გიორგი გახარია – „Covid-19 არის გლობალური გამოწვევა და უმძიმესი კრიზისი, როგორც თითოეული მოქალაქისთვის, ასევე ჩვენი ქვეყნის ინსტიტუტებისთვის და რა თქმა უნდა ეკონომიკისთვის“

გიორგი გახარია – „Covid-19 არის გლობალური გამოწვევა და უმძიმესი კრიზისი, როგორც თითოეული მოქალაქისთვის, ასევე ჩვენი ქვეყნის ინსტიტუტებისთვის და რა თქმა უნდა ეკონომიკისთვის“

access_time2020-04-14 22:50:42

მთავრობის გადაწყვეტილებით, 15 აპრილის 21:00-საათიდან, საქართველოს დიდ ქალაქში - თბილისში, რუსთავში, ბათუმსა და ქუთაისში შესვლა-გამოსვლა 10 დღით იკრძალება, რაც მსხვილ ქალაქებში მოქალაქეთა მობილურობის მაქსიმალურად შემცირებას ისახავს მიზნად, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს. 



საქართველოს დიდ ქალაქებში შესვლა-გასვლაზე დაწესებულ აკრძალვებზე დაიშვება გამონაკლისებიც, რომელთა შესახებ ინფორმაციის მისაღებად მოქალაქეები უნდა დაუკავშირდნენ მთავრობის ერთიან ცხელ ხაზს, ნომერზე - 144.



მთავრობის მეთაურის შეფასებით, ქვეყანა ფაქტობრივად, ვირუსის სრულმასშტაბიანი შიდა გავრცელების ეტაპზე გადავიდა, შესაბამისად, საჭიროა ზომების კიდევ უფრო გამკაცრება.



„Covid-19 არის გლობალური გამოწვევა და უმძიმესი კრიზისი, როგორც თითოეული მოქალაქისთვის, ასევე ჩვენი ქვეყნის ინსტიტუტებისთვის და რა თქმა უნდა ეკონომიკისთვის. დღეს, ჩვენ, სამწუხაროდ, გვაქვს პირველი შემთხვევა, როდესაც 24 საათის განმავლობაში გვყავს 30 ინფიცირებული ადამიანი. კვლევა მიმდინარეობს დაახლოებით 500 ადამიანზე და ფაქტობრივად, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ქვეყანაში სრულმასშტაბიანი შიდა გავრცელების ეტაპზე გადავედით. კარანტინის ის მძიმე ზომები, რომლებიც თითქმის ყოველკვირეულად მატულობს ქვეყანაში, ამ ფაქტს ადასტურებს. ამასთანავე, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ მადლობა უნდა ვუთხრათ ჩვენს ეპიდემიოლოგებს, მეცნიერებსა და ექიმებს, ზუსტად ვერავინ გვეუბნება, როდის იქნება კრიზისის და გავრცელების პიკი. ეს არ ხდება მხოლოდ საქართველოში, ეს არის გლობალური გამოწვევა. დღეს შეუძლებელია ზუსტი პროგნოზი, როდის იქნება გავრცელების პიკი. რა თქმა უნდა, ამ გაურკვევლობის პირობებში, მთავრობის ყველა ნაბიჯს და მოქმედებას კიდევ უფრო მეტი ფასი და მნიშვნელობა აქვს,- განაცხადა მთავრობის მეთაურმა.



გიორგი გახარიას თქმით, მთავრობა მიმართავს პრეზიდენტს, უახლოესი დღეების განმავლობაში მიმართოს პარლამენტს, ქვეყნის მასშტაბით საგანგებო მდგომარეობის 10 მაისამდე გახანგრძლივების თაობაზე.



მთავრობის მეთაურმა ხაზი გაუსვა, რომ ეს არის ის აუცილებელი ნაბიჯები, რომელიც მისაღებია, რათა ქვეყანა ვირუსის გავრცელების შენელების ახალ ეტაპზე გადავიდეს.



„მინდა, თითოეულ მოქალაქეს მოვუწოდო, მიუხედავად იმისა, რომ ეს შეზღუდვები უზარმაზარი დისკომფორტის მომტანია როგორც ყოველდღიური ცხოვრების, ისე ჩვენი შემოსავლების, ეკონომიკისთვის, ბიზნესისთვის, კომპანიებისა და სამუშაო ადგილებისთვის, ეს არის ის აუცილებლობა, რომელიც უნდა მივიღოთ და თითოეული ჩვენგანი ამას უზარმაზარი პასუხისმგებლობით უნდა მოეკიდოს. ეს არ არის პერსონალური პასუხისმგებლობა იმ სოციუმის მიმართ, სადაც ჩვენ ვცხოვრობთ, - განაცხადა გიორგი გახარიამ.




პრემიერის განმარტებით, რაც უფრო ზუსტად აღსრულდება დაწესებული შეზღუდვები, მით უფრო სწრაფად გახდება შესაძლებელი იმ შემსუბუქების გეგმის განხორციელება, რომელიც მთავრობამ ეკონომიკასა და ბიზნესთან მიმართებაში შეიმუშავა. მთავრობის მეთაური შეზღუდვების ნელ-ნელა, თანმიმდევრულ შემსუბუქებას მაისის შუა რიცხვებიდან ვარაუდობს, გაცემული რეკომენდაციების შეუსრულებლობის შემთხვევაში კი, არ გამორიცხავს, შეზღუდვების მოხსნა თვეობით გადავადდეს.



COVID-19-თან ბრძოლა მიმდინარეობს ორ ფრონტზე - ჩვენი მოქალაქის ჯანმრთელობის და ეკონომიკის გადარჩენის ფრონტზე. ეპიდემიოლოგიური რისკები და ეკონომიკის აღდგენის დაწყების ეტაპი პირდაპირ კავშირშია. ჩვენ ყველა უნდა შევთანხმდეთ იმაზე, რომ COVID-19 არის მოვლენა ჩვენს ცხოვრებაში, რომელსაც უნდა შევეგუოთ და უნდა მივეჩვიოთ როგორც პირბადით, ასევე ხელთათმანებით შრომას, ყოველდღიურ ცხოვრებას და ეს ადაპტაცია უნდა გავიაროთ. ჩვენი ჯანდაცვის სისტემა უნდა იყოს მზად გარკვეული რაოდენობის ინფიცირებული ადამიანების სწორი და წარმატებული მართვისთვის, - განაცხადა გიორგი გახარიამ.



პრემიერის შეფასებით, საქართველოში დღეს ინფიცირებულ პირთა შედარებით მცირე რაოდენობა არის იმის დამსახურება, რომ ქვეყანაში ყოველდღიურ ცხოვრებაში გარკვეული შეზღუდვების დაწესება საკმაოდ ადრე დაიწყო. მთავრობის მეთაური მიიჩნევს, რომ ეს საქართველოს აძლევს შესაძლებლობას, ასევე მოწინავეთა რიგებში იყოს, როდესაც დაიწყება ეკონომიკის აღდგენა და ეს მოლოდინი მათ შორის საერთაშორისო ორგანიზაციების პროგნოზებს ეყრდნობა.



პრემიერ-მინისტრმა პრესკონფერენციაზე ასევე ისაუბრა საერთაშორისო სავალუტო ფონდთან(IMF) მიღწეულ შეთანხმებაზე და აღნიშნა, რომ საქართველო იქნება პირველი ქვეყანა, რომელიც შეძლებს IMF-თან პროგრამის გაგრძელების პირობებზე შეთანხმებას, რაც ერთი წლის განმავლობაში საქართველოს ეკონომიკაში დამატებით შემოსულ 447 მილიონ დოლარს ნიშნავს.



გიორგი გახარიამ განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა ევროკავშირს, მსოფლიო ბანკს, აზიის განვითარების ბანკს, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს, ევროპის საინვესტიციო ბანკს, გერმანიის განვითარების ფონდს, საფრანგეთის განვითარების სააგენტოს და განაცხადა, რომ ყველა ამ დონორ ორგანიზაციასთან პირველადი მოლაპარაკებების თანახმად, წლის ბოლომდე, საქართველოს ეკონომიკის მხარდასაჭერად, ისინი 1,5 მილიარდი აშშ დოლარის ინექციას განახორციელებენ.



მთავრობის მეთაურის განმარტებით, ეს არის საბიუჯეტო და მიზნობრივი დახმარებები, რომლებიც მიმართული იქნება, როგორც საბიუჯეტო დახმარების, ასევე კონკრეტული პროექტების მიმართულებით.



პრემიერმა საფინანსო და საბანკო სექტორთან მჭიდრო თანამშრომლობაზეც ისაუბრა.



„მათი მხარდაჭერის მიზნით, მოლაპარაკებები გვქონდა ამავე დონორ ორგანიზაციებთან, რომელთაც დამატებით გამოაცხადეს მზადყოფნა, რომ საქართველოს კერძო სექტორს, საფინანსო სექტორს და რეალურ სექტორს ასევე, 1,5 მილიარდი აშშ დოლარით დაეხმარონ. ეს თანხა ამ დონორი ორგანიზაციების მხრიდან მობილიზებულია და საჭიროების შემთხვევაში, ჩვენს ბიზნესს და საფინანსო სექტორს შეეძლება ამ თანხის ათვისება, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა და აღნიშნა, რომ ამ პროცესს საკმაოდ მძიმე 3-კვირიანი მოლაპარაკებები უძღოდა წინ.



გიორგი გახარიას თქმით, ეს არის კრიზისული დახმარების ის ძირითადი საბაზისო პორტფელი, რომელზეც პირველადი შეთანხმება შეიძლება მიღწეულად ჩაითვალოს.



„ეს ჩვენ გვაძლევს საშუალებას, ეკონომიკურ გუნდთან, საერთაშორისო და დონორ ორგანიზაციებთან ერთად, დავიწყოთ რეალური მუშაობა პოსტკრიზისული ეკონომიკური აღდგენის გეგმაზე. ეს სხვა ისტორიაა, ეს სხვა გეგმაა და რა თქმა უნდა, დარწმუნებული ვარ, რომ პოსტკრიზისული ეკონომიკური აღდგენისთვის, საქართველო შეძლებს კიდევ უფრო მეტი ფინანსური რესურსის მოზიდვას, - განაცხადა მთავრობის მეთაურმა.







„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up