გიორგი გახარია -  არავის არაფერს ვუმტკიცებთ, ვაკეთებთ იმას, რაც ჩვენს ქვეყანას სჭირდება, ჩვენი მიზანია ეკონომიკურად ძლიერი, განათლებული, სამართლიანი, ევროპული სახელმწიფო

გიორგი გახარია - არავის არაფერს ვუმტკიცებთ, ვაკეთებთ იმას, რაც ჩვენს ქვეყანას სჭირდება, ჩვენი მიზანია ეკონომიკურად ძლიერი, განათლებული, სამართლიანი, ევროპული სახელმწიფო

access_time2020-09-20 21:05:38

ზესტაფონის ინდუსტრიალიზაციის გაძლიერებაზე საუბრისას, რაც პირდაპირ ნიშნავს ადგილობრივი წარმოების გაძლიერებას, არ უნდა დაგვავიწყდეს ეკოლოგია და აქ უნდა ვიპოვოთ ის ბალანსი, როდესაც სამუშაო ადგილებიც გვჭირდება, საექსპორტო პროდუქციაც და მეტალურგიაც, მაგრამ არა იმის ფასად, რომ ჩვენი მომავალი თაობა და მოხუცები დაავადდნენ ეკოლოგიურად მძიმე ვითარებით. ამიტომ, ჩვენი ძირითადი ამოცანაა, გვქონდეს მაღალი ხარისხის კომპეტენცია, რომ დავაკმაყოფილოთ ეკოლოგიური სტანდარტებიც და ექსპორტზეც გავიტანოთ ჩვენი მანგანუმი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, ზესტაფონის, ბაღდათის, თერჯოლისა და ტყიბულის „ქართული ოცნების მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, ბეჟან წაქაძის წარდგენისას, ზესტაფონში განაცხადა.

პრემიერ - მინისტრმა აღნიშნა, რომ ზესტაფონი ყოველთვის გამორჩეული იყო საქართველოში, როგორც ინდუსტრიული ქალაქი და აქ საუბარი არ არის მხოლოდ მეტალურგიაზე. მისი თქმით, ზესტაფონი ასევე საკმაოდ კარგად იყო განვითარებული ელექტროენერგეტიკის, კვების მრეწველობის, სოფლის მეურნეობის და ბევრი სხვა მიმართულებით.

გიორგი გახარიამ აღნიშნა, რომ ხელისუფლებამ ყველაფერი უნდა გააკეთოს, რათა პირველ რიგში სამუშაო ადგილების მაქსიმალურად შექმნას შეუწყოს ხელი.

„ზესტაფონი ყოველთვის გამორჩეული იყო საქართველოში, როგორც ინდუსტრიული ქალაქი და აქ არ არის საუბარი მხოლოდ და მხოლოდ მეტალურგიაზე. ზესტაფონი ასევე საკმაოდ კარგად იყო განვითარებული ელექტროენერგეტიკის, კვების მრეწველობის, სოფლის მეურნეობის და ბევრი სხვა მიმართულებით. ზესტაფონი უაღრესად მნიშვნელოვანი იყო, როგორც სატრანსპორტო კვანძიც, თუმცა დღეს სიმართლე უნდა ვუთხრათ ერთმანეთს, რომ ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემა, რაც ჩვენ ზესტაფონში გვაქვს, ეს არის სამუშაო ადგილები. მიუხედავად იმ ყველაფრისა, რაშიც ეს ქალაქი ყოველთვის ძლიერი იყო, სადღაც რაღაც კომპეტენციები დავკარგეთ, სადღაც კონკურენტულ გარემოს ვერ გავუძელით და დღეს ვართ იქ, სადაც ვართ. თუმცა, ყველას უნდა გვახსოვდეს, რომ როდესაც ზესტაფონის ინდუსტრიალიზაციის გაძლიერებაზე ვსაუბრობთ, რაც პირდაპირ ნიშნავს ადგილობრივი წარმოების გაძლიერებას, არ უნდა დაგვავიწყდეს ეკოლოგია და აქ უნდა ვიპოვოთ ის ბალანსი, როდესაც სამუშაო ადგილებიც გვჭირდება, საექსპორტო პროდუქციაც და მეტალურგიაც, მაგრამ არა იმის ფასად, რომ ჩვენი მომავალი თაობა და მოხუცები დაავადდნენ ეკოლოგიურად მძიმე ვითარებით. ამიტომ, ჩვენი ძირითადი ამოცანაა, გვქონდეს მაღალი ხარისხის კომპეტენცია, რომ დავაკმაყოფილოთ ეკოლოგიური სტანდარტებიც და ექსპორტზეც გავიტანოთ ჩვენი მანგანუმი. ფეროშენადნობი დღესაც ძირითადი საექსპორტო პროდუქტია. ქვეყნის მიმდინარე ანგარიშის ბალანსს ფეროშენადნობთა ქარხანა ასწორებს და ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. შემდეგი ნაწილია ელექტროენერგეტიკა და ზესტაფონის, როგორც დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოს გამაერთიანებლის, გადამცემის სატრანზიტო ფუნქცია უაღრესად მნიშვნელოვანია. ასევეა სოფლის მეურნეობაც. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ პირველ რიგში სამუშაო ადგილების მაქსიმალურად შექმნას შევუწყოთ ხელი,- განაცხადა პრემიერმა.


გიორგი გახარიამ ყურადღება გაამახვილა ქვეყნის სისტემურ ინფრასტრუქტურასა და რიკოთის უღელტეხილზე. მისი თქმით, რეგიონში მსგავსი სირთულის საინჟინრო სამუშაოები არასოდეს ჩატარებულა და 4 წელში თბილისიდან ზესტაფონში ჩასვლას სულ რაღაც 2 საათი დასჭირდება.

„ყველას კარგად გვესმის, რომ დღეს პანდემიაა. ზესტაფონში საკმაოდ კარგად მიდიოდა ტურისტული ნაკადებიც, გზიდან გამომდინარე, მაგრამ აქაც ცოტა გაგვიჭირდა და ყველამ ერთად პატივი უნდა ვცეთ ერთმანეთს, დავიცვათ ჩვენი ახლობლები, პირველ რიგში - მოხუცები, დავაკმაყოფილოთ, გავითვალისწინოთ ელემენტარული წესები იმისთვის, რომ ამ ეკონომიკურ კრიზისსაც სწრაფად გავუძლოთ და ყველაზე კარგი, სწრაფი აღდგენა გვქონდეს აქ, საქართველოში, რისი შესაძლებლობებიც მერწმუნეთ, გვაქვს. მინდა, ორიოდე სიტყვა გითხრათ, რას შეცვლის ზესტაფონში რიკოთის უღელტეხილი. ყველამ კარგად იცით, ვინც მოძრაობთ საქართველოში, თბილისიდან დასავლეთში, ყველანი ხედავთ, რა მასშტაბური სამუშაოები მიმდინარეობს. მერწმუნეთ, საერთოდ რეგიონში მსგავსი სირთულის საინჟინრო სამუშაოები არასოდეს ჩატარებულა. 94 ხიდი, 56 გვირაბი, ურთულესი საინჟინრო ინფრასტრუქტურა კეთდება და 4 წელში უკვე თბილისიდან ზესტაფონში სულ რაღაც 2 საათი დაგვჭირდება, რაც რა თქმა უნდა, მობილობას გაზრდის. იმედია, უკვე Covid-19 დამარცხებული გვექნება და ეს მობილობა არ იქნება რისკი ინფექციის განვითარების თვალსაზრისით და ეს პირდაპირ იმოქმედებს ეკონომიკურ აქტივობებზე. ჩვენ ყველანი ამ დროისთვის უნდა ვიყოთ მზად იმისთვის, რომ შევძლოთ სწრაფი ეკონომიკური აღდგენა ზესტაფონში და ზოგადად, საქართველოში. ჩვენ ყველანი ერთად ვშრომობთ იმისთვის, რომ ქვეყანაში ფიზიკური სისტემური ინფრასტრუქტურა მოვიყვანოთ წესრიგში - გზა, წყალი, კანალიზაცია, გაზი, ელემენტარული, ცხოვრების ნორმალური პირობები რომ შევიქმნათ ჩვენთვის და მომავალ თაობას დავუტოვოთ. ფიზიკური სისტემური ინფრასტრუქტურის გარდა არის სხვა მიმართულებებიც, არა ფიზიკური, მაგრამ უაღრესად მნიშვნელოვანი. ბავშვებისთვის - განათლება, მოხუცებისთვის - პენსია და სოციალური დახმარება, ჯანდაცვის გამართული სისტემა, ყველა შესაძლებლობა იმისთვის, რომ ღირსეულად ვიშრომოთ და ვარჩინოთ ჩვენი ოჯახები. სწორედ ამიტომ დაიწყო სახელმწიფომ მთელი რიგი პროგრამები სხვადასხვა მიმართულებით - „აწარმოე საქართველოში, სოფლის მეურნეობის დაკრედიტება, „დანერგე მომავალი- ეს ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ ინიციატივის მქონე ქართველებს, ვისაც აქვთ შესაძლებლობა, გადადგან პირველი ნაბიჯი, მაქსიმალურად მივეხმაროთ. სწორედ ამიტომ, ზესტაფონში, თქვენს იუსტიციის სახლში ყველა ეს პროგრამა თავმოყრილია და თითოეულ ადგილობრივს შეუძლია მივიდეს, მიიღოს მაქსიმალური ინფორმაცია და დაიწყოს საქმე. მესმის, რომ ეს არ არის მარტივი, მესმის, რომ ყოველთვის რთულია და ახალგაზრდა ადამიანსაც აქვს შიში, პირველი ნაბიჯი გადადგას, პასუხისმგებლობა აიღოს თავის თავზე, ოჯახზე, შემდგომ უკვე მეზობელსა და ნათესავზე, მაგრამ მერწმუნეთ, სახელმწიფო იქნება თქვენს გვერდით, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია, ადამიანებს ჰქონდეთ თანაბარი პირობები. მისივე თქმით, სახელმწიფოს მთავარი ამოცანაა, სამართლიან პირობებში ადამიანს შეუწყოს ხელი, რომ თავის თავზე აიღოს პასუხისმგებლობა და მისი ინიციატივა იყოს წარმატებული.

„ჩვენ ამ ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ ნიჭიერ ადამიანებს მივცეთ შესაძლებლობა გადადგან პირველი ნაბიჯი, ღირსეულად არჩინონ ოჯახი, შექმნან ძლიერი ბიზნესი, იმისთვის, რომ ვერავინ ვერასდროს ვერ შეცვლის ბიზნესის როლს. ბიზნესი უნდა იყოს თავისუფალი, ძლიერი, პირად ინიციატივაზე დაფუძნებული და ამ ბიზნესმა უნდა შექმნას სამუშაო ადგილები. რაც მთავარია, ეს ყველაფერი უნდა ხდებოდეს თანაბარ პირობებში, არანაირი მნიშვნელობა არ უნდა ჰქონდეს, ადამიანი ცხოვრობს ზესტაფონში, თბილისში, ბათუმში, ზუგდიდში, თუ სხვაგან. ყველა მოქალაქეს უნდა ჰქონდეს მაქსიმალურად დაახლოებული, თანაბარი პირობები და სახელმწიფოს მთავარი ამოცანაა, რომ სამართლიან პირობებში ადამიანს შეუწყოს ხელი,თავის თავზე აიღოს პასუხისმგებლობა და მისი ინიციატივა იყოს წარმატებული. ასე უნდა აშენდეს ძლიერი ზესტაფონი, ძლიერი რეგიონი და ძლიერი ქვეყანა. საბოლოო ჯამში, ჩვენი მიზანია, ეკონომიკურად ძლიერი, განათლებული, სამართლიანი და რა თქმა უნდა, ევროპული სახელმწიფო. ამ მიმართულებით, არჩევნები იქნება უაღრესად მნიშვნელოვანი ნაბიჯი. ჩვენ არავის არაფერს ვუმტკიცებთ, ჩვენ ვაკეთებთ იმას, რაც ჩვენს ქვეყანას სჭირდება და რაც ჩვენს მოქალაქეებს სჭირდებათ. მერწმუნეთ, რომ გამარჯვების შემდეგ, როდესაც მივაღწევთ საბოლოო მიზანს, ყველა იტყვის, რომ ამ საერთო საქმეში მასაც აქვს პატარა წვლილი შეტანილი, არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, დღეს რა პოზიციაზე ან მხარეს არის. მთავარია, რომ ქვეყანამ უნდა გაიმარჯვოს და დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ ამას ერთად გავაკეთებთ 31-შიც. ამიტომ, გამარჯვებას გისურვებთ სამართლიან ბრძოლაში და დარწმუნებული ვარ, რომ ბეჟან წაქაძეს, ახლა, აქ, ჩემი ქება და წარდგენა არ სჭირდება, აქაური კაცია, ჩემზე უკეთესად შეაფასებთ მას, ჩემზე უკეთესად იცით, რისი გამკეთებელია, მაგრამ ერთს გეტყვით, რომ ეს ადამიანი იქნება ღირსეული ხმა ზესტაფონელების, საქართველოს უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში. გამარჯვებას გისურვებთ,- განაცხადა პრემიერმა.




დღის Top 10 საინტერესო ამბავი

 დღის Top 10 საინტერესო ამბავი
access_time2020-10-22 21:00:21
1. ბანკებზე თავდასხმის ქრონიკა საქართველოში   ბანკების ძარცვა ტექნოლოგიების ერაში ბევრს ყველაზე მოძველებულ კრიმინალურ აქტად მიაჩნევა, თუმცა ფინანსურ ინსტიტუტებზე შეიარაღებული თავდასხმა პლანეტის ერთერთ მთავარ გადაუჭრელ პრობლემად დღემდე რჩება....

22 ოქტომბერი - რეგიონში ქართული ლარი გამყარდა, თურქული ლირა გაუფასურდა

22 ოქტომბერი - რეგიონში ქართული ლარი გამყარდა, თურქული ლირა გაუფასურდა
access_time2020-10-22 18:10:25
კორონავირუსის უარყოფითი ეფექტი რეგიონში ყველაზე მკვეთრად ქართული ლარის კურსზე აისახა. 2020 წლის განმავლობაში, ქართული ლარი აშშ დოლართან მიმართებაში დაახლოებით 12%-ით გაუფასურდა. შედარებისთვის, დაახლოებით 11%-ით არის შემცირებული თურქული ლირა, სომხური დრამი და აზერბაიჯანული მანათი კი 2%-ის ქვემოთ მერყეობს. ეროვნული ბანკის მიერ 22 ოქტომბრის ვაჭრობის შედეგად, ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან მიმართებით გამყარდა, კურსის ცვლილებამ 0.93 თეთრი შეადგინა, რის შედეგადაც ერთი...

Forbes: აშშ-ს იუსტიციის სამინისტრომ Google-ს უჩივლა

Forbes: აშშ-ს იუსტიციის სამინისტრომ Google-ს უჩივლა
access_time2020-10-22 20:00:48
აშშ-ს იუსტიციის სამინისტრომ Google-ის წინაამღდეგ სასამართლოში ანტიმონოპოლური სარჩელი შეიტანა.   უწყების აზრით, კორპორაცია ონლაინ-ძიების ბაზარზე ხელოვნულ მონოპოლიას აჩენს.   Google არის მსოფლიოს ერთ-ერთი უმდიდრესი კომპანია, რომლის საბაზრო ღირებულებაც 1 ტრლნ. დოლარია. ის თითქმის მონოპოლოსტია მილიარდობით ინტერნეტ-მომხმარებლისთვის, კომპანია ისეთ სერვისებს ფლობს, როგორც  Chrome,  YouTube, Google maps, Google translate და...

უნდა გახსნას თუ არა საზღვრები საქართველომ - PMC RESEARCH-ის შეფასებები

უნდა გახსნას თუ არა საზღვრები საქართველომ - PMC RESEARCH-ის შეფასებები
access_time2020-10-22 17:30:00
2020 წლის სამ კვარტალში, საერთაშორისო მოგზაურობიდან საქართველომ 499 მლნ დოლარის შემოსავალი მიიღო, ეს 81%-იანი დანაკლისია 2019 წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით. PMC Research-ის ინფორმაციით, 2020 წლის სექტემბერში საერთაშორისო მოგზაურთა რიცხვი 94.2%-ით შემცირდა. აპრილის შემდეგ, 2019 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ყოველ თვეში, მოგზაურების, ვიზიტორებისა და ტურისტების რაოდენობა 90%-ზე მეტად მცირდებოდა. კვლევაში მითითებულია, რომ COVID-19...

ნოემბრის შუა რიცხვებში ინფიცირების დღიურმა მაჩვენებელმა შესაძლოა, 4-5 ათას მიაღწიოს - გამყრელიძე

 ნოემბრის შუა რიცხვებში ინფიცირების დღიურმა მაჩვენებელმა შესაძლოა, 4-5 ათას მიაღწიოს - გამყრელიძე
access_time2020-10-22 17:00:34
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, კორონავირუსის გავრცელებასთან დაკავშირებით, ნოემბრის პროგნოზი ახლიდან გაკეთდება.   მისივე ინფორმაციით, აქამდე გაკეთებული პროგნოზის თანახმად, ვირუსის გავრცელების პიკი ნოემბრის შუა რიცხვებში დადგება და ამ პიკის დროს დღიურმა მაჩვენებელმა შესაძლოა 4-5 ათას შემთხვევას მიაღწიოს.   „პროგნოზირება ძალიან უმადური რამ არის. არ არსებობს არც ერთი...


მსგავსი სიახლეები

up