გიორგი გახარია -  ჩვენი სოციალური დახმარების პროგრამა, არ არის ერთჯერადი და პოპულისტური, ის  გათვლილია 6 თვეზე - გარწმუნებთ ყველას მივეხმარებით

გიორგი გახარია - ჩვენი სოციალური დახმარების პროგრამა, არ არის ერთჯერადი და პოპულისტური, ის გათვლილია 6 თვეზე - გარწმუნებთ ყველას მივეხმარებით

access_time2020-05-29 21:15:46

პირველი შემთხვევაა ქვეყანაში, როდესაც სახელმწიფო, სოციალური დახმარების თვალსაზრისით ადამიანს ეუბნება - 65 000-დან 100 000 ქულამდე ვისაც გაქვთ, გეხმარებით 600 ლარით, მაგრამ, ამასთან ერთად, თუ თქვენ ხართ მრავალშვილიანი, დამატებით კიდევ გაქვთ 600 ლარი, თუ თქვენ გყავთ შშმ პირი ოჯახში, დამატებით კიდე 600 ლარი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ პარლამენტში გამოსვლისას განაცხადა, სადაც ინტერპელაციის წესით იმყოფება.


მთავრობის მეთაურმა ხაზი გაუსვა, რომ მსგავსი მდგრადი თემა, სოციალური დახმარების თვალსაზრისით, უბრალოდ, ამ ქვეყანაში არ გაკეთებულა.



„ელემენტარული არითმეტიკაა. ქვეყანაში არის 800 000 ადამიანი თვითდასაქმებული, ან არაფორმალურად დასაქმებული. აქედან, 600 000 ადამიანი მუშაობს და ცხოვრობს სოფლად. ეს არის სოფლის მეურნეობის ნაწილი. ახლა გეუბნებით, პროგრამა როგორ ფარავს ყველაფერს. პირველი, ჩვენ ვამბობთ, რომ ყველა ის ადამიანი, ვინც ადასტურებს, რომ ჰქონდა შემოსავალი და აღარ აქვს, ელემენტარულად მივხედავთ, ვუხდით, დავიწყეთ და 52 000 ასეთ ადამიანს მივეცით. ამ 800 000-დან დიდი ნაწილი თვითდასაქმებული და არაფორმალურად დასაქმებული ვინც არის, არის სოფლად მცხოვრები გლეხი, რომელიც მიწაზე მუშაობს. მათ ვეუბნებით, რომ თქვენ, ჰექტარზე იღებთ 435 ლარის სუბსიდირებას და კიდევ ბევრ რაღაცას. ესეც გამოვაკელით. გარდა ამისა და მინდა გაითვალისწინოთ, 65 000-დან 100 000 ქულამდე სოციალურად დაუცველები, ძალიან დიდი ნაწილი არის იქაც თვითდასაქმებულის. ერთი რამ იცოდეთ, პირველი შემთხვევაა ქვეყანაში, როდესაც სახელმწიფო, სოციალური დახმარების თვალსაზრისით ადამიანს ეუბნება - 65 000-დან 100 000 ქულამდე ვისაც გაქვთ, მე გეხმარებით 600 ლარით, მაგრამ, ამასთან ერთად, თუ თქვენ ხართ მრავალშვილიანი, დამატებით კიდევ გაქვთ 600 ლარი, თუ თქვენ გყავთ შშმ პირი ოჯახში, დამატებით კიდე 600 ლარი. მსგავსი მდგრადი თემა, სოციალური დახმარების თვალსაზრისით, უბრალოდ, ამ ქვეყანაში არ გაკეთებულა. ასევე გულწრფელად გეტყვით, რომ ყველაფრის მიუხედავად, თვითდასაქმებულების, ან არაფორმალურად დასაქმებული ადამიანების ნაწილი, მართლა შეიძლება დაგვრჩეს. ეს ის ადამიანები იქნებიან, რომლებმაც მართლა დაკარგეს შემოსავალი, მაგრამ ვერ დაასაბუთეს. ასევე გპირდებით, აი აქ, ამ დარბაზში, აქეთა მხრიდან, ზოგიერთი კოლეგისგან ისეთი საინტერესო წინადადება მოვისმინე, მართლა მომეწონა. ეს ხო პროცესია და ხვდებით, რომ ჩვენი სოციალური დახმარების პროგრამა, არ არის ერთჯერადი და არ არის პოპულისტური. არის გათვლილი 6 თვეზე. შესაბამისად, გარწმუნებთ, რომ ყველას, ამ ხალხსაც მივეხმარებით. ოღონდ, ასევე დაიმახსოვრეთ კარგად, ამ დახმარებას რომ გავაკეთებთ, ზუსტად გაგახსენებთ იმ წინადადებებს, რომლებსაც თქვენ აქ გვეუბნებოდით. გამოვიყენებთ, ერთი თქვენი ძალიან საინტერესო წინადადება იყო, რომელიც უკიდურესად მომეწონა", - განაცხადა გიორგი გახარიამ.





პოლონეთის პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე – სურს თუ არა საქართველოს ტურისტები პოლონეთიდან ?

პოლონეთის პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე – სურს თუ არა საქართველოს ტურისტები პოლონეთიდან ?
access_time2020-07-09 20:30:54
პოლონეთის მმართველი პარტიიდან სეიმის თავმჯდომარის მოადგილემ (ვიცე-მარშალმა), დეპუტატმა მაგოჟატა მარია გოშიევსკამ სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა, სადაც ის ეხმაურება საქართველოს მხრიდან პოლონეთისთვის საზღვრის არგახსნის საკითხს. “ბანკები და ფინანსები” პოსტს უცვლელად გთავაზობთ: “სურს თუ არა საქართველოს ტურისტები პოლონეთიდან ? გუშინ საქართველოს მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ...

„ნენას“ და „კალვეს“ პროდუქციაში დარღვევები აღმოჩნდა– „Momxmarebeli.ge“

„ნენას“ და „კალვეს“ პროდუქციაში დარღვევები აღმოჩნდა– „Momxmarebeli.ge“
access_time2020-07-09 17:25:58
„Momxmarebeli.ge-ზე“ გამოქვეყნებული კვლევის ფარგლებში შემოწმდა  საქართველოსა და საზღვარგარეთ წარმოებული პროდუქცია.კვლევაში აღნიშულია, რომ შემოწმდა თბილისის სხვადასხვა მაღაზიაში 41 დასახელების სასურსათო პროდუქტი და გერმანიის ლაბორატორია „ევროფინსში“ სუდანის ჯგუფის არასაკვები საღებავების შემცველობაზე შესამოწმებლად იქნა გაგზავნილი. ორგანიზაციის ინფორმაციით, . 5 ნიმუშში საღებავი „სუდან...

დღის Top-10 საინტერესო ამბავი

დღის Top-10 საინტერესო ამბავი
access_time2020-07-09 21:30:12
დღის Top-10 საინტერესო ამბავი 1.ახალი სატარიფო გეგმა ენერგეტიკაში ინვესტიციებს გაზრდის საქართველოს მთავრობამ მცირე და საშუალო ჰიდროელექტროსადგურების განვითარებისთვის განახლებადი ენერგიის წყაროების მხარდაჭერის ახალი მექანიზმი დაამტკიცა. მხარდაჭერის სქემა მოიცავს შემდეგ კომპონენტებს:...

„სილქნეტის“ მობილური აბონენტები თიბისის მობაილბანკით სარგებლობას ინტერნეტის დახარჯვის გარეშე შეძლებენ

„სილქნეტის“ მობილური აბონენტები თიბისის მობაილბანკით  სარგებლობას ინტერნეტის დახარჯვის გარეშე შეძლებენ
access_time2020-07-09 14:55:15
ონლაინ მომსახურების ხელშესაწყობად, სილქნეტმა არაერთი სერვისი შესთავაზა მომხმარებელს, რომელიც მას დისტანციურად მომსახურების მიღების საშუალებას გაუმარტივებს. ამისათვის, კომპანია ვირუსის გავრცელების ადრეული ეტაპიდანვე ზრუნავს, რათა გაუფრთხილდეს მომხმარებლის ჯანმრთელობასა და უსაფრთხოებას. ონლაინ საბანკო მომსახურება პროდუქტი ყოველდღიურობისათვის აუცილებელ მომსახურებათა ჩამონათვალშია. ამ მომსახურების სერვისის შეუფერხებლად მიწოდებისაათვის, სილქნეტმა, თიბისისთან ერთად, თავის მომხმარებელს...

ძველი ქარხნების ახალი დანიშნულება - თბილისის ინდუსტრიული მემკვიდრეობა

ძველი ქარხნების ახალი დანიშნულება  - თბილისის ინდუსტრიული მემკვიდრეობა
access_time2020-07-09 19:00:25
პროექტი „თბილისის ინდუსტრიული მემკვიდრეობა“ გულისხმობს გრძელვადიან კვლევით საქმიანობას, რომლის პირველი ეტაპი, თბილისში არსებული ინდუსტრიული ნაგებობების ბაზის შექმნას მოიაზრებს. კვლევის ობიექტი შეიძლება იყოს, მაგალითად, ყოფილი რკინიგზის ჩიხი, ელექტროსადგური, რკინისა და ფოლადის მწარმოებელი საწარმო, ქიმიური წარმოება, ქარხნები და ფაბრიკები, სამრეწველო კომპლექსები. MUA-ს (Multiverse architecture) არქიტექტურულმა გუნდმა მოიპოვა დაფინანსება პროექტისთვის თბილისის ინდუსტრიული...


მსგავსი სიახლეები

up