გიორგი გახარია - ეკონომიკაში ახალი ენერგია გვჭირდება , არა მხოლოდ იმიტომ, რომ დამატებით სამუშაო ადგილები შევქმნათ, არამედ იმისთვის, რომ ქართული ბიზნესი ბევრად უფრო გაძლიერდეს

გიორგი გახარია - ეკონომიკაში ახალი ენერგია გვჭირდება , არა მხოლოდ იმიტომ, რომ დამატებით სამუშაო ადგილები შევქმნათ, არამედ იმისთვის, რომ ქართული ბიზნესი ბევრად უფრო გაძლიერდეს

access_time2019-10-10 13:58:56

ჩვენ ახალი ენერგია გვჭირდება ეკონომიკაში, არა მხოლოდ იმიტომ, რომ დამატებით სამუშაო ადგილები შევქმნათ, არამედ იმისთვის, რომ ქართული ბიზნესი იყოს ბევრად უფრო ძლიერი, ვიდრე არის დღეს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მევენახეობა-მეღვინეობის დარგის წარმომადგენლებთან შეხვედრისას განაცხადა. ინფორმაციას პრემიერის პრესსამსახური ავრცელებს.


მთავრობის მეთაურის შეფასებით, ამ კუთხით ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანია მევენახეობა-მეღვინეობის დარგი, რომელიც არა მხოლოდ სოფლის მეურნეობას განავითარებს, არამედ საკმაოდ დიდი გადადინების ეფექტი აქვს.


„ჩვენთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია, ნელ-ნელა დავიწყოთ იმ პრობლემების და ხარვეზების მოგვარება, რომელთა გამოსწორება სწრაფად შეიძლება, თუმცა შეგვიძლია, სისტემურ პრობლემებზეც ვისაუბროთ. დარგი კარგად ვითარდება - 9 თვის მონაცემებით დაახლოებით 60 მილიონზე მეტი ბოთლია ექსპორტირებული, რაც კარგი მონაცემებია. კარგად მახსოვს 2012-2013 წლები, როდესაც დაახლოებით 50 ათას ტონაზე ვსაუბრობდით. წელს, რთველში უკვე დაახლოებით 270 ათასი ტონა გვაქვს მიღებული, - განაცხადა პრემიერმა.



მთავრობის მეთაურმა ასევე ხაზი გაუსვა ქართული ღვინის ხარისხის გაუმჯობესების მნიშვნელობას.


„რა თქმა უნდა, უკვე არის დრო ვიფიქროთ ხარისხზე. ყველას კარგად გვესმის, რომ ქართული ღვინის ხარისხი, გლეხის და მევენახის მიერ მოყვანილი ყურძნის ხარისხიდან იწყება. ყველაფერთან ერთად ესეც ძალზე მნიშვნელოვანია. მესმის, რომ პრობლემები ბევრია, მაგრამ თუ პრაგმატულად, ობიექტურად და შედეგზე ორიენტირებულად მივუდგებით, გადაუწყვეტელი პრობლემები არ უნდა იყოს, - განაცხადა გიორგი გახარიამ.








„ვერ გამოვრიცხავ სასამართლო დავას ანაკლიის კონსორციუმის მხრიდან - იმედი ვიქონიოთ, იქნებ მათ ეყოთ ნამუსი, რომ პროცესში არ შევიდნენ, თუნდაც არბიტრაჟის სახით“

„ვერ გამოვრიცხავ სასამართლო დავას ანაკლიის კონსორციუმის მხრიდან - იმედი ვიქონიოთ, იქნებ მათ ეყოთ ნამუსი, რომ პროცესში არ შევიდნენ, თუნდაც არბიტრაჟის სახით“
access_time2019-10-20 20:48:43
ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა თუ ვერ შეასრულა დაფინანსების მოზიდვის ვალდებულება, შესაბამისად, ჩვენ სამწუხაროდ, აღარ გვექნება მეტი საშუალება, რომ გადავდოთ ამ ძალიან მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელება, - ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის...

The Washington Post: აფხაზეთში ცხოვრობს 400 ჩრდილოეთ კორეელი მიგრანტი

The Washington Post: აფხაზეთში ცხოვრობს 400 ჩრდილოეთ კორეელი მიგრანტი
access_time2019-10-20 22:00:50
ამ დროისთვის აფხაზეთში ცხოვრობს და მუშაობს 400 ჩრდილოეთ კორეელი, რომელსაც შეუძლია დარჩეს არაღიარებულ რესპუბლიკაში საერთაშორისო სანქციების მიუხედავად.   დილით ადრე, ჯერ კიდევ მზის ამოსვლამდე, ჩრდილოეთ კორეელი მუშები გადიან აფხაზეთის ქალაქების ქუჩებში სახლების ასაშენებლად და რკინიგზის გასაყვანად.   ისინი ცხოვრობენ მიტოვებულ საბჭოთა სასტუმროში, რომელიც გარშემორტყმულია პალმებით და მოზაიკებით ლენინის...

რატომ აფეთქდა გურამიშვილის გამზირზე გაზი - ურთიერთ ბრალდებები და რისიკის ქვეშ მყოფი ქალაქი

რატომ აფეთქდა გურამიშვილის გამზირზე გაზი - ურთიერთ ბრალდებები და რისიკის ქვეშ მყოფი ქალაქი
access_time2019-10-20 20:00:27
კიდევ ერთი აფეთქება თბილისში, გურამიშვილის გამზირზე, რომელიც სავარაუდოდ, გაზის გაჟონვის შედეგად მოხდა. სპეციალისტთა შეფასებით, ამისგან თბილისში დაზღვეული პრაქტიკულად არავინაა. ვის ეკუთვნის პასუხისმგებლობა მომხდარზე და რა მექანიზმებს მიმართა ხელისუფლებამ იმისთვის, რომ მსგავსი ფაქტები აღარ განმეორდეს?   აფეთქების შედეგად 4 ადამიანია დაშავებული, რომელთა შორის ერთი არასრუწლოვანია. ხოლო სახლის მეპატრონეს, სადაც აფეთქება მოხდა, მძიმე სახის დამწვრობა აქვს მიღებული. სამაშველო...

Lufthansa-ს სუბსიდირებული ავიაკოპანიების თანამშრომლები გაიფიცნენ

Lufthansa-ს სუბსიდირებული ავიაკოპანიების თანამშრომლები გაიფიცნენ
access_time2019-10-20 19:00:06
გერმანიის ბორტგამცილებლების პროფკავშირმა დღეს გაფიცვა მოაწყო, რის შედეგადაც Eurowings-ის, Germanwings-ის, Lufthansa Cityline-ისა და Sunexpress-ის რეისები არ შესრულდა. გაფიცვა შუა ღამემდე, ადგილობრივი დროით 02:00 საათამდე გაგრძელდება. ამის შესახებ...

ბაკურიანისთვის სამგზავრო ავტობუსების შესყიდვაზე ტენდერი გამოცხადდა

ბაკურიანისთვის სამგზავრო ავტობუსების შესყიდვაზე ტენდერი გამოცხადდა
access_time2019-10-20 17:40:20
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა ბაკურიანის სამგზავრო ავტობუსების შესყიდვაზე ტენდერი გამოაცხადა. ინფორმაციას ფონდი ავრცელებს. შესყიდვა ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) დაფინანსებით ხორციელდება და ითვალისწინებს 10 ერთეული სამგზავრო ავტობუსის შეძენას. „გარდა სამგზავრო ავტობუსებისა, ფონდს დაგეგმილი აქვს ბაკურიანისთვის თოვლის საწმენდი, სათხილამურო ტრასების მოსაწესრიგებელი, მყარი...


მსგავსი სიახლეები

up