გიორგი გახარია  - არჩევნების დემოკრატიულად, ღიად და ტრანსპარენტულად ჩატარება ჩვენი ყველასი, მთავრობის, მოქალაქეების, ოპოზიციის, პარტიების საერთო ვალდებულებაა

გიორგი გახარია - არჩევნების დემოკრატიულად, ღიად და ტრანსპარენტულად ჩატარება ჩვენი ყველასი, მთავრობის, მოქალაქეების, ოპოზიციის, პარტიების საერთო ვალდებულებაა

access_time2020-10-27 23:30:00

ეს საარჩევნო კამპანია არის უკიდურესად ღია და გამჭვირვალე, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, ფოთში, ჟურნალისტების კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომელიც საარჩევნო პერიოდში, „ქართული ოცნების“ მიერ ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებას ეხებოდა. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს.



მთავრობის მეთაურის თქმით, თუ ასეთი დამადასტურებელი ფაქტი იქნება, საარჩევნო კამპანიაში არსებობს სპეციალური მექანიზმები იმისთვის, რომ მოხდეს გასაჩივრება.




„ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება, მოსყიდვა, დაშინება და კიდევ ბევრი ტრაფარეტული სიტყვები, რომელიც ასე ერთი და იგივე მეორდება, ვერც ერთ დამადასტურებელ ფაქტს ვერ მოიყვანთ. თუ ასეთი დამადასტურებელი ფაქტი იქნება, საარჩევნო კამპანიაში არსებობს სპეციალური მექანიზმები იმისთვის, რომ მოხდეს გასაჩივრება. არსებობს უწყებათაშორისი კომისია. ეს საარჩევნო კამპანია არის უკიდურესად ღია და გამჭვირვალე. ამიტომ, არანაირი პრობლემა, არანაირი რისკი, რომ მსგავსი ქმედებებით ვინმეს შეიძლება რეალური ზემოქმედება იქონიოს არჩევნებზე, არ არსებობს. სამაგიეროდ, არსებობს სხვა, უფრო შეფარული მექანიზმები, რომელიც დღეს, ქალბატონი თეა წულუკიანის ბრიფინგში, ყველამ კარგად მოვისმინეთ და იმასაც უნდა მივაქციოთ ყურადღება. ეს ხომ ჩვენი საერთო არჩევნებია. ერთი რამ უნდა გვესმოდეს - არჩევნების დემოკრატიულად, ღიად და ტრანსპარენტულად ჩატარება ჩვენი ყველას საერთო ვალდებულებაა, არა მხოლოდ მთავრობის, მოქალაქეების, ოპოზიციის, პარტიების, ყველასი. ეს იქნება საერთო გამარჯვება და საერთო გამარჯვება არა რომელიმე პარტიის და „ქართული ოცნების“, არამედ ქვეყნის. ამიტომ, ამ ამბავშიც, ამ თემაშიც და ამ საკითხშიც, ჩვენ უნდა ვიყოთ მოკავშირეები და არა ზოგიერთ რომ ჰგონია“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.









„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up