გიორგი გახარია - ცალკე სპორტის სამინისტროს ჩამოყალიბება არ განიხილება, ის ან დარჩება განათლების სამინისტროში, ან კულტურის სამინისტროსთან ერთად გამოიყოფა

გიორგი გახარია - ცალკე სპორტის სამინისტროს ჩამოყალიბება არ განიხილება, ის ან დარჩება განათლების სამინისტროში, ან კულტურის სამინისტროსთან ერთად გამოიყოფა

access_time2020-12-25 00:30:00

კულტურის სამინისტრო ერთმნიშვნელოვნად იქნება ცალკე, რაც შეეხება სპორტის ნაწილს, ის ან დარჩება განათლების სამინისტროში, ან კულტურის სამინისტროსთან ერთად გამოიყოფა. ცალკე სპორტის სამინისტროს ჩამოყალიბება არ განიხილება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ჟურნალისტის შესაბამისი კითხვის პასუხად განაცხადა. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს.


როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, კულტურის სამინისტრო საჭიროა იმისთვის, რომ კულტურა განვითარდეს და, ასევე, კულტურის შემდგომი კომერციალიზაცია მოხდეს.



„ჩვენ ხომ ადამიანები ვართ. შეიძლება შეცდომა დაუშვა, მაგრამ ის შეცდომა უნდა გამოასწორო. რეალურად, ამ 2 წლის განმავლობაში, განსაკუთრებით დღეს, როდესაც მართლა რთული ვითარებაა, კულტურის სფეროს წარმომადგენლები მართლაც საჭიროებენ ცალკე ჩამოყალიბებულ სამინისტროს. კიდევ ერთი რამ არის - ჩვენი კულტურა და კულტურული მემკვიდრეობა არის შეუფასებელი და ჩვენ, ყველას, კარგად უნდა გვესმოდეს, რომ არის ცალკე სამინისტრო საჭიროა იმისთვის, რომ როგორც კულტურა განვითარდეს, ასევე, კულტურის შემდგომი კომერციალიზაცია მოხდეს. ამას სჭირდება ცალკე მიდგომა, აუცილებელია ეს, იმიტომ რომ ჯერ კიდევ, სამწუხაროდ, ღარიბ ქვეყანაში ვცხოვრობთ და ჩვენი პასუხისმგებლობა სოციალური სახელმწიფოს პასუხისმგებლობა კულტურის სფეროს წარმომადგენლების წინაშე უფრო მეტ ყურადღებას საჭიროებს. მოვუსმინეთ კულტურის სფეროს წარმომადგენლებს და მივიღეთ ეს გადაწყვეტილება. რაც შეეხება სპორტს. სპორტზე დღესაც გვქონდა დისკუსია. სპორტთან დაკავშირებით გადაწყვეტილება არაერთგვაროვანია, დისკუსიის საგანია, რამდენიმე მიზეზის გამო. პირველი - მასობრივი სპორტი, რაც არის დღეს ჩვენი ქვეყნის ყველაზე დიდი გამოწვევა, ბევრად უფრო ახლოს არის განათლების სამინისტროსთან, იმიტომ რომ მასობრივი სპორტის ძირითადი ფრონტი არის სასკოლო განათლება. მეორე - პროფესიული, მაღალი მაჩვენებლების სპორტზე თუ ვსაუბრობთ, იქ სტრუქტურა ცოტა სხვანაირადაა მოწყობილი და ყველგან არის ფედერაციები, რომელსაც სახელმწიფო ბიუჯეტს უფინანსებს და მათ გადაწყვეტილების მიღებისა და მართვის საკმაოდ დიდი ავტონომიები აქვთ. ამიტომ ცოტა სხვადასხვა სფეროა. კულტურის სამინისტრო ერთმნიშვნელოვნად იქნება ცალკე, რაც შეეხება სპორტის ნაწილს, ის ან დარჩება განათლების სამინისტროში, ან კულტურის სამინისტროსთან ერთად გამოიყოფა. ცალკე სპორტის სამინისტროს ჩამოყალიბება არ განიხილება,“ - განაცხადა პრემიერმა.







2020 წელს თურქეთის გარდა, საქართველო და სხვა ყველა მეზობელი ქვეყანა რეცესიაში იყო

2020 წელს თურქეთის გარდა, საქართველო და სხვა ყველა მეზობელი ქვეყანა რეცესიაში იყო
access_time2021-03-03 11:32:45
გასული წელი მთელი მსოფლიოსთვის და მათ შორის, საქართველოს მეზობელი ქვეყნებისთვის მნიშვნელოვანი ეკონომიკური გამოწვევებით იყო სავსე.   პანდემიის პირობებში გლობალურად არსებული მოთხოვნისა და მიწოდების შოკების შედეგად ეკონომიკური აქტივობა მსოფლიოში შენელდა. რა თქმა უნდა, ეკონომიკის შენელებამ კვალი ჩვენს რეგიონსაც დაატყო. როგორც ოფიციალური სტატისტიკა გვიჩვენებს, 2020 წელს თურქეთის გარდა, საქართველო და სხვა ყველა მეზობელი ქვეყანა რეცესიაში იყო.   2020 წელს...

ლოპოტას დამფუძნებელი გოგა მაისურაძე გარდაიცვალა

ლოპოტას დამფუძნებელი გოგა მაისურაძე გარდაიცვალა
access_time2021-03-03 10:35:05
დღეს ლოპოტა რიზორთის დამფუძნებელი გოგა მაისურაძე გარდაიცვალა. როგორც ცნობილია, ბიზნესმენი მძიმე დაავადებას დიდი ხანი ებრძოდა. კომერსანტი სამძიმარს უცხადებს გარდაცვლილის ოჯახს

დღის Top 10 საინტერესო ამბავი

დღის Top 10 საინტერესო ამბავი
access_time2021-03-02 21:00:39
დღის Top 10 საინტერესო ამბავი: 1.გაზრდილი საპროცენტო განაკვეთები და შემცირებული სესხების მოცულობა - საბანკო სექტორის იანვრის თვე 2021 წელი ქართულმა საბანკო სექტორმა მოგებით დაიწყო, რომლის მოცულობა 113.36 მლნ ლარს შეადგენს. თუმცა წინა წლის დეკემბერთან შედარებით შემცირებულია საპროცენტო შემოსავლები და...

მერაბ ჟორდანია ვენის „აუსტრიას“ პრეზიდენტი ხდება

მერაბ ჟორდანია ვენის „აუსტრიას“ პრეზიდენტი ხდება
access_time2021-03-02 17:20:09
მერაბ ჟორდანია ტიტულოვანი ავსტრიული კლუბის - ვენის "აუსტრიას" პრეზიდენტი იქნება. ამის შესახებ ადგილობრივი საიტები იტყობინებიან. საინტერესოა წერილი, რომელიც wien.orf.at-მა გამოაქვეყნა: მწვანე შუქი პარტნიორობისთვის "ვენის "აუსტრიას" ფინანსურ მომავალთან დაკავშირებით სიტუაციას წესით მალე უნდა მოეფინოს ნათელი. ახალი პარტნიორი ჯერ ოფიციალურად არ წარუდგენიათ, მაგრამ კლუბში ამბობენ, რომ მოლაპარაკება პოზიტიური შედეგით...

Bloomberg: პანდემიის დროს სურსათზე ფასების ზრდა სერიოზულ პრობლემად იქცა

Bloomberg: პანდემიის დროს სურსათზე ფასების ზრდა სერიოზულ პრობლემად იქცა
access_time2021-03-02 20:00:43
ბოლო თვეებში სასურსათო პროდუქტების ფასმა მაქსიმუმს მიაღწია და ექსპერტების აზრით, ვითარება ძვირი სურსათის ახალი „სუპერციკლისკენ“ მიდის. ეს მასობრივი უმუშევრობის და შემოსავლების კატასტროფული ვარდნის ფონზე ხდება. მომხმარებლებზე ზეგაგვლენას ზრდადი ინფლაციაც ახდენს. Bloomberg-მა გაანალიზა მდგომარეობა 5 ქვეყანაში, სადაც ფასების ზრდამ და ინფლაციამ განსაკუთრებით დიდ მასშტაბებს მიაღწია. ბრაზილია ეს არის ლათინური...


მსგავსი სიახლეები

up