გიორგი გახარია - ჩვენ ეკონომიკაში ჟანგბადი დავტოვეთ, იმიტომ, რომ ყოველთვის ვფიქრობდით ბალანსზე

გიორგი გახარია - ჩვენ ეკონომიკაში ჟანგბადი დავტოვეთ, იმიტომ, რომ ყოველთვის ვფიქრობდით ბალანსზე

access_time2020-06-16 23:47:05

ამ კრიზისის და პანდემიის ყველაზე დიდი პრობლემა და მახასიათებელი ნიშანია გაურკვევლობის უმაღლესი ხარისხი, - ასე უპასუხა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ პირველი არხის გადაცემა „თავისუფალი ხედვის" წამყვანის კითხვას, გახდება თუ არა საჭირო მეორე ტალღის შემთხვევაში ეკონომიკური შეზღუდვების დაწესება.

 

მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ არა მხოლოდ საქართველოში, არამედ უძლიერესი სისტემური სახელმწიფოებიც კვირაში ერთხელ იცვლიან პოზიციებს.

 

„ხან აცხადებენ, რომ ერთ თვეში იქნება ვაქცინა, ხან - ერთ წელიწადში; ხან აცხადებენ, რომ იქნება მეორე ტალღა, ხან  - არ იქნება; ხან - ვირუსი სუსტდება, ხან - ძლიერდება. ჩვენი ყველაზე დიდი გამოწვევაა, რომ ჩვენი ქვეყანა ეფექტურად და სწორად ვმართოთ გაურკვევლობის ამ ძალიან მაღალ ხარისხში. ეს არის გამოწვევა. ჩვენ რომ გარკვეულობის კიდევ უფრო მეტი დოზა გვქონდეს და მსოფლიოში სადმე არსებობდეს სისტემურ ცოდნაზე დაყრდნობილი ანალიზი, რომელიც მოგვცემდა შესაძლებლობას ან ეპიდემიოლოგიური, ან ეკონომიკური, ან ადამიანის სოციალური ცხოვრების თვალსაზრისით, გაცილებით სხვა სურათი გვექნება. ჩვენ ხომ ყველა ვხვდებით, რომ ჩვენი სოციალური ცხოვრებაც იცვლება, ჩვენი ცხოვრების დიჯიტალიზაციის ხარისხი იზრდება, დისტანციური შრომა ხდება ყოველდღიურობა, ნელ-ნელა საერთოდ სხვა სამყაროში ვცხოვრობთ, ამიტომ ჩვენ კიდევ უფრო მეტი ვალდებულება გვაქვს, როგორც ხელისუფლებას, ის შეზღუდული რესურსი, რომელიც გვაქვს, უკიდურესად ფრთხილად და უკიდურესად სამართლიანად დავხარჯოთ. ჩვენ, რა თქმა უნდა, მიზანი გვაქვს, რომ არც ერთ შემთხვევაში მინიმუმამდე დავიყვანოთ რისკი იმის, რომ ჩვენ კიდევ ერთხელ დაგვჭირდეს მსგავსი მძიმე ეკონომიკური შეზღუდვების დაწესება, ეს უკიდურესად მძიმე იქნება ჩვენი ქვეყნის სოციალური და ეკონომიკური ცხოვრებისთვის. ამისთვის ყველაფერი უნდა გავაკეთოთ. ეს არის ერთადერთი საბოლოო შედეგი, რომ, თუ მეორე ტალღა იქნება, მსგავსი შეზღუდვები არ უნდა დაგვჭირდეს, ეს იქნება გამარჯვება.  ჩვენ რომ ახლა ვირუსს ვმართავთ და არ გვაქვს ინფიცირების და გარდაცვალების ისეთი მაღალი მაჩვენებელი, როგორც სხვა ქვეყნებს, ამის ფასი ძალიან შემცირდება, თუ ჩვენ კიდევ ერთხელ მოგვიწია შეზღუდვების დაწესება და ეკონომიკური ფასის გადახდა. ჯერ ჩვენ ეს ეკონომიკური ფასი არ გადაგვიხდია", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.


 

მთავრობის მეთაურმა განმარტა, რომ ბევრი ქვეყნისგან განსხვავებით, საქართველოში სრული კარანტინი არ გამოცხადებულა, მაშინაც, როცა ქვეყანაში იყო საგანგებო მდგომარეობა, სისტემური სამრეწველო კომპანიები მუშაობდნენ და სისტემური ინფრასტრუქტურული პროექტები ერთი დღითაც არ გაჩერებულა.

 

„მეტსაც გეტყვით, როდესაც მარნეული და ბოლნისი კარანტინის რეჟიმით ჩაკეტილი იყო, ჩვენი ფერმერები საგაზაფხულო სამუშაოებს აწარმოებდნენ და პირველი მოსავალი როცა მიიღეს, შევძელით და ისიც გამოვიტანეთ. ჩვენ ქვეყანაში შუქი არ ჩაგვიქრია, არ გაგვიკეთებია ისე, რომ ჩვენი მოქალაქისთვის ქუჩაში გამოსვლა შეგვეზღუდა, გარდა კომენდანტის საათისა - 21:00 საათიდან 06:00 საათამდე. ჩვენ ეკონომიკაში ჟანგბადი დავტოვეთ, იმიტომ, რომ ყოველთვის ვფიქრობდით ბალანსზე. ეს ოქროს შუალედი, ეს ბალანსი არის წარმატების ერთადერთი გასაღები. საბოლოო ჯამში ეს მიგვიყვანს იმ შედეგამდე, როდესაც მსოფლიო გლობალურად პანდემიას დაასრულებს და გაიმარჯვებს, საბოლოო შეფასება იქნება, ადამიანის სიცოცხლის და ჯანმრთელობის გადარჩენისთვის ვინ რამხელა ეკონომიკური ფასი გადაიხადა. ეს იქნება შეფასების ყველაზე მნიშვენელოვანი კრიტერიუმი. ეს იქნება ეფექტურობის მაჩვენებელი,  პოსტპანდემიურ ეპოქაში, გლობალურ კონკურენციაში ვინ უფრო მზად იქნება, სწრაფად აღადგინოს ეკონომიკური პოტენციალი. ეს არის ჩვენი საბოლოო მიზანი, რომ როდესაც მსოფლიო შეთანხმდება, რომ პანდემია დავამარცხეთ, რა ფორმაში იქნება ჩვენი ეკონომიკა, ჩვენი სამოქალაქო საზოგადოება", - განაცხადა გიორგი გახარიამ





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up