გიორგი გახარია ბიზნესომბუდსმენის ინსტიტუტის გაძლიერებას გეგმავს

გიორგი გახარია ბიზნესომბუდსმენის ინსტიტუტის გაძლიერებას გეგმავს

access_time2019-09-06 12:34:17

პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის 2019-2020 წლების სამთავრობო პროგრამაში ბიზნესომბუდსმენის ინსტიტუტიც მოხვდა. პროგრამაში აღნიშნულია, რომ მთავრობა განაგრძობს აქტიურ რეფორმებს ბიზნეს გარემოს შემდგომი გაუმჯობესებისა და მეწარმეობის ხელშეწყობისთვის. მათ შორის გაძლიერდება ბიზნესთან დიალოგი, კერძო სექტორში არსებული პრობლემების იდენტიფიცირებისა და მოგვარებისთვის და გაძლიერდება ბიზნესომბუდსმენის ინსტიტუტი.


მოხარულები ვართ, რომ 2019-2020 წლების სამთავრობო პროგრამაში ცალკე დაეთმო ადგილი ბიზნესომბუდსმენის ინსტიტუტის გაძლიერების საკითხს. ჩვენ მივესალმებით ნებისმიერ ნაბიჯს, რომელიც ბიზნესომბუდსმენის ინსტიტუტის ლეგიტიმაციის კიდევ უფრო გაზრდას შეუწყობს ხელს და მზად ვართ კონსულტაციებისთვის.“- ასე აფასებს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის პროგრამაში ბიზნესომბუდსმენის ინსტიტუტის გაძლიერების მოხვედრას მოქმედი ბიზნესომბუდსმენი ირაკლი ლექვინაძე.


ირაკლი ლექვინაძე განმარტავს, რომ ბიზნესომბუდსმენის ოფისის გაძლიერებისთვის კიდევ არის რესურსი და ამ მიმართულებით აპარატში რეგულირების ზეგავლენის შეფასების (RIA) დანერგვაზე ამახვილებს ყურადღებას.


„ვფიქრობთ, რომ არის რიგი მიმართულებები, სადაც არის რესურსი არის ბიზნესომბუდსმენის ოფისის გაძლიერებისთვის. მათ შორის ბიზნესომბუდსმენის სამართლებრივი დასკვნების და შუამდგომლობების ლეგიტიმაციის გაზრდა. ასევე, ბიზნესომბუდსმენის აპარატში რეგულირების ზეგავლენის შეფასების (RIA) მიმართულების დანერგვა. RIA-ს დანერგვა ძალიან მნიშვნელოვანია დღეს, რადგანაც ბევრი საკითხია როგორც უკვე ამოქმედებული, ასევე დაგეგმილი რეგულაციების, რეფორმების კუთხით, რომელიც საჭიროებს ბიზნესზე გავლენის შეფასებას. ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა, ბიზნეს გარემოს მიმართულებით სწორედ არის უკვე არსებული და მოსალოდნელი რეგულაციების გავლენა ბიზნესზე. ვფიქრობ, ბიზნესის მოთხოვნის საფუძველზე, ბიზნესომბუდსმენის ოფისისთვის RIA-ს ჩატარების შესაძლებლობის მიცემა შეამცირებს ახალი რეგულირების ნეგატიურ გავლენებს სამეწარმეო საქმიანობაზე. RIA-ს დანერგვა ბიზნესომბუდსმენის აპარატში გააძლიერებს ინსტიტუტს და ხელს შეუწყობს ბიზნესომბუდსმენს ოფისის როლის გაზრდას ბიზნეს გარემოს გაუმჯობესების მიმართულებით.“ - განაცხადა ლექვინაძემ.



ბიზნესომბუდსმენმა ბოლო წლებში, ბიზნესომბუდსმენის ინსტიტუტის გაძლიერების მიმართულებით უკვე გადადგმულ ნაბიჯებზეც ისაუბრა.


„აქამდე, იმ ლეგიტიმაციის და კომპეტენციის ფარგლებში, რომელიც გვაქვს ვცდილობთ ვიმოქმედოთ მაქსიმალურად ეფექტურად. ჩვენი ოფისის მუშაობის ეფექტურობა, ასახულია ჩვენივე შედეგებში.ბიზნესომბუდსმენის აპარატის გაძლიერებისთვის ჩვენ გადავდგით რიგი ნაბიჯები. მათ შორის, ადმინისტრაციულ დავებში სასამართლო მეგობრის ფუნქციის დამატება. ასევე, დონორებთან თანამშრომლობით ინევსტიციების დაცვის მიმართულებით დავნერგეთ სისტემური პლატფორმა.“ - განაცხადა ირაკლი ლექვინაძემ.


"კომერსანტი"




„ფრესკო“ პროტესტის ნიშნად 24 საათით იკეტება

„ფრესკო“ პროტესტის ნიშნად 24 საათით იკეტება
access_time2019-11-18 21:29:59
„ფრესკო“ პროტესტის ნიშნად 24 საათით იკეტება. ამის შესახებ კომპანია ინფორმაცია სოციალურ ქსელში ავრცელებს. ქსელური ჰიპერმარკეტის განცხადებას კომერსანტი უცვლელად გთავაზობთ:   „მიგვაჩნია, რომ ის, რაც დღეს ჩვენს ქვეყანაში ხდება, ჩვენთვის და ჩვენი მოქალაქეებისთვის კონსტიტუციური უფლების წართმევაა! დღეს, კიდევ ერთხელ ვრწმუნდებით, რომ ადამიანის ფუნდამეტური უფლება - აზრისა და სიტყვის გამოხატვის თავისუფლება იზღუდება.   რთულია, ამ სიტუაციაში იყო უმოქმედოდ, მაგრამ...

თბილისის მოვლენებს მსოფლიოს წამყვანი გამოცემები ეხმაურება

თბილისის მოვლენებს მსოფლიოს წამყვანი გამოცემები ეხმაურება
access_time2019-11-18 21:00:20
თბილისში მიმდინარე მოვლენები მსოფლიო მედიის ყურადღების ცენტრშია. “საქართველოში მიმდინარე პროტესტს პარლამენტთან შეერთებული შტატები და ევროკავშირი უჭერს მხარს“, - სტატიას ამ სათაურით France 24 აქვეყნებს. გამოცემა წერს, რომ მიმდინარე აქციები, ბოლო წლების მანძილზე ყველაზე მასშტაბური ანტისამთავრობო გამოსვლებია საქართველოს დედაქალაქში. გამოცემის ცნობით, დაახლოებით 20 000 ადამიანი თბილისის ქუჩებში რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნებს ითხოვს. საპროტესტო აქციებზე წერს ასევე...

კახა კალაძე –სახელმწიფომ საკუთარი ვალდებულება შეასრულა და პარლამენტის უკანონო ბლოკირება აღკვეთა

კახა კალაძე –სახელმწიფომ საკუთარი ვალდებულება შეასრულა და პარლამენტის უკანონო ბლოკირება აღკვეთა
access_time2019-11-18 20:15:51
გვინდა გამოვეხმაუროთ რუსთველის გამზირზე მიმდინარე მოვლენებს და საპოლიციო ღონისძიებას, რომელიც წესრიგის აღსადგენად ჩატარდა. საქართველოში, დაცულია სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება, თუმცა პარლამენტთან, ოპოზიციის ქმედებები გასცდა კანონის ჩარჩოებს.   ჩვენ, ორი დღის განმავლობაში, ვაფრთხილებდით აქციის ორგანიზატორებს, რომ სახელწიფო ინსტიტუტის, პარლამენტის ბლოკირება არის უკანონო ქმედება, თუმცა, მიუხედავად ამისა, ნახეს რა, რომ არ ჰქონდათ ხალხის სათანადო მხარდაჭერა, აქციის...

„ბიძინა ივანიშვილი ერთადერთი პასუხისმგებელია არსებულ დესტაბილიზაციაზე და ასევე ერთადერთია, ვისაც ყველაფრის შეჩერება შეუძლია“ - ფადი ასლი

„ბიძინა ივანიშვილი ერთადერთი პასუხისმგებელია არსებულ დესტაბილიზაციაზე და ასევე ერთადერთია, ვისაც ყველაფრის შეჩერება შეუძლია“ - ფადი ასლი
access_time2019-11-18 20:00:53
„დღეს ეს დემონსტრანტები თუ გაიყვანეს პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიიდან, ხვალ ისევ დადგებიან და ეს პროცესი არასდროს დასრულდება, შესაბამისად, გაგრძელდება ქვეყნის არასტაბილური მდგომარეობაც. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ბიძინა ივანიშვილმა პირობა დაარღვია და აზრი შეიცვალა არჩევნების პროპორციულ სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით, ის ერთადერთია ვისაც უნდა ვადანაშაულებდეთ. ივანიშვილი ამბობს,  რომ მისმა პარლამენტარებმა უღალატეს, მაგრამ ამას ორი წლის ბავშვიც კი არ დაიჯერებს.  ჩვენ...

საპარლამენტო უმრავლესობა ბიუროს სხდომის ჩასატარებლად ემზადება, ჟურნალისტებს პარლამენტში არ უშვებენ

საპარლამენტო უმრავლესობა ბიუროს სხდომის ჩასატარებლად ემზადება, ჟურნალისტებს პარლამენტში არ უშვებენ
access_time2019-11-18 18:00:59
საპარლამენტო უმრავლესობა ბიუროს სხდომის ჩასატარებლად ემზადება. როგორც ცნობილია, სპეცრაზმმა პარლამენტის ტერიტორია აქციის მონაწილეებისგან რამდენიმე წუთის წინ გაათავისუფლა.არსებული ინფორმაციით, საპარლამენტო უმრავლესობის წევრები პარლამენტში შეკრებას იწყებენ. აღსანიშნავია, რომ ჟურნალისტებს პარლამენტში არ უშვებენ. როგორც „ინტერპრესნიუსს“ საკანონმდებლო ორგანოს პრესსამსახურში განუცხადეს, დღეს ბიუროს სხდომა მედიის გარეშე ჩატარდება, თუმცა საზოგადოებას სხდომის მიმდინარეობის ნახვა...


მსგავსი სიახლეები

up