გიორგი გახარია - დამფუძნებლები არ ღელავენ „სუფთა სახლზე“ ისე, როგორც თქვენ, მათ გაიგეს, რატომ დაიხურა და გაიხსნა „სუფთა სახლი“, ისეთი კამპანია აიწია, რაღაც საინტერესო ეჭვები გამიჩნდა

გიორგი გახარია - დამფუძნებლები არ ღელავენ „სუფთა სახლზე“ ისე, როგორც თქვენ, მათ გაიგეს, რატომ დაიხურა და გაიხსნა „სუფთა სახლი“, ისეთი კამპანია აიწია, რაღაც საინტერესო ეჭვები გამიჩნდა

access_time2020-05-27 20:40:56

სუფთა სახლის“ ხელმძღვანელობა და დამფუძნებლები არ ღელავენ „სუფთა სახლზე“ ისე, როგორც თქვენ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ განაცხადა პარლამენტში ოპოზიციონერი დეპუტატის, სერგი კაპანაძის კითხვის პასუხად, რომელიც კომპანიების შერჩევითობისა და „სუფთა სახლის“ მუშაობის შეზღუდვის საკითხს ეხებოდა.

 

პრემიერის თქმით, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით დაწყებული კამპანია გარკვეულ ეჭვებს აჩენს.

 

სუფთა სახლი“ შეიძლება, საერთოდ, მეორე მხრიდან, შერჩევითობის კარგი ქეისი იყოს, რადგან ბევრმა კომპანიამ მიიღო ეს შეზღუდვები და აგიხსნით „სუფთა სახლს“ რატომ უნდა მიეღო და მიიღო კიდეც. „სუფთა სახლის“ ხელმძღვანელობა და დამფუძნებლები არ ღელავენ „სუფთა სახლზე“, ისე როგორც თქვენ, რადგან მათ გაიგეს, რატომ მოხდა „სუფთა სახლის“ დახურვა მაშინ და რატომ გაიხსნა შემდეგ. ისეთი კამპანია აიწია ამ „სუფთა სახლზე“, რომ რაღაც საინტერესო ეჭვები გამიჩნდა“, – განაცხადა პრემიერმა.

 

ოპოზიციის წარმომადგენლის კითხვაზე, არის თუ არა დათვლილი კომპანიის ზიანი, გიორგი გახარიას თქმით, „სუფთა სახლს“ ჰყავს ხელმძღვანელობა და ისინი დათვლიან ზარალს.


 

მე რატომ უნდა დავთვალო? „სუფთა სახლს“ დამფუძნებლები ჰყავს, დირექტორი და ფინანსური დირექტორიც, მან დათვალოს, თუ უნდა, მერე მიჩივლოს კიდევ. როდესაც შიდა გავრცელების სერიოზული ტემპი წავიდა, 50 ქეისი იყო, 50-მდე მივედით. რომ შევაფასეთ ჯანდაცვის სისტემისა და მენეჯმენტის, პროცესების მართვის ხარისხი, მივხვდით, რომ გერმანიის მოდელზე ვერ წავიდოდით. ამიტომ წავედით მსხვილი ბლოკების მკვეთრად მობილობის დაგდებით. ამიტომ იყო საზღვარი, ტრანსპორტი, სკოლა და კიდევ ბევრი რაღაც. ყველაზე მძიმე მომენტში იყო „სუფთა სახლი“, ჯერ მუშაობდა, არ იყო დაკეტილი, შემდეგ მძიმე მომენტში მოხდა ეს და რატომ – ადამიანი, მაგალითად, ჩემი მშობლები სახლიდან რომ გამოდიან, ელემენტარული პური იყიდონ, კვერცხი ან რძის პროდუქტი, ასეთი არჩევანი აქვთ: ერთი მაღაზია სასურსათო, მეორე მაღაზია, მესამე, მეოთხე, მათ შორის „სუფთა სახლიც“. „სუფთა სახლის“ ნომენკლატურა ადამიანს მარტივად შეუძლია, იყიდოს ყველა იმ დანარჩენ სასურსათო მაღაზიაში. „სუფთა სახლი“ მართლა კარგად მომუშავე კომპანიაა, იდეალურად დალაგებული პროცესები ჰქონდათ, მაგრამ აქვთ შეზღუდული ნომენკლატურა და მუშაობენ ძირითადად შეღავათიან, დისკონტირებულ ფასზე კონკრეტული მიმართულების ნომენკლატურით“, – აღნიშნა პრემიერმა.

 

მისი თქმით, „სუფთა სახლი“ დაიხურა ორი კვირით, მობილობის შემცირების მიზნით და სხვა არაფრის გამო.

 

მერწმუნეთ, ადამიანები, ვინც უნდა ღელავდეს ამ კონკრეტულ შემთხვევაში, ამ ერთი ორგანიზაციის ფინანსურ ბედზე, მათ ეს ყველაფერი გაიგეს. მე არ ვამბობ, რომ იდეალურ სამყაროში ვცხოვრობთ და რაღაც ხარვეზები არ იყო, შეიძლება იყო, მაგრამ ეს „სუფთა სახლი“ აქციეთ რაღაც დროშად, აფრიალებთ ამ დროშას უკვე ერთი თვეა“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.


1tv.ge




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up