გიორგი გახარია - ვთავაზობთ ოცნებასა და ნაციონალურ მოძრაობას ღია სამმხრივ მოლაპარაკებებს, რომლის მიზანიც იქნება დაბალანსებული საკრებულოების მიღება

გიორგი გახარია - ვთავაზობთ ოცნებასა და ნაციონალურ მოძრაობას ღია სამმხრივ მოლაპარაკებებს, რომლის მიზანიც იქნება დაბალანსებული საკრებულოების მიღება

access_time2021-10-07 14:50:00

პარტია „საქართველოსთვის“ „ქართულ ოცნებას“ და „ნაციონალურ მოძრაობას“ სთავაზობს საკრებულოების თავმჯდომარეებთან დაკავშირებით ღია სამმხრივი მოლაპარაკებები გამართონ.ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ თავმჯდომარემ ბრიფინგზე განაცხადა.



გიორგი გახარიამ 2021 წლის წლის 2 ოქტომბრის არჩევნები კიდევ ერთხელ შეაფასა, როგორც ქართული დემოკრატიის უკან გადადგმული ნაბიჯი, რომელსაც ექნება შედეგი ქვეყნის განვითარებაზე.



„ჩვენ უკვე ერთხელ განვაცხადეთ, კიდევ ერთხელ გავიმეორებთ, რომ 2021 წლის 2 ოქტომბრის არჩევნები არ იყო არც თავისუფალი, არც სამართლიანი, უბრალოდ, საქართველოს მოქალაქეებს წაართვეს თავისუფალ, დემოკრატიულ გარემოში არჩევანის გაკეთების უფლება, შედეგად, ჩვენ მივიღეთ სისტემური, სისტემური ხარვეზები, სისტემური ძალადობა, როგორც წინასაარჩევნო პერიოდზე, ასევე, არჩევნების დღესაც, სისტემური ძალადობა, სისტემური მოსყიდვა, სისტემური გაყალბება, კარუსელები, მათ შორის.



ეს, რა თქმა უნდა, არის ქართული დემოკრატიის უკან გადადგმული ნაბიჯი და ამას ექნება შედეგი ქვეყნის განვითარებაზე, როგორც ეკონომიკის, ასევე საერთაშორისო ურთიერთობის.



სამწუხაროდ, ეს ფაქტია და როგორც საბოლოო შედეგი ამ არჩევნების, შეიძლება ვთქვათ, რომ ჩვენს მოქალაქეებს წაართვეს უფლება, თავისუფალ პირობებში არჩევანის გაკეთების, ჩვენ, პარტიას „საქართველოსთვის“ კი უბრალოდ, მოგვპარეს ხმები.



მაგრამ, მიუხედავად ამისა, ჩვენ ვაღიარებთ, რომ დღეს არის რეალობა, 18 წლის განმავლობაში პირველად, როდესაც ჩვენ ვყალიბდებით როგორც ძალა, რომელსაც შეუძლია დაიწყოს ცვლილებები ქვეყანაში და ეს ცვლილებები მიმართული უნდა იყოს იქეთ, რომ აღარ მივცეთ არავის შესაძლებლობა ერთპიროვნული მმართველობის ჩამოყალიბების“ - განაცხადა გიორგი გახარიამ.




როგორც პარტიის ლიდერმა გიორგი გახარიამ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, როგორც „ქართული ოცნება“, ისე „ნაციონალური მოძრაობა“ მის პარტიას ფარული მოლაპარაკებების ფარგლებში სთავაზობს, რომ საკრებულო მათთვის მისაღები კანდიდატებით დაკომპლექტდეს.



„მინდა გითხრათ, რომ დღეს პარტია „საქართველოსთვის“ არის წარმოდგენილი როგორც თბილისის მუნიციპალიტეტში, ასევე საქართველოს მსხვილ ქალაქებში და ბევრგან ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა გადამწყვეტი ხმა გვქონდეს როგორც საკრებულოს დაკომპლექტებაში, ასევე საკრებულოს თავმჯდომარის არჩევაში.



ამ მიზნით, სამწუხაროდ, მინდა გითხრათ, ოცნება, ისევე როგორც ნაციონალური მოძრაობა გვთავაზობს და ცდილობს ფარული მოლაპარაკების ფარგლებში მიაღწიონ ჩვენთან შეთანხმებას იმისთვის, რომ მათთვის მისაღები კანდიდატურებით დაკომპლექტდეს საკრებულო, რაც რა თქმა უნდა ჩვენთვის არის კატეგორიულად მიუღებელი, ხოლო მეორე მხრიდან „ოცნება“ ცდილობს საკრებულოს ჩვენს წევრებზე სხვადასხვა ბინძური მეთოდებით მათი გადაბირების შედეგი დააყენოს. ეს ქმედებები მიზნად ისახავს ჩამოყალიბდეს მსხვილ მუნიციპალიტეტებში, მსხვილ ქალაქებში ერთპარტიული საკრებულოები, რაც კიდევ ერთხელ ვიმეორებ ჩვენთვის არის კატეგორიულად მიუღებელი და ეს არის ის დავალება, რაც ჩვენმა ამომრჩეველმა ჩვენ მოგვცა ვებრძოლოთ ერთპარტიულ და ერთპიროვნულ მმართველობას“ - განაცხადა გიორგი გახარიამ.



გიორგი გახარიამ პარტია „ქართულ ოცნებას“ და „ნაციონალურ მოძრაობას“ საკრებულოების თავმჯდომარეებთან დაკავშირებით ღია სამმხრივი მოლაპარაკებების გამართვა შესთავაზა.



„ჩვენ გვესმის, რომ ჩვენი პასუხისმგებლობაა არ შეიქმნას კრიზისი მუნიციპალიტეტის დონეზე, ქალაქებმა უნდა იფუნქციონიროს, საკრებულოებმა უნდა იფუნქციონირებს. ამიტომ ჩვენ ვთავაზობთ ოცნებასა და ნაციონალურ მოძრაობას ღია ფორმატში, ღია სამმხრივ მოლაპარაკებებს, რომლის მიზანიც იქნება დაბალანსებული საკრებულოების მიღება, საკრებულოების საკადრო შემადგენლობის მიღება.



ჩვენ მზად ვართ უპირობოდ, კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნავ - უპირობოდ, დავეთანხმოთ ნებისმიერ, მათ მიერ ამ ფორმატში შერჩეულ კანდიდატს და მხარი დავუჭიროთ ასეთ კანდიდატებს ნებისმიერ საკრებულოში, ეს არის ჩვენი მთავარი მიზანი რამეთუ მივცეთ 2 ძალას შესაძლებლობას მოილაპარაკონ, ეს არის ის დავალება, რომელიც ჩვენმა მოქალაქეებმა და ამომრჩეველმა ჩვენ მოგვცეს, ისე რომ საკრებულოები ყველგან იყოს დაბალანსებული და არ იყოს ერთპარტიული საკრებულოები.



ჩვენ ამ პროცესში არ გვაქვს არანაირი პრეტენზია, კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნავ, ჩვენ უპირობოდ დავეთანხმებით ამ ფორმატში მათ მიერ შეთანხმებულ ნებისმიერ კანდიდატს.



ხოლო თუ ამ ფორმატში რომელიმე მხარე არ ისურვებს მონაწილეობის მიღებას ან ამ ფორმატში ვერ იქნება მიღებული შესაბამისი გადაწყვეტილება, ჩვენი პარტია „საქართველოსთვის“ იმოქმედებს იმავე ჩვენთვის ფუნდამენტური პრინციპით - ძალთა ბალანსის, რომ არ დავუშვათ არც ერთ მუნიციპალურ დონეზე ძალაუფლების კონცენტრაცია - ერთპარტიული საკრებულოების ფუნქციონირება. ეს არის ჩვენი მიზანი, ეს არის დავალება ჩვენი ამომრჩევლების.
ასევე ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, ჩვენ არც ერთი მუნიციპალიტეტის დონეზე არ ვაპირებთ კოალიციის შექმნას არც ოცნებისთვის და არც ნაციონალური მოძრაობისთვის“ - განაცხადა გიორგი გახარიამ.



ინფორმაციას პარტია „საქართველოსთვის“ პრესსამსახური ავრცელებს.






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up