გიორგი გახარია -  ჩვენი ქვეყნის მომავალი არის შრომა, ძლიერი ეკონომიკა, ევროპული სახელმწიფო, ამას ყველაფერს უნდა მივაღწიოთ თანმიმდევრულად, მიზანმიმართულად და ქვეყნის შენებით

გიორგი გახარია - ჩვენი ქვეყნის მომავალი არის შრომა, ძლიერი ეკონომიკა, ევროპული სახელმწიფო, ამას ყველაფერს უნდა მივაღწიოთ თანმიმდევრულად, მიზანმიმართულად და ქვეყნის შენებით

access_time2020-09-03 17:39:43

ჩვენი ქვეყნის მომავალი არის შრომა, ძლიერი ეკონომიკა, ევროპული სახელმწიფო და ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ ამისთვის, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, ხაშურისა და ქარელის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, ზაალ დუგლაძის წარდგენაზე განაცხადა. ინფორმაციას „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ პრესსამსახური ავრცელებს.



როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რუსული ოკუპაცია, რომელიც დღეს ქვეყნის განვითარების ერთ-ერთი ყველაზე დიდი გამოწვევაა, ქვეყანამ თანმიმდევრულად, მიზანმიმართულად და ქვეყნის შენებით უნდა დაძლიოს.



„აქ, საქართველოს ცენტრში, საქართველოს გულია. ნიჭიერი, კეთილსინდისიერი, შრომისმოყვარე და რაც მთავარია, მებრძოლი ხალხი და ბრძოლა, ამ კუთხისთვის და ამ მიწისთვის უცხო არ არის. ბრძოლა იყო ჩვენი ყოველდღიურობა და სამწუხაროდ, 21-ე საუკუნეშიც მოგვიწია იარაღით ხელში, ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის დაცვა. მაგრამ ყველას უნდა გვახსოვდეს, რომ ჩვენი ქვეყნის მომავალი არის შრომა, ძლიერი ეკონომიკა, ევროპული სახელმწიფო და ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ ამისთვის. ძლიერ ევროპულ სახელმწიფოში ჩვენი ოსი და აფხაზი ძმებისთვის ვიქნებით იმდენად მიმზიდველები, რომ ყველაფერი, რასაც ჩვენ მივაღწევთ, უნდა იყოს მათიც. ეს არის ჩვენი მომავალი და ამას უნდა მივაღწიოთ შრომით. რუსული ოკუპაცია, რომელიც დღეს ქვეყნის განვითარების ერთ-ერთი ყველაზე დიდი გამოწვევაა, უნდა დავძლიოთ ყველამ ერთად. რაც არ უნდა მოხდეს ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში, ჩვენი ყოველდღიური ცხოვრება იქნება განპირობებული ამ ოკუპაციით, სანამ ჩვენ ამას არ დავძლევთ და სანამ ბოლო, ერთი ადამიანი დევნილი გვეყოლება. მაგრამ ამას ყველაფერს უნდა მივაღწიოთ თანმიმდევრულად, მიზანმიმართულად და ქვეყნის შენებით“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.




პრემიერ-მინისტრმა ისაუბრა სახელმწიფოს მხრიდან გლეხის მხარდაჭერის მნიშვნელობაზე და აღნიშნა, რომ სახელმწიფომ ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისთვის, რომ ხალხს შეუქმნას პირობა, ყოველდღიური შრომით, ღირსეულად არჩინონ თავიანთი ოჯახები.



„აქ, ქარელში, სადაც მადლიანი მიწა გაქვთ და უზომოდ შრომისმოყვარე ხალხი გყავთ, სახელმწიფომ ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისთვის, რომ ამ ხალხს შეუქმნას პირობა, ყოველდღიური შრომით, ღირსეულად არჩინონ თავიანთი ოჯახები. მარტივ ციფრებს გეტყვით - მე არ მოვყვები იმას, რა გაკეთდა. უფრო მეტი უნდა ვილაპარაკოთ იმაზე, რა უნდა გავაკეთოთ და როგორ. ბოლო წლების განმავლობაში ქარელში თანამედროვე ბაღები 420 ჰექტარზე გაშენდა. „დანერგე მომავალის" საშუალებით. ეს უნდა გავაგრძელოთ და უნდა გავაკეთოთ ისე, რომ აქ მოყვანილი პროდუქტი, ვაშლი იქნება, თუ ბოსტნეული, ყველაფერი უნდა იყოს თბილისში, საერთაშორისო ბაზრებზე და ყველგან. ეს ჩვენი გლეხის სიძლიერეა, გლეხის, რომელიც უნდა გახდეს ფერმერი“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.



მთავრობის მეთაურის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ რეგიონში ბევრი ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდა, კიდევ ბევრი პრობლემაა მოსაგვარებელი.



„ყველას უნდა გვესმოდეს, რომ ქვეყანას ჯერ კიდევ ბევრი პრობლემა აქვს. სისტემური ინფრასტრუქტურა წესრიგშია მოსაყვანი, ჯერ კიდევ ბევრი გზა დაგვრჩა გასაკეთებელი, სკოლები - გასარემონტებელი. მიუხედავად იმისა, რომ ქარელში 7 საბავშვო ბაღი აშენდა, ეს გასაგრძელებელია, რადგან ჩვენს თითოეულ მოქალაქეს არ უნდა ჰქონდეს სხვაობა, სად იზრდება ბავშვი - ქარელში, თბილისში, ბათუმში, თელავში, ყველას ერთი და იგივე პირობები უნდა ჰქონდეს. ყველამ უნდა გავაცნობიეროთ, რომ სამართლიანი ქვეყანა, რომლის ყურადღების ცენტრი ადამიანია, არის ის, როსთვისაც ჩვენ ყოველდღიურად უნდა ვიშრომოთ. ბევრი რამ უნდა გავაკეთოთ კიდევ, მარტივი წამოწყებები - ქარის ელექტროსადგურები, გზები, სკოლები, წყალმომარაგება, მაგრამ ყველას ყოველთვის უნდა გვახსოვდეს საოკუპაციო ხაზი და ჩვენი მოქალაქეები, რომლებიც ამ ხაზის გასწვრივ ცხოვრობენ. ყველას უნდა გვესმოდეს, რომ მათდამი ყურადღება უნდა იყოს ჩვენი ყოველდღიური საფიქრალი. ვიცი, რომ ქარელში ბევრი რამ კეთდება, გაზიფიცირებისა და სოფლების წყალმომარაგების ნაწილში, თუმცა ჩვენ შეგვიძლია ეს ხალხი ამით მხოლოდ და მხოლოდ ვანუგეშოთ. მინდა იცოდეთ, რომ ეს არჩევნები იქნება კრიტიკულად მნიშვნელოვანი ყველასთვის, ქვეყნისთვის, რადგან ბევრი მნიშვნელოვანი და ქვეყნისთვის სასარგებლო საქმე ჩვენ ერთად უნდა დავასრულოთ.



დარწმუნებული ვარ, ზაზა დუგლაძე იქნება ქარელის ღირსეული ხმა საქართველოს პარლამენტში და დარწმუნებული ვარ, ყველანი ერთად, რაც მთავარია სამართლიან ბრძოლაში გავიმარჯვებთ. გამარჯვებას გისურვებთ როგორც არჩევნებში, ასევე ყველგან, ყოველდღიურობაში და იმ მთავარ გამარჯვებას გისურვებთ, რომელიც ერთიან ქვეყანაში უნდა ვიზეიმოთ“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.








„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up