გიორგი გახარია - ჩვენ დღეს ვიბრძვით ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობისთვის და იმისთვის, რომ ჩვენ, ყველამ ერთად, ქვეყნის ეკონომიკური აღორძინება სწრაფად დავიწყოთ და სამუშაო ადგილები კი არ დავკარგოთ, კიდევ უფერო მეტი შევქმნათ

გიორგი გახარია - ჩვენ დღეს ვიბრძვით ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობისთვის და იმისთვის, რომ ჩვენ, ყველამ ერთად, ქვეყნის ეკონომიკური აღორძინება სწრაფად დავიწყოთ და სამუშაო ადგილები კი არ დავკარგოთ, კიდევ უფერო მეტი შევქმნათ

access_time2020-09-18 21:32:59

ჩვენ დღეს ვიბრძვით, პირველ რიგში ჩვენი მოქალაქეებისთვის, ნათესავების, მეზობლების, მშობლების, შვილების ჯანმრთელობისთვის და ასევე ვიბრძვით იმისთვის, რომ ჩვენ, ყველამ ერთად, ქვეყნის ეკონომიკური აღორძინება სწრაფად დავიწყოთ და სამუშაო ადგილები კი არ დავკარგოთ, კიდევ უფერო მეტი შევქმნათ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, ქუთაისში, ქუთაისის საარჩევნო ოლქში „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის ზაზა ლომინაძისა და ქუთაისის მერობის კანდიდატის იოსებ ხახალეიშვილის წარდგენაზე განაცხადა. ინფორმაციას „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ პრესსამსახური ავრცელებს.



პრემიერ - მინისტრმა ყურადღება პანდემიაზე გაამახვილა და აღნიშნა, რომ ერთიანობაზე საუბარი უაღრესად ბუნებრივია ქუთაისიდან, რომელიც არის საქართველოს მეორე დედაქალაქი და ევროპაში მეხუთე უძველესი ქალაქი.



„პირველ რიგში, მინდა, დავიწყო მადლობით. იმ მადლობით, რომლის გამოც ჩვენ, დღეს, ყველანი ერთად აქ ვართ და ასე წყნარად, მშვიდად ვსაუბრობთ ქვეყნის მომავალზე. ჩემი მადლობა პირველ რიგში იმ დიდ მოქალაქეობრივ პასუხისმგებლობას უკავშირდება, რომელიც ქუთაისმა და იმერლებმა გამოავლინეს ამ ბოლო 5-7 თვის განმავლობაში. მე ძალიან კარგად მესმის, რამხელა პრობლემა და რამხელა ცვლილებები შემოიტანა ამ პანდემიამ თითოეული ჩვენგანის ცხოვრებაში. ძალიან კარგად მესმის, რას ნიშნავს ქუთაისში, ერთ, ცალკე აღებულ 32-ე სკოლაში ინფიცირების ამხელა რაოდენობა. ძალიან კარგად მესმის, რას ნიშნავს გადადებული სწავლა ბავშვებისთვის, რამხელა დისკომფორტია ეს მშობლებისთვის, მაგრამ ყველამ უნდა ვიცოდეთ, რომ ჩვენ, დღეს ვიბრძვით პირველ რიგში, ჩვენი მოქალაქეებისთვის, ნათესავების, მეზობლების, მშობლების, შვილების ჯანმრთელობისთვის და ასევე ვიბრძვით იმისთვის, რომ ჩვენ ყველამ ერთად, ქვეყნის ეკონომიკური აღორძინება სწრაფად დავიწყოთ და სამუშაო ადგილები კი არ დავკარგოთ, კიდევ უფერო მეტი შევქმნათ. იმ წყნარი, მშვიდი დამოკიდებულებისთვის, რომლითაც ქუთაისმა, იმერეთმა ეს ბოლო გამოწვევები გაიარა, მინდა, მადლობა გადაგიხადოთ. საერთოდ, ქართველებს გვახასიათებს განსაცდელში, კრიზისებში გაერთიანება. საერთოდ, ერთიანობაზე საუბარი უაღრესად ბუნებრივია ქუთაისიდან. ქუთაისიდან, რომელიც არის საქართველოს მეორე დედაქალაქი, რომელიც არის ევროპაში მეხუთე უძველესი ქალაქი, ქუთაისიდან, რომელიც არის დავით აღმაშენებლის ქალაქი, ქუთაისიდან, საიდანაც დავით აღმაშენებელი 1089 წელს ეკურთხა მეფედ და ქუთაისიდან, რომელიც არის ჩვენი ქვეყნის, საქართველოს ერთიანობის და სიძლიერის სიმბოლო. ეს ერთიანობა არის ის, რამაც ჩვენ უნდა მიგვიყვანოს გამარჯვებამდე და ეს არ არის გამარჯვება არჩევნებში, მე არ ვსაუბრობ ახლა არჩევნებზე, ამ კონკრეტულ შემთხვევაში. მე ვსაუბრობ იმაზე, რამაც უნდა მიგვიყვანოს ეკონომიკურად ძლიერ, სამართლიან, განათლებულ, ევროპულ საქართველომდე და ამაზე ლაპარაკი ქუთაისში არის ყველაზე ბუნებრივი“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.




გიორგი გახარიას თქმით, მიუხედავად იმ განსაცდელისა, რომელშიც არა მარტო საქართველო, არამედ მთელი მსოფლიოა, არც ერთი წუთით და არც ერთი წამით სისტემური ინფრასტრუქტურული სამუშაოები ქვეყანაში არ შეჩერებულა.



„ჩვენ, როდესაც ვამბობთ, რომ არ გვინდა საუბარი წარსულზე, არ გვინდა იმიტომ, რომ არავის არ ვეჯიბრებით. არ გვინდა არავის შევედაროთ. ჩვენ, ჩვენი გასაკეთებელი გვაქვს ძალიან ბევრი და წყნარად, მშვიდად ამას ვაკეთებთ. დარწმუნებული ვართ, რომ ჩვენი თითოეული მოქალაქე ამას ხედავს და შეაფასებს. მიუხედავად ამ განსაცდელისა, რომელშიც არა მარტო საქართველო, არამედ მთელი მსოფლიოა, არც ერთი წუთით და არც ერთი წამით სისტემური ინფრასტრუქტურული სამუშაოები ქვეყანაში არ შეჩერებულა. უნდა გავითვალისწინოთ, რომ ჩვენ ქვეყანა დაგვხვდა ისეთ დღეში, სადაც ელემენტარული სასმელი წყლის, სკოლის, ბაღის, გზის პრობლემები იყო, მიუხედავად იმისა, ვიღაცას ეგონა, რომ თურმე შეიძლება, ქალაქს, რომლის ისტორიაც ითვლება ძველი წელთაღრიცხვის მეცამეტე საუკუნიდან, ფუნქცია ვინმემ შესძინოს ან ფუნქცია ვინმემ წაართვას. ქუთაისის შემთვევაში, ეს უბრალოდ შეუძლებელია. აქ, ამ ქალაქში, ისტორიის დრო გაჩერებულია იმიტომ, რომ აქ, მარადისობა სუფევს. ამიტომ, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ ხვალინდელ დღეზე, ძალიან კონკრეტულები უნდა ვიყოთ და უნდა გვქონდეს კონკრეტული გეგმა, რომელზეც ჩვენ, მზად ვართ, რომ ვისაუბროთ. მარტივ რამეს გეტყვით - რიკოთის უღელტეხილი. რიკოთის უღელტეხილი არის ის, რაც დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოს, თბილისს და ქუთაისს შეაერთებს ინფრასტრუქტურულად ისე, რომ ხარისხობრივად შეცვლის ქვეყნის განვითარების სისწრაფეს, ყველა განზომილებით. ეს იქნება თითოეული ჩვენი მოქალაქისთვის, ეკონომიკისთვის უდიდესი სარგებელი. წარმოიდგინეთ, რომ დღეს, რიკოთის უღელტეხილზე უკვე მიმდინარეობს სამუშაოები, 99 გვირაბი და 53 ხიდი. უაღრესად ურთულესი საინჟინრო სამუშაოები, რომელიც აქ, ამ რეგიონში ჯერ არ ჩატარებულა. ქუთაისის შემოვლითი გზა, ზემო იმერეთი-რაჭის დამაკავშირებელი გზა. ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, არ მინდა უკვე გაკეთებულზე საუბარი, მაგრამ ქუთაისის წყალმომარაგება, რომელიც ივლისში გაეშვა, 200 000-მა ქუთაისელმა ოჯახმა, ისტორიაში პირველად, იგრძნო რა არის 24 საათიანი წყალმომარაგება. კიდევ ბევრია გასაკეთებელი, უამრავი საქმეა გასაკეთებელი და დასასრულებელი იმისთვის, რომ ქვეყანა ქვეყანას დაემსგავსოს და ქუთაისი იყოს ისეთი კომფორტული საცხოვრებლად, როგორც იმსახურებს. ვიღაცას ჰგონია, რომ ასეთ პირობებში რაღაც ფუნქცია შესძინა ქალაქს ან რაღაც ფუნქციას წაართმევს ქუთაისს“, - გიორგი გახარიამ.



პრემიერ-მინისტრის განცხადებით, მთავრობის თითოეული ნაბიჯი, თითოეული გეგმა განპირობებული იქნება მხოლოდ და მხოლოდ ერთი მიზნით - საქართველო საბოლოოდ უნდა გახდეს ეკონომიკურად ძლიერი, სამართლიანი და ევროპული სახელმწიფო.



„ჩვენი ძირითადი მიზანი ყოველთვის იქნება ადამიანი. როდესაც ვსაუბრობთ ხვალინდელ დღეზე ვგულისხმობთ იმას, რომ სახელმწიფოს პირველადი მოვალეობა, აუცილებლობა, პირველადი ფუნქციები არის ბავშვი, ჩვენი ახალგაზრდობა და რა თქმა უნდა ჩვენი ღვაწლმოსილი მოხუცები. ყველაზე აუცილებელი სასიკეთო პირობები ბავშვებისთვის უნდა შევქმნათ, ამას ვაკეთებთ ბაღიდან დაწყებული, სკოლით გაგრძელებული. ჩვენი ღვაწლმოსილი მოხუცები, რომლების პენსიის გაზრდა-არგაზრდა ყოველთვის პოლიტიკური სპეკულაციების საგანი იყო. ჩვენ ბოლოსდაბოლოს შევძელით, რომ განვახორციელეთ საკანონმდებლო ცვლილებები, რომელიც ხანდაზმულებს აძლევს გარანტიას, რომ მათ პენსია ყოველწლიურად გაიზრდება.



ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, მასწავლებლები, ჩვენი პოლიციელები, ჩვენი ექიმები, ეს ის საბაზისო ინფრასტრუქტურაა, რომლითაც სახელმწიფო ეხმარება, ემსახურება თავის მოქალაქეებს და ეს ის ადამიანები არიან, რომლებსაც ჩვენ ყოველთვის გვერდით ვედექით და დავუდგებით. ეს გამოჩნდა პანდემიის პირობებშიც. ყველას გვესმის, რომ სახელმწიფოს აქვს შეზღუდული რესურსები. სამწუხაროდ, ჯერ კიდევ არ ვართ მდიდარი სახელმწიფო, რომ შეგვეძლოს ვხარჯოთ იმდენი, რამდენიც გვინდა. როდესაც გაქვს უაღრესად მძიმე არჩევანი, სოციალურად დაეხმარო შენს მოქალაქეს პანდემიის დროს თუ ააშენო გზა, ან დაეხმარო გლეხს, გახდეს ფერმერი, ან - მევენახეს, მოიყვანოს ყურძენი და ა.შ, რა თქმა უნდა ეს არის რთული არჩევანი და ეს ის არჩევანია, რომელსაც ყველანი ერთად ვაკეთებთ, მაგრამ აქ ყველაზე მნიშვნელოვანია ის, რომ ჩვენი თითოეული ნაბიჯი, თითოეული გეგმა განპირობებული იქნება მხოლოდ და მხოლოდ ერთი მიზნით - ჩვენ საბოლოოდ უნდა გავხდეთ ეკონომიკურად ძლიერი, სამართლიანი და ევროპული სახელმწიფო და ეს ყველაფერი უნდა გავაკეთოთ ერთად. დარწმუნებული ვარ, ჩვენ ამ გამოწვევებს ყველანი ერთად ვუპასუხებთ. მე დარწმუნებული ვარ, ჩვენ ყველანი ერთად, მას შემდეგ, რაც მივაღწევთ ამ მიზანს, მივაკაკუნებთ და შევაბიჯებთ იმ დიდ ევროპულ ოჯახში, სადაც ჩვენი ადგილი ყოველთვის იყო ისტორიულად. არა ცალკეული პარტიის ინტერესიდან გამომდინარე, არამედ ქვეყნის ინტერესიდან გამომდინარე, დარწმუნებული ვარ, ჩვენ ამ ბრძოლაშიც გავიმარჯვებთ, სამართლიან ბრძოლაშიც და მინდა, თითოეულ თქვენგანს, საქართველოს თითოეულ მოქალაქეს, თითოეულ ქუთაისელს, გამარჯვება გისურვოთ, გამარჯვება არა თითოეული ჩვენგანის, არამედ ქვეყნის გამო. გამარჯვებას გისურვებთ“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.







„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up