გიორგი გახარია - ჩვენი მიზანი იყო, პანდემიის პირობებში გაგვეუმჯობესებინა ბიზნესგარემო

გიორგი გახარია - ჩვენი მიზანი იყო, პანდემიის პირობებში გაგვეუმჯობესებინა ბიზნესგარემო

access_time2020-06-26 14:14:52

ჩვენი მიზანი იყო, პანდემიის პირობებში, მაქსიმალურად, იმ შესაძლებლობებით, რომელიც ქვეყანას გააჩნია, დავხმარებოდით ბიზნესს, გაგვეუმჯობესებინა ბიზნესგარემო, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ პარლამენტში წლიური ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.


მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ ამ მიმართულებით გარკვეული ნაბიჯები გადაიდგა და ყურადღება რამდენიმე კონკრეტულ, მნიშვნელოვან მაგალითზე გაამახვილა.



„ამ მიმართულებით, გარკვეული ნაბიჯები იყო გადადგმული და არ გადავალ იმ სფეროში, რომელზეც წინა მოსვლის დროს ვისაუბრეთ, ჩამოვთვლი რამდენიმე კონკრეტულ ნაბიჯს, რომელსაც აქვს როგორც სტრუქტურული ზემოქმედების ძალა ეკონომიკურ განვითარებაზე, ასევე, ბიზნესისთვის იყო მნიშვნელოვანი, ეს გახლავთ გადახდისუუნარობის კანონის მიღება, რაც ასევე სისტემური ცვლილებაა ჩვენს საკანონმდებლო ჩარჩოში ბიზნესისთვის, ასევე, მინდა აღვნიშნო ის მნიშვნელოვანი კომპონენტი, რომელიც დავიწყეთ პანდემიამდე - ახალი საინვესტიციო პროგრამები, „100 საინვესტიციო შეთავაზება ბიზნესს სახელმწიფოს მხრიდან. მარტივი თემა იყო, ავიღეთ 100, სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული კერძო ქონება, რომლის საბაზრო ღირებულება დღეს არის 300 მლნ ლარზე მეტი. ეს მიმართულება იყო როგორც კერძო ქონების ნაწილში, ისე სასარგებლო წიაღისეულის ნაწილში, რომელიც აღვწერეთ ქვეყნის მასშტაბით. დღეს მთავრობას აქვს ვალდებულება და 100 საინვესტიციო პროექტი კერძო ქონებისა და სასარგებლო წიაღისეულის ნაწილში მუდმივადაა წარმოდგენილი ეკონომიკის სამინისტროს შესაბამის საიტებზე, ესენია მუდმივმოქმედი აუქციონები. ეკონომიკის სამინისტროს აქვს დავალება და ისინი ასრულებენ, რომ მუდმივად, 100-ზე ნაკლები პროექტის საპრივატიზებო საინვესტიციო სახელმწიფოს მხრიდან არ უნდა იყოს შეთავაზებული და გამოტანილი ერთდროულად,- აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.





KTW მზის ენერგიის გამოყენებას იწყებს - პროექტში ჯგუფი 3 წელში $3-4 მლნ-ს ჩადებს

KTW მზის ენერგიის გამოყენებას იწყებს - პროექტში ჯგუფი 3 წელში $3-4 მლნ-ს ჩადებს
access_time2020-10-26 14:30:55
კომპანია KTW ჯგუფი მზის ენერგიის გამოყენებას იწყებს. მომავალი 3 წლის განმავლობაში კომპანია პროექტში 3-4 მლნ დოლარის ინვესტიციას განახორციელებს. როგორც „ბიზნესპარტნიორს“ KTW ჯგუფის დამფუძნებელმა ზურაბ ჩხაიძემ განუცხადა, ამ დროისთვის უკვე განხორციელებულია 0,5 მლნ დოლარის ინვესტიცია, წლის ბოლომდე კი ჯგუფს ამ მიმართულებით 1 მლნ დოლარის ინვესტიცია ექნება განხორციელებული. მიკროელექტროსადგურის საშუალებით საწარმო გარემოზე მავნე ზემოქმედების გარეშე იღებს...

დღეიდან სილქნეტი Ispace-ის სარეალიზაციო ცენტრებში აქციას იწყებს

დღეიდან სილქნეტი Ispace-ის სარეალიზაციო ცენტრებში აქციას იწყებს
access_time2020-10-26 13:20:47
26...

ქართული ბანკების ზარალის 30,8% საქართველოს ბანკზე მოდის

ქართული ბანკების ზარალის 30,8% საქართველოს ბანკზე მოდის
access_time2020-10-26 13:30:58
საქართველოს ბანკმა 9 თვე 77,5 მლნ ლარის ზარალით დაასრულა. აღსანიშნავია, რომ თხუთმეტი კომერციული ბანკის კონსოლიდირებული ზარალი 252 მლნ. ლარი იყო, შესაბამისად საქართველოს ბანკის წილი საერთო მოცულობაში 30.8%-ით განისაზღვრა. ბანკი 2.6 მლრდ. ლარის საზედამხედველო კაპიტალით და 19.3 მლრდ. ლარის აქტივებით, მეორე ადგილზე. აღსანიშნავია, რომ საქართველოს კომერციულმა ბანკებმა 2020 წლის სექტემბერში წმინდა ზარალი, რომელიც 8 თვეში 317 მილიონ ლარს...

საქართველოში კორონავირუსის 1872 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

საქართველოში კორონავირუსის 1872 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა
access_time2020-10-26 11:00:33
საქართველოში კორონავირუსის 1872 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 30303- ს შეადგენს. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ სპეციალურად შექმნილ ვებ-გვერდზე, stopcov.ge-ზეა განთავსებული. გამოჯანმრთელდა კიდევ 603 პაციენტი და საერთო რაოდენობა 11370-ს შეადგენს. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 4112 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობას 3766 ადამიანი გადის. ამასთან, „კოვიდ“ სასტუმროში მყოფი პირების რაოდენობა 2268- ს...

შსს "საქართველოს ბანკის" ყაჩაღობის ფაქტთან დაკავშირებით განცხადებას აქვეყნებს

შსს
access_time2020-10-25 15:04:22
გვსურს, საზოგადოებას მივაწოდოთ დამატებითი ინფორმაცია ზუგდიდში, 21 ოქტომბერს მომხდარ, "საქართველოს ბანკის" ყაჩაღობის ფაქტთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიების...


მსგავსი სიახლეები

up