გიორგი გახარია: ,,ახალი ტერმინალის დამატების შემდეგ თბილისის საერთაშორისო აეროპორტს შეუძლია, წელიწადში 4 მლნ მგზავრს მოემსახუროს“

გიორგი გახარია: ,,ახალი ტერმინალის დამატების შემდეგ თბილისის საერთაშორისო აეროპორტს შეუძლია, წელიწადში 4 მლნ მგზავრს მოემსახუროს“

access_time2017-09-26 21:00:00

 თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში მოფრენის ახალი ტერმინალი დღეიდან ოფიციალურად გაიხსნა. როგორც „კომერსანტს“ ეკონომიკის სამინისტროდან აცნობეს, ამით საოპერაციო მზაობისა და ტერმინალების შერწყმის პროცესი დასრულდა და მოფრენის ახალი ტერმინალი ექსპულატაციაში შევიდა. მოფრენის ახალი ტერმინალი საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა გახსნა თურქეთის ტრანსპორტის, საზღვაო საქმეთა და კომუნიკაციების მინისტრ აჰმედ არსლანთან და,,ტავ ჰოლდინგის“ პრეზიდენტ სანი შენერთან ერთად.

 

ახალი ტერმინალის საზეიმო გახსნის ცერემონიალზე სიტყვით გამოსვლისას საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ქართულ ავიაციასა და თბილისის საერთაშორისო აეროპორტის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს თანამშრომლებს მადლობა გადაუხადა.

 

ღონისძიებას მინისტრთა კაბინეტის წევრები, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, „ტავ ჯორჯიას“ ხელმძღვანელობა და მოწვეული სტუმრები ეწსრებოდნენ. გახსნის ცერემონიალზესიტყვით გამოვიდა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის გიორგი გახარია. მინისტრის განცხადებით, თუგვსურს, რომსაქართველოგახდესრეგიონშიეკონომიკურიბიზნეს-ლოგისტიკურიჰაბი, ესაეროპორტიდანუნდადაიწყოს.

 

,,სინამდვილეში ხარისხობრივად მომსახურების დონე, რა თქმა უნდა, გაიზრდება. კომფორტული იქნება ჩამოფრენა და გაფრენა თბილისიდან, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. ყველაფერი ციფრებში იზომება და დღეს ამ რენოვაციის, ახალი ტერმინალის დამატების შემდეგ თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის საერთაშორისო აეროპორტს შეუძლია, წელიწადში 4 მილიონ მგზავრს მოემსახუროს, რაც ძალიან მნიშნელოვანია“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.


 

მინისტრმა აღნიშნა, რომ სწორედ თბილისის საერთაშორისო აეროპორტი უნდა გახდეს ჰაბი. ,,რა თქმა უნდა ჩვენ გვინდა, რომ თბილისის აეროპორტი არამხოლოდ მოცულობით იზრდებოდეს, არამედ შინაარსობრივადაც. თუ ვამბობთ, რომ ჩვენი ქვეყანა უნდა გახდეს რეგიონში ეკონომიკური ბიზნეს-ლოგისტიკური ჰაბი, რა თქმა უნდა, პირველ რიგში ეს უნდა დაიწყოს აეროპორტიდან და თბილისის აეროპორტი უნდა გახდეს ჰაბი. აქ გვაქვს გარკვეული პრობლემები და ბევრი სამუშაო მენეჯმენტ კომპანიასთან, რადგან უნდა გაჩნდეს უფრო მეტი მიმართულებები პირდაპირი ფრენებისთვის თბილისის აეროპორტიდან. რა თქმა უნდა, ეს არ არის მარტივი, მაგრამ ჩვენ ამ მიმართულებით ვმუშაობთ და თუ მართლა გვსურს, რომ ეს ქალაქი  რეგიონის ცენტრიიყოს,  მაშინ ამ მიზანს უნდა მივაღწიოთ“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

 

ეკონომიკის სამინისტროს ცნობით, თბილისის საერთაშორისო აეროპორტის მოფრენის ახალი  ტერმინალის მშენებლობა 2016 წლის 27 ივნისს დაიწყო და უმოკლეს პერიოდში დასრულდა.მის მშენებლობაზე „ტავ ჯორჯიამ“ 33 მილიონი დოლარის ინვესტიცია განახორციელა. მშენებლობაზე დასაქმებული იყო 500-მდე ადამიანი.  მოფრენის ახალიტერმინალის ფართობი - 12 000კვ2-ა. პირველი მგზავრები  მოფრენის ახალმატერმინალმა 2017 წლის 12 ივლისს მიიღო.

 

,,ტავ ჰოლდინგის“ პრეზიდენტის განცხადებით, ტურიზმის ინდუსტრიაში აეროპორტს ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილი უკავია. ,,ახლა, როცა საქართველოში ტურიზმი ვითარდება და ტურისტების რაოდენობა ძალიან სწრაფად იზრდება, თბილისის საერთაშორისო აეროპორტს საქართველოს ეკონომიკის განვითარების საქმეშიმნიშვნელოვანი წვლილის შეტანა შეუძლია. 2007 წელს მგზავრთნაკადი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დაახლოებით 600 000 იყო, წელს კი ჩვენ 3 მილიონზე მეტ მგზავრს ველოდებით“,- განაცხადა სანი შენერმა.

 

მოფრენის ახალ ტერმინალს აქვს ახალი ჩასხდომის ხიდი ორი გასასვლელით, რომელიც ორ თვითმფირნავს ერთდროულად ემსახურება. ასევე ახალ ტერმინალში არის 4 Bus gate; ჯამში თბილისის საერთაშორისო აეროპორტს აქვს  ჩასხდომის ხიდი 5 და 6 Bus gate, 5 ბარგის კარუსელი. მოფრენისახალტერმინალს აქვს 5 ახალი თვითმფრინავის სადგომი. მოეწყო  250 მანქანაზე გათვლილი ახალი ავტოსადგომი.

 

 



თავდამსხმელი 3 მძევალთან ერთად ბანკის შენობიდან გამოვიდა და მანქანით ტერიტორია დატოვა

თავდამსხმელი 3 მძევალთან ერთად ბანკის შენობიდან გამოვიდა და მანქანით ტერიტორია დატოვა
access_time2020-10-21 22:30:43
თავდამსხმელმა 3 მძევლის თანხლებით ზუგდიდში, საქართველოს ბანკის ფილიალის შენობა დატოვა.   ერთ-ერთი განთავისუფლებული მძევლის, ირაკლი კვარაცხელიას ცნობით, პოლიციელებმა თავდამსმხელს ფული მოუტანეს, რის შემდეგაც მან, სამართალდამცველებთან და მძევლებთან ერთად საქართველოს ბანკის ოფისი დატოვა.   გავრცელებულ კადრებში ჩანს, რომ თავდამსხმელს გამოსვლისას გახსნილი ხელყუმბარა ეჭირა ხელში.   ფორმულას ინფორმაციით, თავდამსხმელი პიკაპის ტიპის...

ზუგდიდში „საქართველოს ბანკზე“ თავდამსხმელმა კიდევ 2 მძევალი გაათავისუფლა

ზუგდიდში „საქართველოს ბანკზე“ თავდამსხმელმა კიდევ 2 მძევალი გაათავისუფლა
access_time2020-10-21 19:44:46
ზუგდიდში „საქართველოს ბანკზე“ თავდამსხმელმა 2 მძევალი გაათავისუფლა. როგორც „ინტერპრესნიუსის“ კორესპონდენტი ადგილიდან იუწყება, 2-მა ქალმა შენობა უკვე...

ვახტანგ გომელაური ზუგდიდში ჩავიდა

ვახტანგ გომელაური ზუგდიდში ჩავიდა
access_time2020-10-21 19:15:40
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური ზუგდიდის მერიაში იმყოფება. მინისტრი ხვდება ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს, ზუგდიდის მერს, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში სახელმწიფო რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებელ მალხაზ თორიას, შეხვედრას ესწრება ყველა ძალოვანი უწყების წარმომადგენელი. მერიის შენობის წინ სამხედრო ტექნიკაა მობილიზებული. ასევე, სამართალდამცველები იმყოფებიან „საქართველოს ბანკის“ შენობის პერიმეტრზე და საპოლიციო...

კახა საბანაძე - კატეგორიულად მოვითხოვთ მედიასაშუალებებისგან, მოხდეს ლაივსიგნალის გათიშვა, წინააღმდეგ შემთხვევაში კი, სახელმწიფო გამოიყენებს კანონმდებლობით არსებულ ყველა ბერკეტს

კახა საბანაძე - კატეგორიულად მოვითხოვთ მედიასაშუალებებისგან, მოხდეს ლაივსიგნალის გათიშვა, წინააღმდეგ შემთხვევაში კი, სახელმწიფო გამოიყენებს კანონმდებლობით არსებულ ყველა ბერკეტს
access_time2020-10-21 18:15:49
„მოგესალმებით, როგორც თქვენთვის ცნობილია, ზუგდიდში უმძიმეს შემთხვევასთან გვაქვს საქმე. მძევლად არიან აყვანილი ჩვენი მოქალაქეები. შეტყობინების მიღებისთანავე დაიწყო გამოძიება და მიმდინარეობს გადაუდებელი ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებები. შინაგან საქმეთა სამინისტრო აკეთებს მაქსიმუმს, რათა მოხდეს მძევლების გათავისუფლება და საპოლიციო ღონისძიება დასრულდეს მშვიდობიანად“ – განაცხადა ბრიფინგზე საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ კახაბერ საბანაძემ. ინფორმაციას ამის...

21 ოქტომბერი - რეგიონში მხოლოდ ქართული ლარი გაუფასურდა

21 ოქტომბერი - რეგიონში მხოლოდ ქართული ლარი გაუფასურდა
access_time2020-10-21 18:00:09
კორონავირუსის უარყოფითი ეფექტი რეგიონში ყველაზე მკვეთრად ქართული ლარის კურსზე აისახა. 2020 წლის განმავლობაში, ქართული ლარი აშშ დოლართან მიმართებაში დაახლოებით 12%-ით გაუფასურდა. შედარებისთვის, დაახლოებით 11%-ით არის შემცირებული თურქული ლირა, სომხური დრამი და აზერბაიჯანული მანათი კი 2%-ის ქვემოთ მერყეობს. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული 21 ოქტომბრის ვაჭრობის შედეგად, ქართული ლარის კურსი გაუფასურდა და ერთი აშშ დოლარის ღირებულებამ 3.2274 ლარი შეადგინა....


მსგავსი სიახლეები

up