გიორგი გახარია - ბიუჯეტიდან მოპარული ფულით გვიანონსებენ მედიის შექმნას, რომლითაც ისევ ჩვენს ამომრჩეველზე ზემოქმედება უნდა მოახდინონ

გიორგი გახარია - ბიუჯეტიდან მოპარული ფულით გვიანონსებენ მედიის შექმნას, რომლითაც ისევ ჩვენს ამომრჩეველზე ზემოქმედება უნდა მოახდინონ

access_time2019-09-08 14:10:32

ბიუჯეტიდან მოპარული ფულით გვიანონსებენ მედიის შექმნას, რომლითაც მერე პროპაგანდისტულად უნდა მოახდინონ ისევ ჩვენს ამომრჩეველზე ზემოქმედება, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა გიორგი გახარიამ პარლამენტში განაცხადა, სადაც დეპუტატები მთავრობის ახალი შემადგენლობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხზე მსჯელობენ.

 

გიორგი გახარიამ პროპაგანდასა და სიცრუეზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ოპონენტები პროპაგანდისტულად ცდილობენ ხშირ შემთხვევაში კეთილსინდისიერი ბიუროკრატიის ბულინგს, რაც მისთვის მიუღებელია. გახარიამ ამის მაგალითად სამართალდამცველები მოიყვანა.

 

„მე მაგალითად, უკვე ექვსი წელია სხვადასხვა სახით ვარ ამ მთავრობაში და არასდროს მიხსენებია ცხრა წელი, არასოდეს. ეს მომიწია გუშინ თუ გუშინწინ. არ მიხსენებია სხვადასხვა მიზეზების გამო. იყო კოჰაბიტაცია, რასაც ჩვენ სხვანაირად აღვიქვამთ, თუმცა ეს პოლიტიკურ კულტურაში ნიშნავს სულ სხვა რაღაცას- სხვადასხვა პოლიტიკური ორიენტაციის ძალების ხელისუფლებაში ერთდროულ ყოფნას და საერთოდ არ ნიშნავს შერიგებას და კიდევ ბევრი რამ.


 

ჩვენ, როდესაც გადაწყვეტილებას ვიღებთ და ვამბობთ, რომ ჩვენ ძირითადად ინსტრუმენტად და იარაღად უნდა გავიხადოთ სიმართლე, მარტივად გეტყვით, რატომ. ეს არის ჩემი სუბიექტური აზრი, რომელიც მინდა ამ ტრიბუნიდან ვთქვა. 2012 წლის შემდეგ ახალმა ხელისუფლებამ შეძლო ის, რომ წინა ხელისუფლებას რეალური ინსტრუმენტები, რომლითაც შეეძლოთ ცალკე აღებულ მოქალაქეზე ეძალადათ, ჩამოართვა: სასჯელაღსრულების სისტემა, სახელისუფლებო სისტემა და კიდევ ბევრი რამ. ერთადერთი, რაც დარჩათ, ეს იყო პროპაგანდა. ამ შვიდი წლის მანძილზე ამ პროპაგანდას იყენებდნენ ისე ეფექტურად , რომ ფაქტობრვად, მოხდა სიმართლის ჩანაცვლება სიცრუით. ამან იმხელა ზემოქმედება იქონია აღქმების დონეზე თითოეულ ჩვენ მოქალაქეზე, რომ მოქალაქეების დღევანდელ აღქმაში უკვე კითხვის ნიშნის ქვეშ დგება ისეთი საკითხები, როგორიცაა მაგალითად: „ქართული ოცნების“ , როგორც პოლიტიკური გაერთიანების საგარეო ორიენტაცია, ოკუპაციასთან მიმართებაში პოზიცია, მართლმსაჯულებასთან მიმართებაში პოზიცია, მედიათავისუფლება, როდესაც მაგალითად, დღეს გვიანონსებს ახალი ტელევიზიის შექმნას რამდენიმე პოლიტიკური ჯგუფი და რამდენიმე მათგანს ბიუჯეტის ვალი აქვთ და ბიუჯეტიდან მოპარული ფულით გვიანონსებენ მედიის შექმნას, რომლითაც მერე პროპაგანდისტულად უნდა მოახდინონ ისევ ჩვენს ამომრჩეველზე ზემოქმედება და ამ ნაწილში ჩვენ ვდგავართ და ფაქტობრივად იძულებულები ვართ, რომ ერთადერთ ეფექტურ ინსტრუმენტად გამოვიყენოთ სიმართლე“, - განაცხადა გახარიამ.


IPN




იანვარ-ივნისში ექსპორტი 15.6%-ით, ხოლო იმპორტი 16.5%-ით შემცირდა

იანვარ-ივნისში ექსპორტი 15.6%-ით, ხოლო იმპორტი 16.5%-ით შემცირდა
access_time2020-07-13 11:30:32
2020 წლის იანვარ-ივნისში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 5 072.5 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 16.3 პროცენტით ნაკლებია.  ამის შესახებ ინფორმაციას „საქსტატი“ აქვეყნებს. იანვარ-ივნისში ექსპორტი 1 503.5 მლნ. აშშ დოლარი იყო (15.6 პროცენტით ნაკლები), იმპორტმა კი 3...

უორენ ბაფეთმა კიდევ $2,9 მილიარდის დონაცია განახორციელა, ხოლო 2006 წლიდან მისი მთლიანი შემოწირულობა $37 მილიარდს უტოლდება

უორენ ბაფეთმა კიდევ $2,9 მილიარდის დონაცია განახორციელა, ხოლო 2006 წლიდან მისი მთლიანი შემოწირულობა $37 მილიარდს უტოლდება
access_time2020-07-12 18:58:27
უორენ ბაფეთმა კიდევ $2,9 მილიარდი დოლარის დონაცია განახორციელა, 2006 წლიდან კი მისმა მთლიანმა შემოწირულობამ $37 მილიარდი შეადგინა, - ამის შესახებ ინფორმაციას...

Oxfam-ი: მსოფლიოში შიმშილით მეტი ადამიანი დაიღუპება, ვიდრე - კორონავირუსით

Oxfam-ი: მსოფლიოში შიმშილით მეტი ადამიანი დაიღუპება, ვიდრე - კორონავირუსით
access_time2020-07-12 17:00:05
მსოფლიოში კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული შიმშილით უფრო მეტი ადამიანი დაიღუპება, ვიდრე კორონავირუსით. პროგნოზს...

რომან გოცირიძე - ჯერ კომუნიკაციის სფეროში გასატარებელი სკანდალური ცვლილებები არაა მონელებული და მორიგი ანტისაბაზრო კანონპროექტი შემოაგდეს

რომან გოცირიძე - ჯერ კომუნიკაციის სფეროში გასატარებელი სკანდალური ცვლილებები არაა მონელებული და მორიგი ანტისაბაზრო კანონპროექტი შემოაგდეს
access_time2020-07-12 13:00:24
ჯერ კომუნიკაციის სფეროში გასატარებელი სკანდალური ცვლილებები არაა მონელებული და მთავრობამ მორიგი ანტისაბაზრო კანონპროექტი შემოაგდო ორშაბათის ბიუროზე," - ამის შესახებ ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის"...

Handelsblatt: მეგაპოლისებს სულ უფრო მეტი ამერიკელი ტოვებს

Handelsblatt: მეგაპოლისებს სულ უფრო მეტი ამერიკელი ტოვებს
access_time2020-07-12 20:00:18
  სულ უფრო მეტი ამერიკელი დიდი მეგაპოლისების დატოვებას და შედარებით მცირე ქალაქებში დასახლებას ცდილობს.   ამ ტენდენციის ძირითადი მიზეზებია პროვინციაში ცხოვრების უფრო მაღალი ხარისხი და შედარებით იაფი უძრავი ქონება.   ეს ტრენდი უკვე წლებია არსებობს, თუმცა პანდემიამ ის კიდევ უფრო გაძლიერა - დღეს უკვე დისტანციური მუშაობის საშუალება გაჩნდა, და ამავე დროს კორონავირუსის ძირითადი ეპიცენტრები  სწორედ მსხვილი მეგაპოლისები...


მსგავსი სიახლეები

up