გიორგი გახარია - ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ შემდგომი 4 წლის განმავლობაში, სწრაფად უნდა გამოვიდეთ პანდემიით შექმნილი ეკონომიკური კრიზისიდან, რომელიც გლობალურია

გიორგი გახარია - ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ შემდგომი 4 წლის განმავლობაში, სწრაფად უნდა გამოვიდეთ პანდემიით შექმნილი ეკონომიკური კრიზისიდან, რომელიც გლობალურია

access_time2020-10-13 14:10:07

„ჩვენი ქვეყნის ეთნიკური მრავალფეროვნება, რა თქმა უნდა, ჩვენი სიძლიერეა. ჩვენი რეგიონის - კავკასიის ეთნიკური მრავალფეროვნება ჩვენი სიძლიერეა, ჩვენ საქართველოში ყოველთვის ვახერხებდით და მომავალშიც მოვახერხებთ, რომ მშვიდ გარემოში, მშვიდობიანად ყველამ ერთად ვიშრომოთ ამ ქვეყნის საკეთილდღეოდ და იმისთვის, რომ ჩვენი ქვეყანა იყოს კიდევ უფრო ძლიერი“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ახალქალაქსა და ნინოწმინდაში „ქართული ოცნების მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, სამველ მანუკიანის წარდგენაზე, ახალქალაქში განაცხადა. ინფორმაციას „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ პრესსამსახური ავრცელებს.


პრემიერის თქმით, 2013 წელს ახალქალაქის საბიუჯეტო შემოსავლები იყო 390 ათასი ლარი, წელს უკვე საბიუჯეტო შემოსავლებმა 10 მილიონ ლარს გადააჭარბა.


„რა თქმა უნდა ეს ყველაფერი ხდება იმის გამო, რომ ახალქალაქში შრომობენ, ახალქალაქში ადამიანები ქმნიან ახალ ბიზნესს, ახალ საწარმოებს, ახალქალაქში გლეხი ხდება ძლიერი ფერმერი. სახელმწიფო, როგორც აქამდე ედგა ჩვენს ადგილობრივ მოსახლეობას, ჩვენს მოქალაქეებს, გლეხებს რა თქმა, უნდა ასევე გააგრძელებს მათთან გვერდში დგომას, სახელმწიფოს სხვადასხვა მხარდაჭერის პროგრამებით - ეს არის სოფლის მეურნეობის პროგრამები, ეკონომიკის სამინისტროს პროგრამები. ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ჩვენი მოქალაქეები გლეხობიდან გადავიდნენ ძლიერ ფერმერობაზე, რომ შექმნან დამატებითი სამუშაო ადგილები და ღირსეულად არჩინონ თავიანთი ოჯახები“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.


გიორგი გახარიამ აღნიშნა, რომ სისტემურ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, მომდევნო 4 წლის განმავლობაში, მინიმუმ 20 მილიარდი ლარი დაიხარჯება.



„გზები საკმაოდ რთულ ვითარებაშია, განსაკუთრებით ახალციხე-ახალქალაქის დამაკავშირებელი გზა, რომლის რეკონსტრუქცია სულ მალე დასრულდება. კარგ მდგომარეობაშია და შემდგომი განვითარება სჭირდება ახალქალაქი-ნინოწმინდის გზას. შიდა გზები ახალქალაქში, რა თქმა უნდა, წესრიგშია მოსაყვანი. ახალქალაქის ეს ძველი, ისტორიული ციხე-სიმაგრეც აღსადგენია, რომ ტურისტებისთვის მიზიდულობის ძალა გახდეს. ეს ყველაფერი უნდა გავაკეთოთ ერთად, მაგრამ მთავარი, ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ დიდი სხვაობა არ უნდა იყოს, თუ სად ცხოვრობს ადამიანი - ახალქალაქში, ახალციხეში, ბათუმში, თბილისსა თუ რუსთავში, ერთი და იგივე დონე უნდა გვქონდეს ყველას იმისთვის, რომ ჩვენ შევძლოთ ჩვენი მოქალაქეების განვითარება, მიუხედავად იმისა, სად ცხოვრობენ ისინი“, - განაცხადა მთავრობის მეთაურმა.


პრემიერ-მინისტრმა ხაზი გაუსვა, რომ მთავრობის ძირითადი მიზანია ღირსეული სამუშაო ადგილები საქართველოს მოქალაქეებისთვის, რათა მათ შეძლონ ღირსეული შრომით არჩინონ თავიანთი ღირსეული ოჯახები.


„ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი და ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ შემდგომი 4 წლის განმავლობაში, სწრაფად უნდა გამოვიდეთ ამ ეკონომიკური კრიზისიდან, რომელიც პანდემიით არის გამოწვეული და გლობალურია. ჩვენ საკმაოდ კარგად მივდივართ, უნდა დავიცვათ წესები და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ სამუშაო ადგილები აღვადგინოთ რაც შეიძლება სწრაფად. ამისთვის ჩვენ გვჭირდება გამარჯვება და ეს გამარჯვება გვჭირდება 31 ოქტომბერს. ეს გამარჯვება არ არის მხოლოდ „ქართული ოცნების გამარჯვება, ეს იქნება სრულიად საქართველოს გამარჯვება, ეს იქნება ახალქალაქის გამარჯვება და ეს იქნება ჩვენი საერთო, მშვიდობიანი, წარმატებული მომავლის გამარჯვება. გამარჯვებას გისურვებთ!“, - აღნიშნა გიორგი გახარიამ.






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up