გიორგი გახარია - არჩევანი, რომელსაც ჩვენ გავაკეთებთ 31 ოქტომბერს,  განსაზღვრავს წლების განმავლობაში საქართველოს შემდგომ დემოკრატიულ განვითარებას

გიორგი გახარია - არჩევანი, რომელსაც ჩვენ გავაკეთებთ 31 ოქტომბერს, განსაზღვრავს წლების განმავლობაში საქართველოს შემდგომ დემოკრატიულ განვითარებას

access_time2020-10-29 15:21:03

„ჩვენ აუცილებლად უნდა გავაგრძელოთ ქვეყნის აღმშენებლობა და ყველა უნდა შევეგუოთ, იმ გამოწვევების პირობებშიც, როგორიც არის პანდემია, ვირუსი, როდესაც ჩვენ კამპანიის ჩატარებაც გვიწევს პირბადეებით, ჩვენ უნდა ვხვდებოდეთ და გავიაზროთ, რომ არ უნდა გავჩერდეთ არც ერთი დღე, როგორც ბოლო 1 წლის განმავლობაში არც ერთი სისტემური ინფრასტრუქტურული პროექტი ქვეყანაში არ გაჩერებულა“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" საბურთალოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, დავით სერგეენკოს წარდგენაზე განაცხადა. ინფორმაციას „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ პრესსამსახური ავრცელებს.



მთავრობის მეთაურმა ხაზი გაუსვა, რომ ეს ყველაფერი უნდა გაგრძელდეს და სწორედ ეს არის მთავრობის პასუხისმგებლობა მომავალი თაობების წინაშე.



„პირველ რიგში, მინდა გითხრათ, რომ უაღრესად დიდი პატივია დღეს, აქ, თქვენთან ერთად ყოფნა, განსაკუთრებით საბურთალოზე, ჩემს მშობლიურ უბანში, სადაც დავიბადე, გავიზარდე, სადაც სკოლა დავამთავრე. რა თქმა უნდა, ეს ძალიან ემოციურია, თუმცა ჩვენ, ემოციების მიღმა, ბევრი საქმე გვაქვს გასაკეთებელი. ჩვენ აუცილებლად უნდა გავაგრძელოთ ქვეყნის აღმშენებლობა და ყველა უნდა შევეგუოთ, იმ გამოწვევების პირობებშიც, როგორიც არის პანდემია, ვირუსი, როდესაც ჩვენ კამპანიის ჩატარებაც გვიწევს პირბადეებით, ჩვენ უნდა ვხვდებოდეთ და გავიაზროთ, რომ არ უნდა გავჩერდეთ არც ერთი დღე, როგორც ბოლო 1 წლის განმავლობაში არც ერთი სისტემური ინფრასტრუქტურული პროექტი ქვეყანაში არ გაჩერებულა, ისე, როგორც საბურთალოზე და თბილისშიც არც ერთი ინფრასტრუქტურული პროექტი არ გაჩერებულა. ჩვენ ასე უნდა გავაგრძელოთ, ეს არის ჩვენი პასუხისმგებლობა ჩვენი მომავალი თაობების წინაშე. ეს არის ჩვენი ზრუნვა ერთმანეთის წინაშე, როდესაც ჩვენ ვუფრთხილდებით ჩვენს მოხუცებს, როდესაც ჩვენ ვატარებთ პირბადეს, ვიცავთ ელემენტარულ წესებს“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.



პრემიერმა პანდემიაზე საუბრისას, მადლობა გადაუხადა თითოეულ ექიმს, რომელიც დღეს წინა ხაზზეა, ისევე, როგორც თითოეულ პოლიციელს, რომელიც ქვეყნის უსაფრთხოებას იცავს და როცა საჭირო იყო ეხმარებოდა ექიმებს, ასევე მადლობა გადაუხადა ჯარისკაცებს, რომლებიც ჩვენი ქვეყნის მშვიდობას იცავენ და ასევე ეხმარებოდნენ ექიმებს.




„აქ ბრძანდებიან ჩვენი ექიმები, ღვაწლმოსილი ადამიანები, თითოეული მათი სიტყვა ჩვენთვის ყოველთვის იყო სახელმძღვანელო და არ მქონია ამდენ ხალხში იმის შესაძლებლობა, რომ ამ ადამიანებისთვის მადლობა მეთქვა და მათი სახით მინდა თითოეულ იმ ექიმს, რომელიც დღეს წინა ხაზზეა და იბრძვის ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობის და სიცოცხლისთვის, მათ დიდი მადლობა გადავუხადო, ისევე, როგორც თითოეულ პოლიციელს, რომელიც ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებას იცავს და როცა საჭირო იყო ეხმარებოდა ექიმებს, ისევე, როგორც ჯარისკაცებს, რომლებიც ჩვენი ქვეყნის მშვიდობას იცავენ და ასევე ეხმარებოდნენ ექიმებს, ამ ხალხსაც მინდა დიდი მადლობა გადავუხადო", - აღნიშნა მთავრობის მეთაურმა.



გიორგი გახარიას თქმით, მომავალი 4 წლის განმავლობაში საქართველოს ინფრასტრუქტურაში ინვესტირებული იქნება 20 მილიარდ ლარზე მეტი და ეს ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ ჩვენი გზები, სკოლები, საავადმყოფოები იყოს ისეთივე თანამედროვე, როგორც ევროპული.



„ჩვენი ერთადერთი გამოსავალი არის ერთმანეთზე ზრუნვა და რაციონალური, გონივრული პოლიტიკით ქვეყნის აღმშენებლობის გაგრძელება. სწორედ ამიტომ გვჭირდება ჩვენ ეს გამარჯვება. ჩვენ ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ის სისტემური პროექტები, რომლებსაც ჩვენ ვახორციელებთ ინფრასტრუქტურაში, მე კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნავ - ჩვენ მომავალი 4 წლის განმავლობაში საქართველოს ინფრასტრუქტურაში ინვესტირებას მოვახერხებთ 20 მილიარდ ლარზე მეტს, ეს ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ ჩვენი გზები, ჩვენი სკოლები, ჩვენი საავადმყოფოები იყოს ისეთივე თანამედროვე, როგორც ევროპული.



ეს ყველაფერი საბოლოო ჯამში კეთდება იმისთვის, რომ ჩვენი განათლების სისტემა იყოს ევროპული, ეს ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ 4 წლის შემდგომ ჩვენ, ჩვენი ქვეყნის სტანდარტები დავუახლოვოთ მაქსიმალურს, ევროპულს, როდესაც გვექნება სრული უფლება იმისთვის, რომ სრულფასოვან წევრობაზე გავაკეთოთ განაცხადი 2024 წელს. ეს არის დამოუკიდებელი საქართველოს ყველაზე დიდი ოცნება, რომელიც ჩვენ ერთად უნდა განვახორციელოთ“, - აღნიშნა პრემიერმა.



მთავრობის მეთაურმა ხაზი გაუსვა, რომ 31 ოქტომბრის არჩევანი განსაზღვრავს წლების განმავლობაში საქართველოს შემდგომ დემოკრატიულ განვითარებას.



„ყველას კარგად უნდა გვესმოდეს ერთი რამ, რა თქმა უნდა, ეს არის ძალზედ მნიშვნელოვანი, რა თქმა უნდა, ჩვენ გვმართებს ურთიერთპასუხისმგებლობა, რა თქმა უნდა, ჩვენ უნდა დავიცვათ ელემენტარული წესები მაგრამ, რაც მთავარია, ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ პანდემია გაივლის, ეკონომიკურ კრიზისსაც დავძლევთ, მაგრამ არჩევანს, რომელსაც ჩვენ გავაკეთებთ 31 ოქტომბერს, ეს არჩევანი განსაზღვრავს წლების განმავლობაში საქართველოს შემდგომ დემოკრატიულ განვითარებას. ასე, რომ ჩემო ძვირფასებო გისურვებთ გამარჯვებას სამართლიან ბრძოლაში“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.








საქართველოს ნაკრებმა ფინეთიც დაამარცხა და ჯგუფის ერთპიროვნული ლიდერია

საქართველოს ნაკრებმა ფინეთიც დაამარცხა და ჯგუფის ერთპიროვნული ლიდერია
access_time2020-11-28 23:51:10
ევრობასკეტის საკვალიფიკაციო ეტაპზე ერთმანეთს საქართველოსა და ფინეთის ნაკრებები დაუპირისპირდნენ. ვინაიდან მომდევნო წელს ევრობასკეტს საქართველო მასპინძლობს, ჩვენი ნაკრები ამ ტურნირზე ავტომატურად მოხვდა. მატჩი თანაბარ ბრძოლაში მიდიოდა. პირველი ტაიმი საქართველოს ნაკრებმა მინიმალური ანგარიშით მოიგო. მესამე მეოთხედში ფინეთმა მოგვიგო და ბოლო მეოთხედის წინ სიტუაცია დაძაბა.თუმცა საქართველოს ნაკრებმა ბოლო მეოთხედში ძალები მოიკრიბა, დალაგებულად ითამაშა და საბოლოოდ, 91:85...

27 ნოემბერი - რეგიონში მხოლოდ ქართული ლარი გაუფასურდა

27 ნოემბერი - რეგიონში მხოლოდ ქართული ლარი გაუფასურდა
access_time2020-11-27 18:15:54
კორონავირუსის უარყოფითი ეფექტი რეგიონში ყველაზე მკვეთრად ქართული ლარის კურსზე აისახა. 2020 წლის განმავლობაში, ქართული ლარი აშშ დოლართან მიმართებაში დაახლოებით 12%-ით გაუფასურდა. შედარებისთვის, დაახლოებით 11%-ით არის შემცირებული თურქული ლირა, სომხური დრამი და აზერბაიჯანული მანათი კი 2%-ის ქვემოთ მერყეობს. ეროვნული ბანკის მიერ 26 ნოემბრის ვაჭრობის შედეგად, ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან მიმართებით გამყარდა, რის შედეგადაც ერთი დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.3164 ლარი გახდა....

დღის Top 10 საინტერესო ამბავი

დღის Top 10 საინტერესო ამბავი
access_time2020-11-27 21:00:33
დღის Top 10 საინტერესო ამბავი: 1.„მარტში რესტორნების სასაფლაოს მივიღებთ, მათი 90% ვეღარ გაიხსნება“ - რესტორატორთა ასოციაცია მთავრობის გადაწყვეტილებით, 28 ნოემბერი - 31 იანვრის ჩათვლით რესტორნები და კვების ობიექტები მთლიანად გატანის სერვისზე გადადიან. „რესტორატორთა ასოციაციის” ხელმძღვანელი კოტე გაბრიჩიძე „კომერსანტთან“...

„ყოველი დაკეტილი დღე 10 მილიონიანი ზარალია“ - სავაჭრო ცენტრები ფუნქციონირების შეზღუდვის 15 დეკემბერიდან მოხსნას ითხოვენ

„ყოველი დაკეტილი დღე 10 მილიონიანი ზარალია“ - სავაჭრო ცენტრები ფუნქციონირების შეზღუდვის 15 დეკემბერიდან მოხსნას ითხოვენ
access_time2020-11-27 16:15:35
თბილისში არსებული დიდი სავაჭრო ცენტრების ხელმძღვანელების განცხადებით, მთავრობის მიერ გამოცხადებულმა ე.წ. ლოკდაუნმა ისინი მწარე რეალობის წინაშე დააყენა, ყოველი დაკეტილი დღე 6 ცენტრისთვის 10 მილიონი ზარალია. თბილისში არსებული დიდი სავაჭრო ცენტრების წარმომადგენლები პრემიერმინისტრსა და ანტიკრიზისულ საბჭოს მიმართავენ. ეს სავაჭრო ცენტრებია: გალერეა თბილისი;თბილისი მოლი;ისთ ფოინთი;თბილისი ცენტრალი;ქარვასლა;სითი...

Forbes: ჯეფ ბეზოსის ეკოლოგიური ინიციატივა მწვავე კრიტიკის საგანი გახდა

Forbes: ჯეფ ბეზოსის ეკოლოგიური ინიციატივა მწვავე კრიტიკის საგანი გახდა
access_time2020-11-28 20:00:00
Amazon-ის დამაარსებელმა, მსოფლიოს ერთ-ერთმა უმდიდრესმა ადამიანმა ჯეფ ბეზოსმა ბუნებაზე ზრუნვა გადაწყვიტა და საქველმოქმედო ეკოლოგიური ფონდი Bezos Earth Fund შექმნა. ნოემბერში ფონდმა 16 ეკოლოგიური ორგანიზაცია უკვე შეარჩია, ისინი მისგან ჯამურად 1 მლრდ. დოლარს მიიღებენ. თუმცა, ამ ინიციატივას ბევრი კრიტიკოსი გამოუჩნდა, ძირითადად ეკოლოგიური ორგანიზაციები, რომლებსაც ბეზოსისგან არაფერი მიუღიათ. მილიარდერს 3 მიმართულებით აკრიტიკებენ: ...


მსგავსი სიახლეები

up