გიორგი გახარია - „ჩვენი ანტიკრიზისული ქმედებების პირველი ნაბიჯი დაკავშირებულია ტურიზმთან“

გიორგი გახარია - „ჩვენი ანტიკრიზისული ქმედებების პირველი ნაბიჯი დაკავშირებულია ტურიზმთან“

access_time2020-05-07 14:40:58

საქართველო უნდა იყოს ერთ-ერთი პირველი და რეგიონში პირველი ქვეყანა, რომელიც ტურიზმის დარგს აამუშავებს უახლოეს პერიოდში, რა თქმა უნდა, ყველა იმ უსაფრთხოების სტანდარტების დაცვით, რა რეკომენდაციებიც გვექნება უახლოეს დღეებში, მსოფლიო ტურიზმის საერთაშორისო ორგანიზაციის მხრიდან, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს ფარგლებში არსებული ეკონომიკური ჯგუფის სხდომაზე განაცხადა. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს.



როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ტურიზმი იყო პირველი, პოსტკრიზისული გახსნის და მხარდაჭერის თვალსაზრისით. შემდგომ წარმოდგენილი იქნება, სოფლის და ფერმერის მხარდაჭერის პრეზენტაცია. მესამე სექტორალური თემა იქნება მშენებლობის და დეველოპმენტის მხარდაჭერის პრეზენტაცია, და მეოთხე პრეზენტაცია იქნება ანტიკრიზისული ქმედებები განათლებაში.



პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ამ გეგმას მთავრობა უახლოესი ათი დღის განმავლობაში წარმოადგენს.



„ჩვენი ანტიკრიზისული ქმედებების პირველი ნაბიჯი დაკავშირებულია ტურიზმთან, ტურიზმი არის ის დარგი, რომელმაც მიიღო ყველაზე მძიმე და პირველი დარტყმა კრიზისის გამო. როდესაც საჭირო იყო ცეცხლის ჩაქრობა, ჩვენ შეძლებისდაგვარად დავეხმარეთ სექტორს. შემდგომ იყო აუცილებელი უფრო ღრმა შესწავლა და შემდგომი ანტიკრიზისული გეგმა გახლავთ საერთოდ, როგორც ბიზნესის და კერძო სექტორის მხარდაჭერის, ისე თითოეული მოქალაქის სოციალური მხარდაჭერა და ჩვენ გადავდივართ მესამე ეტაპზე, როდესაც ვსაუბრობთ ეკონომიკის ცალკეული სექტორების პოსტკრიზისული მართვის და მათი ნელ-ნელა, ეფექტურად ამოქმედების გეგმაზე. ასეთი სექტორები ჩვენ უკვე გამოყოფილი გვაქვს, როგორც სასწრაფო დახმარების თვალსაზრისით, ტურიზმი იყო პირველი, პოსტკრიზისული გახსნის და მხარდაჭერის თვალსაზრისით. შემდგომ აუცილებელი იქნება, მხარი დავუჭიროთ სოფელს, ჩვენს ფერმერს, შემდეგი პრეზენტაცია იქნება სწორებ სოფლის და ფერმერის მხარდაჭერის პრეზენტაცია. მესამე სექტორალური თემა იქნება მშენებლობის და დეველოპმენტის მხარდაჭერის პრეზენტაცია, რომელიც ასევე ჩვენი ეკონომიკის განვითარებისა და სწრაფი ზრდის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილია. მეოთხე იქნება ანტიკრიზისული ქმედებები განათლებაში, რასაც ძალიან მნიშვნელოვანი მხარდაჭერა აქვს თითოეული ჩვენი მოსწავლისა და სტუდენტისგან და მათაც სრულად უნდა იცოდნენ, სახელმწიფოს რა გეგმები გააჩნია ანტიკრიზისული მართვის თვალსაზრისით განათლებაში. ამ გეგმას ჩვენ მივყვებით უახლოესი ათი დღის განმავლობაში. მინდა ხაზგასმით აღვნიშნო - ჩვენ ვსაუბრობთ ეკონომიკის გახსნის და ამოქმედების პოსტკრიზისული გეგმის თაობაზე და არა კრიზისული, რომელზეც ჩვენ უკვე გვქონდა შეხვედრა და წარმოვადგინეთ თითოეული ჩვენი მოქალაქისა და კერძო კომპანიების სოციალური მხარდაჭერის გეგმა, - განაცხადა გიორგი გახარიამ.




პრემიერ-მინისტრის თქმით, დაწყებულია გლობალური კონკურენცია ქვეყნებს შორის, როგორც ტურისტების მოზიდვის, ასევე შემდგომი ეკონომიკური განვითარების თვალსაზრისით და საქართველო უნდა იყოს ერთ-ერთი პირველი და რეგიონში პირველი ქვეყანა, რომელიც ტურიზმის დარგს აამუშავებს უახლოეს პერიოდში.



„დღეს ჩვენ შევიკრიბეთ ტრადიციულად ეკონომიკური საბჭოს ფარგლებში და დღეს საკმაოდ საინტერესო და მნიშვნელოვანი დღის წესრიგი გვაქვს. პირველ რიგში, ვისაუბრებთ ეკონომიკის გახსნის თაობაზე, გადა ამისა, ვისაუბრებთ ქალაქებს შორის გადაადგილების გახსნის თაობაზე და ჩვენი შეხვედრის მთავარი მიზეზი გახლავთ ტურიზმის ანტიკრიზისული მხარდაჭერის და ტურიზმის, როგორც ეკონომიკის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი დარგის გახსნის გეგმის განხილვა.



ეს არის ჩვენთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანი საკითხები, რადგან ჩვენ 3-4 თვეა, ვიბრძვით ორ ფრონტზე ერთდროულად - პირველი გახლავთ ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობა და სიცოცხლე, ხოლო მეორე - ჩვენი ეკონომიკის გადარჩენა, წინსვლა და ეკონომიკის ეფექტური გახსნა. თითოეულ ჩვენგანს მოეხსენება, რომ უკვე დაწყებულია გლობალური კონკურენცია ქვეყნებს შორის, როგორც ტურისტების მოზიდვის, ასევე შემდგომი ეკონომიკური განვითარების თვალსაზრისით და ერთმნიშვნელოვნად, საქართველო უნდა იყოს ერთ-ერთი პირველი და რეგიონში პირველი ქვეყანა, რომელიც ტურიზმის დარგს აამუშავებს უახლოეს პერიოდში. რა თქმა უნდა, ყველა იმ უსაფრთხოების სტანდარტების დაცვით, რა რეკომენდაციებიც გვექნება უახლოეს დღეებში, მსოფლიო ტურიზმის საერთაშორისო ორგანიზაციის მხრიდან, - განაცხადა გიორგი გახარიამ.








„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up