გიორგი გახარია: „ასეთ დღესასწაულებს ჩვენს ცხოვრებაში შემოაქვთ ის პოზიტიური ენერგია, რომელიც წარმატების საფუძველი უნდა გახდეს“

გიორგი გახარია: „ასეთ დღესასწაულებს ჩვენს ცხოვრებაში შემოაქვთ ის პოზიტიური ენერგია, რომელიც წარმატების საფუძველი უნდა გახდეს“

access_time2017-05-26 17:19:30

„ასეთ დღესასწაულებს ჩვენს ცხოვრებაში შემოაქვთ ის პოზიტიური ენერგია, რომელიც წარმატების საფუძველი უნდა გახდეს" - ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, გიორგი გახარიამ საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების შესახებ კომენტარის დროს განაცხადა. გიორგი გახარიამ შვილთან მოადგილეებთან ერთად რუსთაველის გამზირზე 26 მაისისადმი მიძღვნილი სივრცეები, მათ შორის ეკონომიკის სამინისტროს სამი ლოკაცია - „აწარმოე საქართველოში," „სტარტაპ საქართველოს" შოურუმი და ტექნოპარკის სივრცე დაათვალიერა. მინისტრი მთავრობის წარმომადგენლებთან ერთად ასევე სამხედრო წვევამდელების ფიცის დადების ცერემონიას დაესწრო.

 

 


„პირველ რიგში, საქართველოს თითოეულ მოქალაქეს მინდა მივულოცო ეს დღესასწაული - საქართველოს დამოუკიდებლობის დღე. ყველა ჩვენგანისთვის ეს არის უმნიშვნელოვანესი დღე, რომელიც გვაერთიანებს მსოფლმხედველობისა და შეხედულებების მიუხედავად. ვეცადეთ, რომ ყველა ის ადამიანი, რომელიც ქვეყნის მშენებლობაში რაღაც სახით არის ჩართული, ეს იქნება მიკრომეწარმე, ეს იქნება სტარტაპერი თუ მსხვილი ბიზნესის წარმომადგენელი, გაგვეერთიანებინა და სწორედ ისინი არიან დღეს ჩვენს ლოკაციებზე წარმოდგენილები. ეს ადამიანები არიან უზომოდ ამაყნი თავისი ქვეყნით, საქმიანობით და მინდა, პირველ რიგში, მათ მივულოცო ეს დღესასწაული. შედეგზე ორიენტირებული საერთო შრომა გაგვაერთიანებს და ვფიქრობ, რომ ასეთ დღესასწაულებს ჩვენს ცხოვრებაში შემოაქვთ ის პოზიტიური ენერგია, რომელიც წარმატების საფუძველი უნდა გახდეს" - განაცხადა გიორგი გახარიამ.

 

 


ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო აქტიურად არის ჩართული 26 მაისის სადღესასწაულო ღონისძიებებში როგორც თბილისში, ისე რეგიონებში. 26 მაისს, რუსთაველის გამზირზე ნებისმიერ მსურველს შეუძლია დაათვალიეროს სივრცე „აწარმოე საქართველოში," სადაც მოწყობილია სამეწარმეო მარკეტი. ამ სივრცეში საკუთარი პროდუქცია წარმოდგენილი აქვთ „აწარმოე საქართველოში" პროგრამის 18 ბენეფიციარს, საპარტნიორო ფონდის ბენეფიციარებს და რამდენიმე ათეულ დამწყებ მეწარმეს. მნიშვნელოვანია, რომ „აწარმოე საქართველოში" წარმოდგენილია „სტარტაპ მარკეტთან" ერთად, რომელსაც უკვე დამკვიდრებული ბრენდის იმიჯი აქვს ახალგაზრდა მეწარმეებს შორის და, შესაბამისად, მათთვის ძალიან საინტერესოა.

 

 



დამთვალიერებლებისთვის ასევე საკმაოდ საინტერესოა ტექნოპარკის სივრცე, სადაც მიმდინარეობს ტექნოპარკის სამრეწველო ინოვაციების ლაბორატორიის (ფაბლაბი) სტარტაპების მიერ დამზადებული ნივთების გამოფენა-გაყიდვა.

 

 


თბილისში მიმდინარე ღონისძიებების პარალელურად, რუსთაველის თემაზე საინტერესო აქტივობები ხორციელდება თბილისისა და ქუთაისის აეროპორტებში, სადაც ჩამოსული სტუმრებისთვის ქართული კულტურის შესახებ საინფორმაციო კამპანია მიმდინარეობს. აღსანიშნავია, რომ სტუმრებს აეროპორტებში განსაკუთრებული სიურპრიზიც ხვდებათ ბრენდირებული ქართული ღვინის სახით.

 

 


ამასთან ერთად, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით ახალციხეში მიმდინარეობს გამოფენა-გაყიდვა, ხოლო რაბათის ციხეში მსახიობების, სპეციალური დეკორაციებისა და წარმოდგენების საშუალებით რუსთაველის ეპოქა ცოცხლდება. ღონისძიებაში 50-მდე მსახიობი, ქართული ორთაბრძოლის ოსტატები და საჰაერო შოუს აკრობატები მონაწილეობენ.

 

 

 

 

 

 

 



„ჩვენ პრობლემებს დაუხვეწავ კანონმდებლობაში ვხედავთ და არა თიზ-ის ინფრასტრუქტურაში“ - ჰუალინგის თიზ-ის აღმასრულებელი დირექტორი

„ჩვენ პრობლემებს დაუხვეწავ კანონმდებლობაში ვხედავთ და არა თიზ-ის ინფრასტრუქტურაში“ - ჰუალინგის თიზ-ის აღმასრულებელი დირექტორი
access_time2021-04-16 18:30:56
„ჩვენ პრობლემებს დაუხვეწავ კანონმდებლობაში ვხედავთ და არა თიზ-ის ინფრასტრუქტურაში, რაზეც უკვე წლებია ვსაუბრობთ* - აცხადებს ჰუალინგის თიზ-ის აღმასრულებელი დირექტორი სოსო ნიბლაძე, თუმცა არ ეთანხმება ქეთი ბოჭორიშვილის მოსაზრებას, რომ თიზ-ებში ინვესტორებს პრობლემების მოგვარება თვითონ უხდებათ და თიზ-ებში არ არის მოწესრიგებული ინფრასტრუქტურა. „ჰუალინგის თიზ-ში გასული 5 წლის განმვალობაში განხორციელდა 50 მლნ დოლარზე მეტი ინვესტიცია, როგორც უშუალოდ ინდუსტრიული პროექტების მოზიდვის...

რუსეთი დსთ - დან ჩასულ არალეგალ მიგრანტებს ქვეყნის დატოვებას სთხოვს

რუსეთი დსთ - დან ჩასულ არალეგალ მიგრანტებს ქვეყნის დატოვებას სთხოვს
access_time2021-04-16 19:00:31
რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტრო დსთ-ს ქვეყნებისგან მოითხოვს, რომ მათ რუსეთში არალეგალურად მყოფი თავისი მოქალაქეები 15 ივნისამდე დაუყოვნებლივ გაიყვანონ. ამის შესახებ საპარლამენტთაშორისო ასამბლეაზე უწყების ხელმძღვანელის მოადგილემ ალექსანდრ გორავოიმ განაცხადა. შინაგან საქმეთა სამინისტროს სტატისტიკის მიხედვით, დღეს რუსეთში 332 ათასი არალეგალი მიგრანტი იმყოფება უზბეკეთიდან, 247 ათასი  - ტაჯიკეთიდან, 152 ათასი - უკრაინიდან, 120 ათასი...

16 აპრილი - რეგიონში მხოლოდ თურქული ლირა გაუფასურდა

16 აპრილი - რეგიონში მხოლოდ თურქული ლირა გაუფასურდა
access_time2021-04-16 18:00:21
კორონავირუსის უარყოფითი ეფექტი ქართული ლარის კურსზე მკვეთრად აისახა. 2021 წლის 16 აპრილის ოფიციალური კურსების მიხედვით, წლის დასაწყისიდან ქართული ლარი აშშ დოლართან მიმართებაში დაახლოებით 16 პუნქტით გაუფასურდა. შედარებისთვის, დაახლოებით 62 პუნქტით არის გაუფასურებული თურქული ლირა, სომხური დრამი მცირედით გამყარდა და აზერბაიჯანული მანათი კი პრაქტიკულად უცვლელია. ეროვნული ბანკის მიერ 16 აპრილის ვაჭრობის შედეგად (რომლის ოფიციალური კურსი 19 აპრილისთვისაა) ეროვნული...

დღის Top 10 საინტერესო ამბავი

დღის Top 10 საინტერესო ამბავი
access_time2021-04-16 21:00:47
დღის Top 10 საინტერესო ამბავი: 1.„ახალი ობლიგაციების დაბალი საპროცენტო განაკვეთით ბიუჯეტი 350 მლნ ლარს დაზოგავს“ „ფინანსთა სამინისტრომ წარმატებით დაასრულა 500 მლნ აშშ დოლარის ღირებულების ევრობონდების გამოშვება. საპროცენტო განაკვეთმა (coupon rate) შეადგინა 2,75%. ახალი ობლიგაციებით მოხდა 2011 წელს გამოშვებული ევროობლიგაციების...

„ქართული ოცნება“ საჯაროდ აწერს ხელს შარლ მიშელის ეგიდით შექმნილ დოკუმენტს - არჩილ თალაკვაძე

„ქართული ოცნება“ საჯაროდ აწერს ხელს შარლ მიშელის ეგიდით შექმნილ დოკუმენტს - არჩილ თალაკვაძე
access_time2021-04-16 17:15:15
„ქართული ოცნება“ მედიატორის მიერ შექმნილ დოკუმენტს ხელს საჯაროდ აწერს. ამის შესახებ განცხადება პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე ცოტა ხნის წინ გააკეთა. „ქართული ოცნება“ საჯაროდ აწერს ხელს ევროკავშირისა და ევროსაბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის ეგიდით შექმნილ დოკუმენტს, რომელიც ევროსაბჭოს პრეზიდენტის სპეციალურმა წარმომადგენელმა საქართველოში კრისტიან დანიელსონმა წარადგინა. ჩვენ დიალოგის დასკვნით შეხვედრაზევე დავაფიქსირეთ დოკუმენტის...


მსგავსი სიახლეები

up