გიორგი გახარია - ჩვენთვის, „ქართული ოცნებისთვის

გიორგი გახარია - ჩვენთვის, „ქართული ოცნებისთვის" ყველაზე მნიშვნელოვანი არის ადამიანი და ადამიანზე ზრუნვა, ბევრი მნიშვნელოვანი საქმეა დაწყებული, რომელიც ბოლოშია გასაყვანი

access_time2020-08-14 16:02:16

მოგესალმებით კუთხეში, სადაც ბრძოლის ფასიც იციან, სითამამეც და სტუმარ-მასპინძლობაც. აუცილებლად უნდა დავიწყოთ იმით, რომ დღეს 28 წელი გავიდა მას შემდეგ რაც სოხუმში დაიწყო შეიარაღებული კონფლიქტი. საერთოდ, აგვისტო მძიმე თვე დაგვებედა ბოლო ათწლეულების განმავლობაში და ყოველთვის უნდა გვახსოვდეს, რომ დღეს ჩვენი ქვეყანა არის ოკუპირებული. ყოველთვის უნდა გვახსოვდეს და ვიცოდეთ, რომ ეს ის პრობლემაა, რომელიც რადაც არ უნდა დაგვიჯდეს, უნდა გადავწყვიტოთ მშვიდობით, შრომით და იმით, რომ ავაშენებთ წარმატებულ ევროპულ სახელმწიფოს. ჩვენი დევნილები, რომლებიც თავის სამშობლოში ცხოვრობენ დევნილად, აუცილებლად უნდა დავაბრუნოთ სახლებში და ერთიან, გამთლიანებულ ქვეყანაში უნდა ვიცხოვროთ, მაგრამ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ ჩვენი მიზანმიმართულობით, ერთიანობით, რა თქმა უნდა, ჩვენი შრომით და რაც ყველაზე მთავარია, მშვიდობიანად, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ კახეთში განაცხადა, სადაც „ქართული ოცნების" მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი გურჯაანში, საგარეჯოში, სიღნაღსა და დედოფლისწყაროში, დავით სონღულაშვილი წარადგინა. 


მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ როგორც აქამდე ეხმარებოდა სახელმწიფო გლეხს, ფერმერს, ეს გაგრძელდება და ამის ყველაზე კარგი მაგალითი იქნება წლევანდელი რთველი.


მისივე თქმით, შრომა უნდა იყოს დაფასებული და არც ერთი მტკაველი მიწა უპატრონო და დაუმუშავებელი არ უნდა დარჩეს.



„შრომა აქ, კახეთის ამ რეგიონში არ არის ფუჭი სიტყვა და ამის დამადასტურებელი ფაქტი არის ის, რომ 2012 წელს სრულად კახეთში წარმოებული იყო 52 000 ტონა ყურძენი. 2019 წელს კახეთში შარშან ჩვენ ყველამ ერთად ვაწარმოეთ და ჩავიბარეთ 278 000 ტონა ყურძენი -ხუთჯერ მეტი. ეს იყო უფრო ხარისხიანი, უფრო კარგი. წელს ჩვენ ველოდებით უფრო მეტს - დაახლოებით 300 000 ტონა ყურძენს. მერე ვიღაც გვეტყვის, რომ სოფლის მეურნეობა არ არის მნიშვნელოვანი. სოფლის მეურნეობა მნიშვნელოვანია და როგორც აქამდე სახელმწიფო ეხმარებოდა გლეხს, ფერმერს, გააგრძელებს ამ დახმარებას და ამისი ყველაზე კარგი მაგალითი იქნება წლევანდელი რთველი. ამ დახმარების ყველაზე კარგი მაგალითი წელს იყო ის, როგორც იყო ატამი ჩაბარებული. ამ მიხმარების ყველაზე კარგი მაგალითი იქნება ის, როგორ ვაშლის მოსავალსაც მივიღებთ წელს გორის რეგიონებში. ამიტომ, შრომა უნდა იყოს დაფასებული და არც ერთი მტკაველი მიწა უპატრონო და დაუმუშავებელი არ უნდა დარჩეს. ჩვენთვის, „ქართული ოცნებისთვის" ყველაზე მნიშვნელოვანი არის ადამიანი და ადამიანზე ზრუნვა. ჩვენ ძალიან კარგად გვესმის, რომ გასაკეთებელი საქმე უამრავია. ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი საქმეა დაწყებული, რომელიც ბოლოშია გასაყვანი და დასასრულებელი. ბევრი დრო არ გვაქვს, ეს პანდემიაც დაგვემატა, მაგრამ შინაარსობრივად რომ მივყვებით, ჩვენი მთავარი ამოცანაა, რომ პირველ რიგში, ჩვენს შვილებს, ახალგაზრდობას, შევუქმნათ ყველა პირობა იმისთვის, რომ ქვეყანაში მიიღონ კარგი განათლება, იყვნენ მაგრები, ეფექტურები და ქვეყნიდან რომ გავლენ, როცა დაიზრდებიან და კონკურენციაში შევლენ სხვა ქვეყნის ახალგაზრდებთან, ჩვენი ნიჭიერი ახალგაზრდები იყვნენ ძლიერები. ჩვენი ვალდებულებაა და ეს ასეც უნდა გავაკეთოთ, რომ ჩვენი ღვაწლმოსილი მოხუცები, ჩვენი პენსიონერები იყვნენ უზრუნველყოფილები, რომ მათ სოციალურად ჰქონდეთ იმის შესაძლებლობა, რომ პენსიაზე გასვლის შემდეგ ნორმალური ცხოვრება გააგრძელონ. იყოს დაცული მათი ჯანმრთელობა და რა თქმა უნდა, მშრომელ ადამიანებს უნდა მივცეთ სამართლიანი გარემო იმისათვის, რომ სახელმწიფომ შეუქმნას ყველა პირობა, რომ მშრომელმა ადამიანმა იშრომოს, იზრუნოს თავის ოჯახზე და რა თქმა უნდა, არ იყოს დამოკიდებული სახელმწიფოზე. ჩვენი ძირითადი ზრუნვის საგანია ბავშვი, ახალგაზრდა, განათლება, მოხუცი, ღვაწლმოსილი მოხუცი, მისი პენსია, მისი სოციალური უზრუნველყოფა, მისი ჯანმრთელობა და ჩვენ ყველა უნდა ავდგეთ და ვიშრომოთ და ამისთვის სახელმწიფომ უნდა შექმნას შესაბამისი სამართლიანი გარემო, რასაც ჩვენ ვაკეთებთ და რის კეთებასაც გავაგრძელებთ," - განაცხადა გიორგი გახარიამ.


პრემიერ-მინისტრის თქმით, არ არის იმაზე უფრო დიდი ღირსება ვიდრე როგორც რიგითი ჯარისკაცი, ფერმერი, მუშა, სახელმწიფო მოღვაწე, პოლიციელი თუ დეპუტატი - ემსახურო შენს ქვეყანას და შენს რეგიონს.


„ყველას კარგად გვესმის, რომ ასაშენებელი ამ ქვეყანაში კიდევ ბევრია. მიუხედავად იმისა, რომ მე შემიძლია ბევრი ჩამოვთვალო თუ რა გაკეთდა, გაკეთდა ბევრი წყალმომარაგებისთვის და წყალმომარაგების სისტემის გასაუმჯობესებლად, მაგალითად, სოფელ უდაბნოში არასოდეს წყალი რომ არ ყოფილა, დღეს წყალი აქვთ. თუმცა ისიც კარგად ვიცი, რომ საგარეჯოში წყალი ორი წლის უკან უნდა დამთავრებულიყო, მაგრამ ახლაც ჯერ კიდევ გრძელდება რეაბილიტაცია და გპირდებით, რომ 2021 წლის გაზაფხულამდე 24-საათიანი წყალმომარაგება აქაც დასრულებული იქნება. სკოლები და საბავშვო ბაღები - კი მიმდინარეობს მათი რეკონსტრუქცია და ახლის მშენებლობა, მაგრამ არ არის ეს საკმარისი და ამ ბავშვებს ის გარემო უნდა შევუქმნათ რომ მათ ნორმალური განათლება მიიღონ და ეს პროცესიც გაგრძელდება. მაგისტრალური გზები, რომლებიც ნორმალურ მდგომარეობაშია, კიდევ ბევრია სამუშაო, ბოლო-ბოლო კახეთი-თბილისის დამაკავშირებელი გზა რეაბილიტაციას მოითხოვს და ესეც გასაკეთებელია. ბევრი რამ არის კიდევ გასაკეთებელი და ეს ყველაფერი ერთად უნდა გავაკეთოთ. არ არის იმაზე უფრო დიდი ღირსება ვიდრე როგორც რიგითი ჯარისკაცი, შენს ადგილზე, ფერმერი, მუშა, სახელმწიფო მოღვაწე, ჯარი, პოლიციელი, დეპუტატი - ემსახურო შენს ქვეყანას და შენს რეგიონს. მე დარწმუნებული ვარ, რომ დავით სონღულაშვილი, როგორც ამ კუთხის ერთ-ერთი ყველაზე განათლებული, ამბიციური ადამიანი თავის რეგიონს წარმოადგენს პარლამენტში ღირსეულად და თქვენი ხმა ღირსეულად გაისმება საქართველოს პარლამენტში. წარმატებებს გისურვებთ და გამარჯვებას!,"- განაცხადა გიორგი გახარიამ.





უგულავა თუ ივანიშვილი, ვინ ფლობს კანაფის კულტივაციის პროექტს ურუგვაიში?

უგულავა თუ ივანიშვილი,  ვინ ფლობს კანაფის კულტივაციის პროექტს ურუგვაიში?
access_time2020-09-19 20:46:58
საქართველოს თანაინვესტირების ფონდის განცხადებით, "ქართული ოცნების" ლიდერ ბიძინა ივანიშვილს ურუგვაიში კანაფის კულტივაციის პროექტთან არავითარი კავშირი არ აქვს და მისი მფლობელი ბიზნესმენი თემურ უგულავაა. ფონდმა განცხადება დღეს ტელეკომპანია "პირველის" ეთერში გასული ანონსის შემდგომ გაავრცელა. მასში ნათქვამი იყო, რომ ბიძინა ივანიშვილი ურუგვაიში კანაფის კულტივაციის ბიზნესს ფლობს. "გვსურს, გამოვეხმაუროთ ტელეკომპანია "პირველის" ეთერში გასულ ანონსს, თითქოს ბატონი ბიძინა ივანიშვილი...

ერთადერთი გზა, რომლითაც გვარდება ზოგადად კორუფციის პრობლემა, არის რეგულაციის გაუქმება.

ერთადერთი გზა, რომლითაც გვარდება ზოგადად კორუფციის პრობლემა, არის რეგულაციის გაუქმება.
access_time2020-09-19 18:40:22
კორუფცია არსებობს მხოლოდ მაშინ როცა არსებობს ბიუროკრატია და ჩვენ ვართ ქვეყანა, რომელსაც ობიექტურად გვაქვს გამოცდილება კორუფციის დამარცხების, მაგალითად ბენდუქიძის დროს.როგორ დავამარცხეთ 2004-დან 2006 წლამდე კორუფცია? ვიღაცას შესაძლოა ჰგონია რომ ჩვენ იმ პერიოდში გვქონდა ისეთი პროკურატურა და სასამართლო, რომ ყველა ადამიანი ვინც ფულს აიღებდა აუცილებლად დაისჯებოდა. მაგრამ ასე არ მომხდარა. ქვეყანაში არსებობდა ათასი ლიცენზია და ნებართვა. კახა ბენდუქიძის რეფორმის შედეგად დარჩა...

Handelsblatt: 2050 წლისთვის 31 სახელმწიფო გაქრება

Handelsblatt: 2050 წლისთვის 31 სახელმწიფო გაქრება
access_time2020-09-19 20:00:45
2050 წლისთვის სივრცე, სადაც დღეს მილიარდზე მეტი ადამიანი ცხოვრობს, არსებობისთვის გამოუსადეგარი გახდება. ქარიშხლები, წყალდიდობები, წლის და სურსათის დეფიციტი - კვლევების თანახმად, ყველა ეს პრობლება 30 წლის მანძილზე მილიონობით კვადრატული კილომეტრის ტერიტორიას დააცარიელებს. საუბარი არ არის ჯუნგლებზე და უდაბნოებზე, სადაც ისედაც არავინ ცხოვრობს - პრობლემა მილიარდზე მეტი ადამიანის მიერ დასახლებულ სივრცეს ეხება. კლიმატის ცვლილება, კონფლიქტები, რესურსების...

შეაფერხეს თუ არა ბანკებმა საქართველოს საფონდო ბირჟის განვითარება?- მამუკა ხაზარაძის პასუხი

შეაფერხეს თუ არა ბანკებმა საქართველოს საფონდო ბირჟის განვითარება?- მამუკა ხაზარაძის პასუხი
access_time2020-09-19 14:49:13
ის, რომ დღეს საქართველოს საფონდო ბირჟა განვითარებული არ არის, არის თუ არა მეტწილად ბანკების ბრალი, როგორც ამას ფინანსისტთა ნაწილი მიიჩნევს და შეუშალეს თუ არა მათ ხელოვნურად ხელი ბირჟის განვითარებას, ამ კითხვით Forbes Talks-ში წამყვანის მიერ დასმულ კითხვას „ლელო საქართველოს“ თავმჯდომარემ მამუკა ხაზარაძემ უპასუხა. პოლიტიკაში წასული ბიზნესმენი კატეგორიულად ამბობს, რომ არა! მისი თქმით, აქ პრობლემა რეგულაციებშია. ხაზარაძე Forbes Georgia-ს მთავარ რედაქტორთან ინტერვიუში ეროვნული ბანკის...

ინდივიდუალური კალამი, პირბადე, ფარი, დეზინფექცია ყოველ 3 სთ-ში - რა წესების დაცვა მოგიწევთ არჩევნებზე

ინდივიდუალური კალამი, პირბადე, ფარი, დეზინფექცია ყოველ 3 სთ-ში - რა წესების დაცვა მოგიწევთ არჩევნებზე
access_time2020-09-14 14:15:25
ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ უკვე გამოაქვეყნა რეკომენდაციები, თუ რა წესების დაცვა იქნება სავალდებულო საარჩევნო უბნებზე 31 ოქტომბერს დაგეგმილ არჩევნებზე. შემუშავებული რეკომენდაციების თანახმად, აღსანიშნავია, რომ უბნებზე მისულ ამომრჩეველს თერმოსკრინინგი არ ჩაუტარდება და ამასთან, მათ ინდივიდუალური კალმების გამოყენების საშუალება ექნებათ. ცესკოს მიერ შემუშავებული რეკომენდაციები ასე გამოიყურება: კენჭისყრის შენობის შესასვლელთან უნდა განთავსდეს დეზობარიერი (კოლექტიური დაცვის...


მსგავსი სიახლეები

up