გიორგი გახარია -  ჩვენ ვიწყებთ მეორე ეტაპს საპენსიო ასაკს მიღწეული მასწავლებლების  პენსიაზე ღირსეული გაცილების თვალსაზრისით

გიორგი გახარია - ჩვენ ვიწყებთ მეორე ეტაპს საპენსიო ასაკს მიღწეული მასწავლებლების პენსიაზე ღირსეული გაცილების თვალსაზრისით

access_time2019-11-14 10:47:09

ჩვენ ვიწყებთ მეორე ეტაპს საპენსიო ასაკს მიღწეული მასწავლებლების პენსიაზე ღირსეული გაცილების თვალსაზრისით, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.


მთავრობის მეთაურის თქმით, იწყება მეორე ეტაპი, რომლისთვისაც სრული დაფინანსება უკვე არსებობს. პრემიერ-მინისტრმა ხაზი გაუსვა, რომ პროექტის პირველი ეტაპი იყო წარმატებული და მასში 6 450-მა მასწავლებელმა მიიღო მონაწილეობა.



„პროექტის მეორე ეტაპი დასრულდება 2019 წლის ბოლომდე. რამაც, რა თქმა უნდა, ხელი უნდა შეუწყოს განათლების სისტემაში როგორც ახალგაზრდა პედაგოგების გამოჩენას, ასევე ჩვენი ღირსეული და ღვაწლმოსილი მასწავლებლების შემდგომ პენსიაზე ღირსეულად გაშვებას. ეს ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია და დარწმუნებული ვარ, რომ ის, რაც დაწყებული იყო ასევე იმ ძალზედ ეფექტურ, ღირსეულ და წარმატებულ გუნდთან ერთად, გაგრძელდება უახლოესი თვეებისა და წლების განმავლობაში", - განაცხადა გიორგი გახარიამ.


„კომერსანტი“




ბიძინა ივანიშვილის შეთავაზების მიუხედავად, წყალტუბოში სანატორიუმი „მეშახტე“ 7 მილიონ დოლარად იყიდება

ბიძინა ივანიშვილის შეთავაზების მიუხედავად, წყალტუბოში სანატორიუმი „მეშახტე“ 7 მილიონ დოლარად იყიდება
access_time2019-12-16 16:00:45
წყალტუბოში, სანატორიუმი მეშახტე 7 მილიონ დოლარად იყიდება. ობიექტი საერთაშორისო აუდიტორული კომპანია BDO-ს მიერაა შეფასებული. აღნიშნული ინფორმაცია სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“, გაერთიანებული ემიგრანტების გვერდზე გავრცელდა. ინფორმაციას თან ერთვის რენდერები, თუ როგორი იქნება სასტუმრო „მეშახტე“ რეაბილიტაციის შემდეგ. ეს იმის მიუხედავად, როცა პოლიტიკური გაერთიანება „ქართული...

ბათუმში, ჭავჭავაძის გამზ. 103-ში ბაზისბანკის ახალი სერვისცენტრი გაიხსნა

ბათუმში, ჭავჭავაძის გამზ. 103-ში  ბაზისბანკის ახალი სერვისცენტრი გაიხსნა
access_time2019-12-16 12:55:42
ბათუმში, ჭავჭავაძის გამზ. 103-ში ბაზისბანკის ახალი სერვისცენტრი გაიხსნა. გახსნის საზეიმო ცერემონიალს ბანკის მენეჯმენტსა და თანამშრომლებთან ერთად, ბანკის მომხმარებლები და მედიის წარმომადგენლები დაესწრნენ. ახლადგახსნილი სერვისცენტრი მომხმარებელს ბაზისბანკში არსებულ სრულ საბანკო მომსახურებას სთავაზობს. იგი შესაბამისობაშია თანამედროვე სტანდარტებთან და გათვლილია როგორც ფიზიკური, ასევე იურიდიული კლიენტებისათვის მაქსიმალურად კომფორტული სერვისის მიწოდებაზე. ასევე, შექმნილია სასიამოვნო სამუშაო გარემო...

საგარეჯოს საკრებულოს თავმჯდომარის ბიზნესპარტნიორმა საგარეჯოს მუნიციპალიტეტის შესყიდვებიდან 1.4 მილიონი ლარი მიიღო

საგარეჯოს საკრებულოს თავმჯდომარის ბიზნესპარტნიორმა საგარეჯოს მუნიციპალიტეტის შესყიდვებიდან 1.4 მილიონი ლარი მიიღო
access_time2019-12-16 17:00:42
„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო” განაგრძობს სახელმწიფო შესყიდვების პროცესის მონიტორინგს. კორუფციის სავარაუდო ნიშნების არსებობის გამო ამჯერად ჩვენი ყურადღება საგარეჯოს მუნიციპალიტეტის გამარტივებულმა შესყიდვებმა მიიპყრო, სადაც ტენდერებს და გამარტივებულ შესყიდვებს საგარეჯოს საკრებულოს თავმჯდომარის, ოთარ ჩალათაშვილის ბიზნესპარტნიორი, ოთარ ბუზარიაშვილი იღებს. ოთარ ჩალათაშვილი საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარედ 2017 წლის თვითმმართველობის...

რატომ გაიზარდა ოფშორული ინვესტიციები

რატომ გაიზარდა ოფშორული ინვესტიციები
access_time2019-12-16 14:00:20
მესამე კვარტალში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების შემოდინება წინა წელთან შედარებით, თითქმის 14%-ით გაიზიარდა. კერძოდ, სტატისტიკის სამსახურის წინასწარი მონაცემებით, საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ, 2019 წლის III კვარტალში 417.3 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც 2018 წლის III კვარტალის დაზუსტებულ მონაცემებზე 13.7 პროცენტით მეტია. ამავე მონაცემების ანალიზიდან ირკვევა, რომ ინვესტორ ქვეყნებში ოფშორული ქვეყნები ლიდერობენ....

ვიზა ალპებისკენ - ტერაბანკი საახალწლო აქციას იწყებს

 ვიზა ალპებისკენ  - ტერაბანკი საახალწლო აქციას იწყებს
access_time2019-12-16 10:45:55
ახალი წლის მოახლოებასთან ერთად, ტერაბანკმა ვიზა ბარათების მფლობელებისთვის სადღესასწაულო აქცია დაიწყო. აქციის განმავლობაში ბარათით გადახდა კომფორტულთან ერთად, მომგებიანიც იქნება. აქციის პერიოდში ვიზა ბარათით გაკეთებულ ყოველ მე-10, მინიმუმ 10 ლარიან ტრანზაქციაზე ნებისმიერ მომხმარებელს საჩუქრად 10 ლარი დაერიცხება.აქციის ბოლოს გამოვლინდება გამარჯვებული და იგი განსაკუთრებულ პრიზს მიიღებს: მომხმარებელს, რომელიც აქციის განმავლობაში ყველაზე მეტ მინიმუმ 10-ლარიან გადახდას...


მსგავსი სიახლეები

up