარისხის პრობლემა მოგვარდება, რთველის სუბსიდირება საჭირო აღარ იქნება - ირაკლი იაშვილი კომპანია „ისთ გეით ჯგუფის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე და ღვინის მწარმოებელი კომპანია „ვაზიანის“...

როგორ შეიცვალა უძრავი ქონების ბაზარი ბათუმში - Cushman & Wakefield-ის კვლევა

როგორ შეიცვალა უძრავი ქონების ბაზარი ბათუმში - Cushman & Wakefield-ის კვლევა
access_time2020-07-04 10:00:40
მაისში ბათუმში საცხოვრებელი უძრავი ქონების გაყიდვები წინა წლის იმავე თვესთან შედარებით 75%-ით შემცირდა - ამის შესხებ აღნიშნულია უძრავი ქონების საკონსულტაციო კომპანია Cushman & Wakefield-ის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშში. როგორ კვლევაშია აღნიშნული, COVID-19-ის მიერ გამოწვეულმა სირთულეებმა ბათუმის საცხოვრებელ ბაზარზე მნიშვნელოვანი ნეგატიური გავლენა იქონია. ამას დაემატა ტურისტული ნაკადის მკვეთრი შემცირება, რაც ბათუმის აპარტამენტების გაყიდვების ყველაზე დიდ შემოსავალს...

„დაჩეხილი კოდექსი“: რა აზრი აქვს ახალ კანონს, თუ შრომის ინსპექცია სუსტი დარჩება?

„დაჩეხილი კოდექსი“: რა აზრი აქვს ახალ კანონს, თუ შრომის ინსპექცია სუსტი დარჩება?
access_time2020-07-03 18:00:58
იმედი, რომ ახალი „შრომის კოდექსი“, რომელზეც ახლა პარლამენტში მსჯელობენ, არსებულზე გაცილებით სრულყოფილი და ევროპულ სტანდარდარტებთან მიახლოებული იქნებოდა, ნელ-ნელა უქრებათ მშრომელთა უფლებებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციებს.კომიტეტებში კანონპროექტის განხილვისას გამოჩნდა, რომ უმრავლესობაში არსებობს წინააღმდეგობა კანონში არაერთი ჩანაწერის მიმართ.კანონპროექტის თავდაპირველი ვერსია უკვე საგრძნობლად შეცვლილი და როგორც სამოქალაქო სექტორი ამბობს, „დაჩეხილია“. თუმცა მთავარი...


მსგავსი სიახლეები

up