გიორგი გახარია - ჩვენი მიზანია ძლიერი, სოციალურად პასუხისმგებლიანი ქართული ბიზნესი

გიორგი გახარია - ჩვენი მიზანია ძლიერი, სოციალურად პასუხისმგებლიანი ქართული ბიზნესი

access_time2019-10-21 13:40:14

„ჩვენი მიზანია ძლიერი, სოციალურად პასუხისმგებლიანი ქართული ბიზნესი, თუმცა ისიც გვესმის, რომ სანამ სრულ სოციალურ პასუხისმგებლობამდე მივალთ, ვალდებულები ვართ ბიზნესს სრულად დავუჭიროთ მხარი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, ბიზნეს ასოციაციების წარმომადგენლებთან შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა. ინფორმაციას პრემიერ–მინისტრის პრესსამსახური ავრცელებს.


პრემიერის თქმით, სახელმწიფო ბიზნესს სრულად უჭერს მხარს, თუმცა ამ ნაწილშიც ბალანსის დაცვა აუცილებელია.


„შეხვედრის ძირითადი მიზანი იყო, სამუშაო კომუნიკაციების არხების აწყობა პირველ რიგში ასოციაციებთან. ჩვენთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია უახლოეს პერიოდში, დაახლოებით ორ სამ თვეში ყველა პრობლემა დავწყვიტოთ, იმისთვის, რომ ქართულმა ბიზნესმა უფრო მეტი ინვესტიცია მოახდინოს და მეტი სამუშაო ადგილი შექმნას. ჩვენ დღეს ვსაუბრობთ 2020 წლის გეგმებზე და ვამბობთ, რომ დარჩენილ ორ თვეში მთავრობა ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ბიზნესს შევუქმნათ კომფორტული პირობები იმისთვის, რომ მათ უფრო თავდაჯერებულად იგრძნონ თავი, რათა ბიზნესგარემო იყოს უფრო პროგნოზირებადი, რომ სახელმწიფო აპარატი იყოს უფრო მეგობრული ბიზნესისთვის, - განაცხადა გიორგი გახარიამ.


პრემიერ-მინისტრის თქმით, შეხვედრაზე საუბარი შეეხო ასევე შრომის კოდექსთან დაკავშირებულ ინიციატივას. მთავრობის მეთაურის თქმით, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით მჭიდრო კომუნიკაცია შედგება როგორც ბიზნესის, ასევე პროფკავშირების წარმომადგენლებთან.


„ვისაუბრეთ შრომის კოდექსზე, რომელიც მხოლოდდამხოლოდ ინიციატივაა და პარლამენტში ჯერ არ შესულა. აღვნიშნეთ, რომ დამსაქმებლის და დასაქმებულის ინტერესების ბალანსი ეს არის ის, რა გზითაც უნდა მიდიოდეს ჩვენი დონის ეკონომიკა. რა თქმა უნდა, აქ პრიორიტეტები საკმაოდ რთული დასალაგებელია, თუმცა, ჩვენ ამას გავაკეთებთ პირველ რიგში ბიზნესთან მჭიდრო ურთიერთობით, ისევე, როგორც ამაზე საუბარი გვექნება პროფკავშირებთან, - განაცხადა გიორგი გახარიამ.







ნათია თურნავა: დარჩება ქვეყნები, რომლებთანაც ალბათ სავალდებულო კარანტინს შევინარჩუნებთ

ნათია თურნავა: დარჩება ქვეყნები, რომლებთანაც ალბათ სავალდებულო კარანტინს შევინარჩუნებთ
access_time2020-06-06 21:27:10
„გვექნება ძალიან გამჭვირვალე, მკაფიო კრიტერიუმები და პირველ რიგში იმ ქვეყნებიდან დავიწყებთ ტურისტების მიღებას, რომლებიც ამ კრიტერიუმებს უპასუხებენ“, - ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ „ქრონიკაში“...

იაპონია საქართველოს სამედიცინო დანადგარებით დაეხმარება

იაპონია საქართველოს სამედიცინო დანადგარებით დაეხმარება
access_time2020-06-06 17:31:53
დღეს იაპონიის მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება საქართველოს აღმოუჩინოს მხარდაჭერა სამედიცინო დანადგარებით. დეტალები დაზუსტდება ორმხრივი შეთანხმების შედეგად. ამჟამად მიმდინარეობს სამუშაო პროცესი იაპონიისა და საქართველოს მთავრობებს შორის რათა დროულად მოეწეროს ხელი ორმხრივ შეთანხმებას. საქართველოს მოსახლეობა გაერთიანებულია ახალი კორონავირუსის საფრთხის წინაშე და შედეგიც შთამბეჭდავია. იაპონიის მთავრობამ გადაწყვიტა საქართველოს აღმოუჩინოს სამედიცინო მხარდაჭერა მსოფლიოში ახალი კორონა ვირუსის...

რატომაა წამლები იაფი თურქეთში, ვიდრე ჩვენთან?- ვთავაზობთ სამინისტროს, თურქეთი გავხსნათ

რატომაა წამლები იაფი თურქეთში, ვიდრე ჩვენთან?- ვთავაზობთ სამინისტროს, თურქეთი გავხსნათ
access_time2020-06-06 16:00:33
...

ლიბერთის მობაილ ბანკით სარგებლობა უკვე მობილური ინტერნეტის გარეშეც შესაძლებელია

ლიბერთის მობაილ ბანკით სარგებლობა უკვე მობილური ინტერნეტის გარეშეც შესაძლებელია
access_time2020-06-06 13:00:27
ლიბერთი აგრძელებს ზრუნვას სოციალური პასუხისმგებლობის...

Wizz Air-ი ქუთაისიდან ფრენის მიმართულებებს ამცირებს, ცვლილებებია ავიაკომპანიის ბაზირების სხვა აეროპორტებშიც

Wizz Air-ი ქუთაისიდან ფრენის მიმართულებებს ამცირებს, ცვლილებებია ავიაკომპანიის ბაზირების სხვა აეროპორტებშიც
access_time2020-06-06 13:38:15
დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Wizz Air ქუთაისის აეროპორტიდან ფრენებს ამცირებს. საუბარია 19 მარშრუტზე, მათ შორის შარლერუას და ეინდჰოვენის მიმართულებაზე. დაბალბიუჯეტიანი გადამზიდველის ოპერირების გეგმები აღმოსავლეთ ევროპის სხვა ბაზირების აეროპორტებთან...


მსგავსი სიახლეები

up