გიორგი გახარია - ჩვენი ხელისუფლების პრიორიტეტი ყოველთვის იყო სოფლის მეურნეობის განსაკუთრებული მხარდაჭერა და დღეს ეს მიმართულება  ჩვენი ქვეყნის ეკონომიკისთვის კიდევ უფრო მნიშვნელოვანი ხდება

გიორგი გახარია - ჩვენი ხელისუფლების პრიორიტეტი ყოველთვის იყო სოფლის მეურნეობის განსაკუთრებული მხარდაჭერა და დღეს ეს მიმართულება ჩვენი ქვეყნის ეკონომიკისთვის კიდევ უფრო მნიშვნელოვანი ხდება

access_time2020-06-05 23:10:01

ჩვენი ხელისუფლების ერთ-ერთი პრიორიტეტი ყოველთვის იყო სოფლისა და სოფლის მეურნეობის განსაკუთრებული მხარდაჭერა და დღეს, როდესაც ეპიდემიას და მის უარყოფით ეკონომიკურ ეფექტებს ვებრძვით, ეს მიმართულება ჩვენი ქვეყნის ეკონომიკისთვის კიდევ უფრო მნიშვნელოვანი ხდება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ წყალტუბოში, სასათბურე მეურნეობა „ჰერბიაში“ დასაქმებულებთან შეხვედრისას განაცხადა. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს.



„სახელმწიფო პროგრამის, „ერთიანი აგროპროექტის“ მხარდაჭერით შექმნილ სასათბურე მეურნეობაში, სადაც 150 ადამიანია დასაქმებული, საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრ მაია ცქიტიშვილთან, გარემოსა დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრ ლევან დავითაშვილთან და იმერეთის რეგიონის გუბერნატორ ზვიად შალამბერიძესთან ერთად იმყოფებოდა.




მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ მსოფლიოში პირველადი პროდუქტებით მომარაგებასთან დაკავშირებული გამოწვევების ფონზე, აგროწარმოების განვითარებას კიდევ უფრო დიდი მნიშვნელობა ენიჭება და საქართველოს ამ კუთხით დიდი პოტენციალი აქვს.



გიორგი გახარია სათბურში დასაქმებულებს პირადად ესაუბრა მთავრობის ანტიკრიზისული გეგმით გათვალისწინებულ შეღავათებზე, რომელიც ფერმერებისა და აგროწარმოების სექტორის მაქსიმალურ მხარდაჭერას ისახავს მიზნად.



პრემიერის თქმით, სახელმწიფო, მხარდაჭერის პროგრამების გაფართოებას განაგრძობს, რათა კიდევ უფრო მეტად განვითარდეს სექტორი, რაც საბოლოო ჯამში ყველა მოქალაქეს ეკონომიკურ სარგებელს მოუტანს.



შპს „ჰერბიამ“ სახელმწიფოს ფინანსური მხარდაჭერით, თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი სასათბურე მეურნეობა შექმნა, სადაც სხვადასხვა ჯიშის მწვანილი მოჰყავთ. პროექტის ჯამური ღირებულებამ 3 მილიონი ლარია, საიდანაც 592 000 ლარი გრანტი, ხოლო 1 050 000 ლარი - შეღავათიანი აგროკრედიტია. ზოგადად, სახელმწიფო პროგრამების მხარდაჭერით, იმერეთის რეგიონში 34 სასათბურე მეურნეობა გაფართოვდა და 2 ახალი სათბური შეიქმნა“ – ნათქვამია ინფორმაციაში.








„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up