გიორგი გახარია - ბაქო-თბილისი-ყარსის ახალი რკინიგზის პროექტის ფარგლებში საქართველოს მონაკვეთზე სამუშაოების დაახლოებით 70 % შესრულებულია

გიორგი გახარია - ბაქო-თბილისი-ყარსის ახალი რკინიგზის პროექტის ფარგლებში საქართველოს მონაკვეთზე სამუშაოების დაახლოებით 70 % შესრულებულია

access_time2017-09-27 13:48:40

ბაქო-თბილისი-ყარსის ახალი რკინიგზის პროექტის ფარგლებში საქართველოს მონაკვეთზე სამუშაოების დაახლოებით 70 % შესრულებულია, - ამის შესახებ ეკონიმიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა, რომელიც დღეს თურქეთის ტრანსპორტის, საზღვაო საქმეთა და კომუნიკაციების მინისტრ აჰმედ არსლანთან და აზერბაიჯანის რკინიგზის ხელმძღვანელ ჯავიდ ყურბანოვთან ერთად ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო ხაზის ინსპექტირების მიზნით, თბილისიდან კარწახამდე მატარებლით მიემგზავრებიან.



გიორგი გახარიამ კოლეგებს თბილისში ჩამობრძანებისთვის მადლობა გადაუხადა. 



„ჩვენ რამდენიმე ხნის წინ, დაახლოებით, ივლისში გვქონდა მსგავსი ინსპექტირება თურქეთიდან-ყარსიდან, მაგრამ მაშინ სრულად ვერ შევძელით, მოგვიწია ტრანსპორტის შეცვლა. დღეს გამოდის, რომ ჩვენ მხოლოდ რკინიგზით მივალთ თურქეთის საზღვრამდე, თუმცა ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ სამუშაოების დაახლოებით 70%-ია შესრულებული საქართველოს ტერიტორიაზე. ეს ნიშნავს იმას, რომ გასაკეთებელი ჯერ კიდევ ბევრია, თუმცა სატესტო რეჟიმში რკინიგზის გაშვება, ალბათ, შესაძლებელი იქნება, თუ არა ამას დაადასტურებს ჩვენი დღევანდელი ინსტექტირება. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ სატესტო რეჟიმში შესაძლებელია ამ რკინიგზის გაშვება, მაგრამ სამუშაოების დაახლოებით, 70 %-ია შესრულებული საქართველოს მონაკვეთზე. გარკვეული ნაწილის ელექტროფიცირებაა საჭირო, მოსამზადებელია საბაჟო, სანიტარული სამსახურები და ა.შ. თუმცა იმედი გვაქვს, რომ უმოკლეს ვადებში ეს დასრულდება. ის, რომ სამი ქვეყანა რკინიგზით ერთმანეთს დაუკავშირდა, არ ნიშნავს, რომ პროექტი დასრულებულია. ეს ნიშნავს იმას, რომ პროექტის პირველი ეტაპია დასრულებული და წინ კიდევ ბევრი სამუშაოა, - განაცხადა გახარიამ.




რაც შეეხება დროს, მინისტრის თქმით, „ეს იქნება ცნობილი, დაახლოებით, ერთ-ორ კვირაში, როდესაც თანამშრომლები დღევანდელი ინსპექტირების შედეგების ანალიზს გააკეთებენ“.



მისივე თქმით, პროექტის ფარგლებში, აზერბაიჯანის შემთხვევაში გასაკეთებელი ბევრი არ იყო, რაც შეეხება თურქეთს, იქ სამუშაოების შესრულების მაჩვენებელი დაახლოებით, საქართველოს მსგავსია.



შსს "საქართველოს ბანკის" ყაჩაღობის ფაქტთან დაკავშირებით განცხადებას აქვეყნებს

შსს
access_time2020-10-25 15:04:22
გვსურს, საზოგადოებას მივაწოდოთ დამატებითი ინფორმაცია ზუგდიდში, 21 ოქტომბერს მომხდარ, "საქართველოს ბანკის" ყაჩაღობის ფაქტთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიების...

საქართველოში კორონავირუსი კიდევ 1 928 ადამიანს დაუდასტურდა

საქართველოში კორონავირუსი კიდევ 1 928 ადამიანს დაუდასტურდა
access_time2020-10-25 12:48:31
ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 28 431 შემთხვევაა დადასტურებული, გამოჯანმრთელებულთა საერთო რაოდენობაა 10 767, გარდაიცვალა 201 პაციენტი.   კარანტინის რეჟიმში 4 112 ადამიანი რჩება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 3 766, კოვიდ-სასტუმროში - 2 268, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.   ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31...

აშშ-ში პრემიუმ კლასის ღვინოების დახლზე ქართული ღვინო „მტევინო“ გაიყიდება

აშშ-ში პრემიუმ კლასის ღვინოების დახლზე ქართული ღვინო „მტევინო“ გაიყიდება
access_time2020-10-24 18:00:14
აშშ-ში პრემიუმ კლასის ღვინოების დახლზე ქართული ღვინო „მტევინო“ გამოჩნდება. კომპანიამ ექსპორტთან დაკავშირებული მოლაპარაკებები აშშ-სთან წარმატებით დაასრულა. ექსკლუზიური ხელშეკრულება ამერიკელ იმპორტიორებთან უკვე გაფორმებულია და სულ მალე, ამერიკელი მომხმარებელი ოთხი სახეობის  ქართულ ღვინოს დააგემოვნებს. მტევინოს გენერალური დირექტორის ლელა კობიაშვილის თქმით, ეს ღვინოებია: მტევინო რქაწითელი, ხაშმის საფერავი, მტევინოს მუკუზანი და ხაშმის საფერავი...

საქართველოში, ბოლო 24 საათში, კორონავირუსის 1941 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

საქართველოში, ბოლო 24 საათში, კორონავირუსის 1941 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა
access_time2020-10-24 11:19:45
საქართველოში, ბოლო 24 საათში, კორონავირუსის 1941 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის მიერ შექმნილი ვებ გვერდი stopcov.ge ავრცელებს. ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 26 503 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელდა კიდევ 412 პაციენტი, გამოჯანმრთელებულთა საერთო რაოდენობაა 10 163. კორონავირუსის შედეგად, ქვეყანაში ბოლო 24 საათში ათი პაციენტი გარდაიცვალა. გარდაცვლილთა რაოდენობა ჯამში 193-ს...

ბიუჯეტის შემოსავალი დღგ-დან წლიურად 295 მილიონითაა შემცირებული

ბიუჯეტის შემოსავალი დღგ-დან წლიურად 295 მილიონითაა შემცირებული
access_time2020-10-24 19:55:29
2020 წლის ბიუჯეტის 9 თვის შესრულების ანგარიშიდან ირკვევა, რომ კერძო სექტორის მიერ გადახდილი დამატებული ღირებულების გადასახადის მოცულობა 2.79 მილიარდ ლარს შეადგენს, რაც მართალია 2020 წლის კორექტირებული ბიუჯეტის გეგმის 106%-ია, თუმცა 2019 წლის მაჩვენებელთან შედარებით 294.6 მილიონი ლარით არის შეცმირებული. 2020 წლის 12 თვეში დღგ-ის გეგმა 3.74 მილიარდ ლარს შეადგენს. შედარებისთვის, ეს თანხა 2019 წელს მობილიზებულ 4.04 მილიარდ ლართან მიმართებით 300 მილიონი ლარით ნაკლებია. დღგ-ის...


მსგავსი სიახლეები

up