გიორგი გახარია - ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, რომ ჩვენი გამკაცრების ღონისძიებებით მინიმალური ზიანი მივაყენოთ ჩვენს ეკონომიკას

გიორგი გახარია - ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, რომ ჩვენი გამკაცრების ღონისძიებებით მინიმალური ზიანი მივაყენოთ ჩვენს ეკონომიკას

access_time2020-03-30 20:15:25

ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, რომ ჩვენი გამკაცრების ღონისძიებებით მინიმალური ზიანი მივაყენოთ ჩვენს ეკონომიკას, რამეთუ ჩვენ გვესმის, რომ ამ გამოწვევასაც გავუძლებთ, აქედანაც გამარჯვებულები გამოვალთ და ჩვენ ჩვენი ეკონომიკა უნდა შევინარჩუნოთ. მაგრამ ის დამოკიდებულება, რომელსაც ჩვენ საქართველოს ქალაქებში ვხედავთ, არის უბრალოდ მიუღებელი.  ჩვენ ვხედავთ, რომ ჩვენი მოქალაქეების გარკვეული ნაწილი ვერ ათვითცნობიერებს პრობლემის სიმძიმეს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ბრიფინგზე განაცხადა.

 

მთავრობის მეთაურის თქმით, ხელისუფლების ერთადერთი ინსტრუმენტია, იყოს ეფექტური და წარმატებული ამ ვირუსთან ბრძოლაში, მიიღოს სწრაფი და თამამი გადაწყვეტილებები და არ აქვს იმის უფლება, რომ დააგვიანოს.

 

„მე მინდა რამდენიმე ციფრი მოგახსენოთ, რომელიც ეხება ჩვენს მეგობარ ქვეყნებს - ბოლო თვეების განმავლობაში, მას შემდეგ რაც ეს ვირუსი გახდა პრობლემა და გამოწვევა მსოფლიოსთვის, იტალიაში გარდაცვლილია 10 779 ადამიანზე მეტი, ესპანეთში 6803 ადამიანი, საფრანგეთში 2606 ადამიანი, დიდ ბრიტანეთში 1228 ადამიანი, ნიდერლანდებში 776 ადამიანი, გერმანიაში 541 ადამიანი.  რა თქმა უნდა, ჩვენ ჩვენს პარტნიორ ქვეყნებს ვუსამძიმრებთ, ჩვენ გლობალურ ბრძოლაში ვართ მათთან ერთად და ჩვენი ვალდებულება გახლავთ ის, რომ აქ, საქართველოში, სანამ ჩვენ კიდევ ვაკონტროლებთ სიტუაციას, სანამ ჩვენი ყოველდღიური და პრევენციული ნაბიჯები გვაძლევს საშუალებას, რომ ვთქვათ, რომ ჩვენ შედარებით ასე თუ ისე ნორმალურად ვუმკლავდებით გამოწვევებს, ამან არ მოგვცეს მოდუნების საფუძველი. ჩვენ აბსოლუტურად უნდა ვიაზრებდეთ იმ მდგომარეობის სიმძიმეს, რომელსაც ვხედავთ ყოველდღიურად ევროპის ქვეყნებში. ეს ის ქვეყნებია, რომლებიც საქართველოზე ეკონომიკურად ბევრად უფრო ძლიერები არიან და ეს ის ქვეყნებია, რომელთა თუნდაც ჯანდაცვის სისტემა ბევრად უფრო ძლიერია. ჩვენი ერთადერთი ინსტრუმენტი, ვიყოთ ეფექტურები და წარმატებულები ამ ვირუსთან ბრძოლაში არის სწრაფი და თამამი გადაწყვეტილებები და არცერთ შემთხვევაში არ გვაქვს იმის უფლება, რომ დავიგვიანოთ", - განაცხადა გიორგი გახარიამ.

 

პრემიერის თქმით, ბოლო დღეების განმავლობაში განვითარებული მოვლენები  ცხადყოფს, რომ ყველა მოქალაქეს არ აქვს ბოლომდე გათვითცნობიერებული მდგომარეობის სიმძიმე და ის რისკები, რომელიც შეიძლება არსებობდეს.


 

„ბოლო დღეების განმავლობაში განვითარებული მოვლენები და რამდენიმე რეგიონში ვიზიტი ცხადყოფს, რომ სამწუხაროდ, ყველა ჩვენს მოქალაქეს არ აქვს ბოლომდე გათვითცნობიერებული მდგომარეობის სიმძიმე და ის რისკები, რომელიც შეიძლება არსებობდეს თითოეული ჩვენი მოქალაქის წინაშე, რომელიც თბილისის ან სხვა ქალაქის ქუჩებში გადაადგილდება. თითოეული მოქალაქის წინაშე, რომელიც აკეთებს თავის ყოველდღიურ საქმეს და ვერც წარმოუდგენია რამდენად მაღალი რისკის შემცველი შეიძლება იყოს მისი ყოველდღიური ცხოვრების წესის გაგრძელება ისე, როგორც ეს იყო ადრე. მიუხედავად ამისა, ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, რომ ჩვენი გამკაცრების ღონისძიებებით მინიმალური ზიანი მივაყენოთ ჩვენს ეკონომიკას, რამეთუ ჩვენ გვესმის, რომ ამ გამოწვევასაც გავუძლებთ, აქედანაც გამარჯვებულები გამოვალთ და ჩვენ ჩვენი ეკონომიკა უნდა შევინარჩუნოთ', - განაცხადა გიორგი გახარიამ.

 

პრემიერის თქმით, დღეს საბოლოო მონაცემებით, საქართველოში უკვე 100 ინფიცირებულია. გიორგი გახარიას განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ 18 გამოჯანმრთელებულია, ინფიცირებულების რაოდენობის ზრდის დინამიკა შემაშფოთებელია.

 

„მინდა რამდენიმე აქცენტი გავაკეთო - დღეს პირველი შემთხვევაა, როდესაც გვაქვს სამი შემთხვევა, რომლის წარმომავლობასაც ვერ ვადგენთ. როდესაც მსგავსი ინფიცირების პირველი შემთხვევა იყო მარნეულში, ჩვენ მივიღეთ საგანგებო ღონისძიებები და მარნეული და ბოლნისი საკარანტინე ზონად გამოცხადდა. დღეს ჩვენ გვაქვს 3 ასეთი შემთხვევა, სამწუხაროდ გვაქვს ერთი შემთხვევა, როდესაც ინფიცირებულია სამედიცინო სექტორის თანამშრომელი და ეს, ყველა იმ სხვა მოცემულობასთან ერთად გვაძლევს შემდგომი აუცილებელი ნაბიჯების გამკაცრების შესაძლებლობას. ყველამ უნდა ვიცოდეთ, რომ ამ ბრძოლაში, რომელიც არის გლობალური, ჩვენ შეგვიძლია გავიმარჯვოთ არამარტო მედიკოსების გმირული, ყოველდღიური 24 საათიანი შრომით, არა მარტო სახელმწიფო უწყებების, პოლიციის შრომით, არამედ ჩვენს საზოგადოებასთან და მოქალაქეებთან ერთგვარი შეთანხმებით, რომ ეს არის ერთობლივი გამოწვევა, რომელსაც ერთობლივად უნდა ვუპასუხოთ", - განაცხადა გიორგი გახარიამ.

 

ინფორმაციას საქართველოს მთავრობის პრესსამსახური ავრცელებს





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up