გიორგი გახარია - ციტრუსის ფასებისა და  რეალიზაციის ნაწილში არანაირი პრობლემა არ არის, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია -  აჭარელი გლეხი  კმაყოფილია

გიორგი გახარია - ციტრუსის ფასებისა და რეალიზაციის ნაწილში არანაირი პრობლემა არ არის, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია - აჭარელი გლეხი კმაყოფილია

access_time2019-12-07 16:20:50

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია ბათუმში ციტრუსის ექსპორტის პროცესის მიმდინარეობას გაეცნო. ინფორმაციას პრემიერის პრესსამსახური ავრცელებს.



პრემიერი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძესთან ერთად ბათუმის პორტის საბორნე გადასასვლელზე იმყოფებოდა, სადაც გემი მანდარინის კონტეინერებით იტვირთება.



წელს მანდარინის მოსავლის საპროგნოზო მაჩვენებელი 55 ათას ტონამდეა. პროდუქტი მაღალი ხარისხით გამოირჩევა, რაც მაღალ საბაზრო ფასს განაპირობებს.



პრემიერ-მინისტრის შეფასებით, ე.წ. ნარინჯისფერი რთველი წარმატებით მიმდინარეობს.




„როგორც ფასების, ასევე რეალიზაციის ნაწილში არანაირი პრობლემა არ არსებობს, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ვხედავთ, რომ აჭარელი გლეხი არის კმაყოფილი და მას არ აქვს არანაირი პრობლემა, მისი პროდუქციის გასაღებაში და რა თქმა უნდა, ეს სასიხარულოა, ეს დამსახურებაა აჭარის მთავრობის, ისევე როგორც სტადიონის, ასე ეფექტურად, მნიშვნელოვანი პროექტის წარმატებით განხორციელების ნაწილში, აჭარის მთავრობის ღვაწლი არის ძალიან მნიშვნელოვანი. ჩვენთვის, ყველაზე დიდი მნიშვნელობის მქონე, დღევანდელ სამუშაო შეხვედრებში არის სამუშაო ადგილების შექმნის საკითხი. ჩვენ ყველას კარგად გვესმის, რომ მიუხედავად ყველაფრისა, ჩვენს ეკონომიკას სჭირდება კიდევ უფრო მეტი და სწრაფი ზრდა. ჩვენ ხელი უნდა შევუწყოთ, როგორც ჩვენი, ადგილობრივი ბიზნესის გაძლიერებას, განვითარებას, ასევე ინვესტორების მოზიდვას და მათ დახმარებას. მოგეხსენებათ, რომ ჩვენ ველოდებით, რომ პირდაპირი უცხოური ინვესტიციები ბოლო თვეების განმავლობაში გვექნება გაზრდილი და ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ქართული ბიზნესი იყოს უფრო ძლიერი, რომ მან შექმნას მეტი დამატებითი სამუშაო ადგილები, რაც ხელს შეუწყობს ჩვენი ქვეყნის ეკონომიკურ ზრდას, - განაცხადა გიორგი გახარიამ.



მოსავლის დაბინავების ორგანიზებულად ჩატარების მიზნით კი სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და აჭარის მთავრობის ხელშეწყობით მუშაობს საკოორდინაციო შტაბი.



გადამმუშავებელი საწარმოები მზად არინ არასტანდარტული პროდუქციის მისაღებად. გადამუშავებისთვის ქარხნების მიერ მიღებული მანდარინის რაოდენობამ ამ ეტაპზე უკვე 405 ტონას გადააჭარბა. აჭარასა და გურიაში ციტრუსის მოსავლის დაბინავებაში აქტიურად არის ჩართული 25 კომპანია, რომელთა შორის 14 მუშაობს ექსპორტზე. ამ კომპანიებს შორისაა ერთიანი აგროპროექტის ფარგლებში დაფინანსებული 5 საწარმო.



ხილის, მათ შორის მანდარინის გადამუშავების მიმართულებით აჭარის და გურიის რეგიონებში სახელწიფოს ფინანსური მხარდაჭერით ერთიანი აგროპროექტის ფარგლებში 7 ახალი საწარმო ფუნქციონირებს, გაფართოვდა ერთი. მათი საერთო ინვესტიცია 10 მილიონ ლარზე მეტს შეადგენს და შექმნილია 155 ახალი სამუშაო ადგილი.



ქართული ციტრუსი კონკურენტუნარიანია და თანამედროვე, დადგენილი სტანდარტით არის ბაზარზე წარმოდგენილი. წელს ტრადიციულ ბაზრებს (რუსეთი, უკრაინა, სომხეთი, ყაზახეთი, აზერბაიჯანი) 4 ქვეყანა სლოვენია, სინგაპური, ლიეტუვა და კატარი დაემატა. გაჩნდა ინტერესი ბელარუსის მხრიდანაც.







„კომერსანტის“ 20 იანვრის TOP 10 თემა

„კომერსანტის“ 20 იანვრის TOP 10 თემა
access_time2020-01-20 21:30:20
„კომერსანტის“ 20 იანვრის TOP 10 თემა 1.„საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა სრულყოფას მოითხოვს, ახლა სწორედ ეს პროცესი მიმდინარეობს“ — https://commersant.ge/ge/post/sayoveltao-djandacvis-programa-srulyofas-moitxovs-da-axla-swored-es-procesi-mimdinareobs 2.კაზინოების ინკოგნიტო ბარათები ფულის უკონტროლო...

საქართველომ იაფი ინტერნეტის მქონე ქვეყნებს შორის მე-19 ადგილი დაიკავა, ყველაზე იაფად ინტერნეტს სირიაში მოიხმარენ

საქართველომ იაფი ინტერნეტის მქონე ქვეყნებს შორის მე-19 ადგილი დაიკავა, ყველაზე იაფად ინტერნეტს სირიაში მოიხმარენ
access_time2020-01-20 18:00:21
ბრიტანულმა კომპანია BDRC Continental-მა და პროვაიდერმა Cable.co.uk-მ ჩაატარა კვლევა, რომლის მიხედვითაც სირიამ ყველაზე იაფი ინტერნეტის მქონე ქვეყნებს შორის პირველი ადგილი დაიკავა. ამავე კვლევის მიხედვით, გასულ წელს რეიტინგის სათავეში უკრაინა იყო, თუმცა, წელს მეორე ადგილზე აღმოჩნდა.   ყველაზე იაფი ინტერნეტის ქვეყნებში საქართველო 19-ე ადგილს იკავებს, ხოლო ინტერნეტის ღირებულება საშუალოდ თვეში 13,86...

Forbes: როგორ გახდა ბერნარ არნო მსოფლიოში უმდიდრესი ადამიანი

Forbes: როგორ გახდა ბერნარ არნო მსოფლიოში უმდიდრესი ადამიანი
access_time2020-01-20 20:05:45
Amazon-ის დამაარსებელი მსოფლიოში ყველაზე მდიდარი ადამიანი აღარ არის. მან პირველობა Louis Vuitton-ის და Dior-ის მფლობელს ბერნარ არნოს დაუთმო.ამის მიზეზი გახდა ონლაინ-რითეილერის მფლობელის ქონების შემცირება 760 მლნ. დოლარით - 115,6 მლრდ-მდე, იმის შემდეგ, რაც კომპანიის აქციები 0,7%-ით გაიაფდა. ბეზოსისთვის -760 მლნ-ი ხურდა ფულია, თუმცა, ეს საკმარისი აღმოჩნდა მის მიერ ლიდერობის...

“სამუშაო ძალის ახალი მეთოდოლოგიით გამოკვლევის შემდეგ, უმუშევრობის მაჩვენებელი გაიზრდება”

“სამუშაო ძალის ახალი მეთოდოლოგიით გამოკვლევის შემდეგ, უმუშევრობის მაჩვენებელი გაიზრდება”
access_time2020-01-20 15:45:22
2020 წლის მესამე კვარტლიდან სტატისტიკის ეროვნული სამსახური დასაქმებისა და უმუშევრობის შესახებ მონაცემებს ახალი მეთოდოლოგიით შეაგროვებს. საქსტატის აღმასრულებელი დირექტორის, გოგიტა თოდრაძის ინფორმაციით, ახალი მეთოდოლოგიით, დასაქმებულად ჩაითვლება მხოლოდ ის ადამიანი, რომელიც საკუთარ სერვისს ან პროდუქტს ბაზარს სთავაზობს, ანუ საკუთარ შრომას ყიდის. ხოლო ადამიანი, რომელიც საკუთარ ნაკვეთზე სასოფლო-სამეურნეო საქმიანობით არის დაკავებული და მიღებულ მოსავალს მხოლოდ თავად მოიხმარს და არა კომერციული...

“საერთაშორისო ბაზრებზე არსებული დღევანდელი სიტუაციის გათვალისწინებით, ფქვილის ფასი შეიძლება 1-2 ლარით გაძვირდეს”

“საერთაშორისო ბაზრებზე არსებული დღევანდელი სიტუაციის გათვალისწინებით, ფქვილის ფასი შეიძლება 1-2 ლარით გაძვირდეს”
access_time2020-01-20 13:37:42
„პირველ ეტაპზე, ფქვილის ფასზე სერიოზულად არ აისახება რუსულ ხორბალზე კვოტირების დაწესების ფაქტორი“ ბოლო წლების განმავლობაში რუსეთში ხორბლის რეკორდული მოსავალი მოდის. 2019 წელს ქვეყანაში 120,7 მლნ ტონა ხორბალი აიღეს, რაც ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელია ისტორიაში. შედეგად, 2018-2019 წლების სეზონზე რუსეთიდან 35,8 მლნ ტონა ხორბლის ექსპორტი განხორციელდა საქართველოში. აღსანიშნავია, რომ რეკორდული მოსავლების პარალელურად, მზარდია რუსული...


მსგავსი სიახლეები

up