გიორგი გახარია - ჩვენ მიზანია პირველ რიგში, სოციალური დახმარება მოქალაქისთვის, მეორე - მოქალაქის და კომპანიის დახმარება სამუშაო ადგილების შესანარჩუნებლად, მესამე - კომპანიების გადარჩენა კრიზისის პერიოდში

გიორგი გახარია - ჩვენ მიზანია პირველ რიგში, სოციალური დახმარება მოქალაქისთვის, მეორე - მოქალაქის და კომპანიის დახმარება სამუშაო ადგილების შესანარჩუნებლად, მესამე - კომპანიების გადარჩენა კრიზისის პერიოდში

access_time2020-05-27 17:33:49

ჩვენ ვსაუბრობთ, რომ კრიზისი არის გლობალური. ჩვენ ვსაუბრობთ, რომ, რა თქმა უნდა, საქართველოს ეკონომიკაზე ამას ექნება სერიოზული ზეგავლენა, ეკონომიკური პარამეტრების შემცირება, ჩვენ ვიმუშავეთ და ერთად დავადასტურეთ, ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან, პირველ რიგში, სავალუტო ფონდთან, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ პარლამენტში განაცხადა, სადაც Covid-19-ის პანდემიის პირობებში, საგანგებო მდგომარეობის დროს მთავრობის მიერ განხორციელებული ღონისძიებების შესახებ ანგარიში წარადგინა. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს.



როგორც გიორგი გახარიამ აღნიშნა, პირველ რიგში, მთავრობის სამიზნე ობიექტი იყო სოციალური დახმარება მოქალაქისთვის, შემდეგ ნაწილობრივ მოქალაქის და ნაწილობრივ კომპანიის, რათა სამუშაო ადგილები შენარჩუნებულიყო, შეძლებისდაგვარად.



„აქედან გამომდინარე, ვიმუშავეთ დონორ ორგანიზაციებთან და დღეს დავაბალანსეთ ეს შემოსავლები და ვამბობთ, რომ მხოლოდ ამის შემდგომ და არა მანამდე, რაღაც ფუჭი დაპირებები - მოდით ახლა ჩვენ დავხარჯოთ ერთს პლიუს ორი, პლიუს სამი და გაურკვეველია ეს ფული საიდან უნდა მოვიდეს, საიდან უნდა მოიტანონ და ა.შ. ამის შემდგომ ჩვენ ვთქვით, რომ ჩვენი სამიზნე ობიექტი, პირველ რიგში, არის სოციალური დახმარება მოქალაქისთვის, იმიტომ, რომ ეს არის გრძელვადიანი კრიზისი და მოქალაქეს ექმნება გრძელვადიანი პრობლემა, უბრალოდ შემოსავლები შეუმცირდება, ან გაუქრება საერთოდ, იმიტომ, რომ დაკარგავს სამსახურს. მეორე - ჩვენი დახმარება, ნაწილობრივ მოქალაქის და ნაწილობრივ კომპანიის იმისთვის, რომ სამუშაო ადგილები შევინარჩუნოთ, შეძლებისდაგვარად. მესამე - ეს არის კონკრეტული დახმარება კომპანიებისთვის, რომ კომპანიები, ლიკვიდობის მიწოდების თვალსაზრისით გადავარჩინოთ კრიზისის პერიოდში", - განაცხადა გიორგი გახარიამ.


მთავრობის მეთაურმა ხაზი გაუსვა, რომ ეს არ არის პოსტკრიზისული გეგმა. მისივე თქმით, პოსტკრიზისული გეგმა ეს არის სხვა ისტორია და უპასუხისმგებლობაა დღეს ვინმე თუ საუბრობს ქვეყნის განვითარების პოსტკრიზისულ გეგმაზე, ან საერთოდ არაფერი არ გაეგება ეკონომიკაში.


„დღეს, ქვეყანას და მსოფლიოს აქვს მოთხოვნა-მიწოდების ასეთი რისკი და არავინ არ იცის, როგორი იქნება მოთხოვნა-მიწოდების ჯაჭვი, სულ რაღაც ორ, სამ, ან ოთხ თვეში, მას შემდგომ, რაც ეკონომიკა, საერთაშორისო ვაჭრობა გადალაგდება. საერთოდ პოსტკრიზისულ ეკონომიკურ გეგმაზე საუბარი დღეს არის უპასუხისმგებლობა. ამიტომ, მოდით ასე შევთანხმდეთ, რომ ჩვენ ვსაუბრობთ ანტიკრიზისულ გეგმაზე, თუ რა იყო ჩვენი ანტიკრიზისული გეგმის ძირითადი საფუძვლები, მესიჯები. სისტემა რა იყო და როგორ იყო ეს გეგმა სტრუქტურირებული. ეს გეგმა იყო სტრუქტურირებული, როდესაც კრიზისი დაიწყო, პირველადი დახმარება, ცეცხლის ჩაქრობა. ესეც იყო მიმართული კონკრეტული ადამიანების და რა თქმა უნდა, კონკრეტული კომპანიების მიზნობრიობის თვალსაზრისით", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up