გიორგი გახარია - ამ შეზღუდვებს თავისი ეკონომიკური ფასი ექნება, მაგრამ მერწმუნეთ, ამ შეზღუდვების არ შემოღებას და ინფიცირების უკონტროლო ზრდას ექნება კიდევ უფრო მეტი ეკონომიკური ფასი

გიორგი გახარია - ამ შეზღუდვებს თავისი ეკონომიკური ფასი ექნება, მაგრამ მერწმუნეთ, ამ შეზღუდვების არ შემოღებას და ინფიცირების უკონტროლო ზრდას ექნება კიდევ უფრო მეტი ეკონომიკური ფასი

access_time2020-11-26 15:48:43

"რა თქმა უნდა, ამ შეზღუდვებს თავისი ეკონომიკური ფასი ექნება, მაგრამ მერწმუნეთ, ამ შეზღუდვების არ შემოღებას და ინფიცირების უკონტროლო ზრდას ექნება კიდევ უფრო მეტი ეკონომიკური ფასი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, ბრიფინგზე განაცხადა.

 როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, მთავრობა შეზღუდვების ფასს აკონტროლებს და  კრიტიკულ ციფრებზე საუბარი არ არის.

 

„რაც შეეხება ეკონომიკურ ვარდნას. რა თქმა უნდა, ამ შეზღუდვებს თავისი ეკონომიკური ფასი ექნება, მაგრამ მერწმუნეთ, ამ შეზღუდვების არ შემოღებას და ინფიცირების უკონტროლო ზრდას ექნება კიდევ უფრო მეტი ეკონომიკური ფასი. დღეს ამ შეზღუდვების ფასს ჩვენ ვაკონტროლებთ და ვთვლით, რომ ეს იქნება დაახლოებით 0,7- 0,8 პროცენტი, მეტი არა. ამიტომ, აქ არ არის კრიტიკულ ციფრებზე საუბარი, თუმცა ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, როგორ აღვასრულებთ ჩვენ ამას. დღეს ჩვენ ბევრი შეზღუდვა გვავს, რომლის აღსრულების გაკონტროლების პრობლემაც გვაქვს. ამას ჰქონდა თავისი სუბიექტური და ობიექტური მიზეზები, მაგრამ დღეს ყველა ორგანო, მათ შორის შსს, ჯანდაცვის სამინისტროს შესაბამისი უწყებები იქნებიან უმკაცრესები, როდესაც ორგანიზაციების და ბიზნესების მხრიდან ამ წესების არ დაცვაზე იქნება საუბარი. ჩვენ სხვა გამოსავალი არ გვაქვს, ბევრად უფრო დიდი ფასის გადახდა მოგვიწევს. ეს არ არის რთული შეზღუდვები", - განაცხადა გიორგი გახარიამ.

 


 

რაც შეეხება სესხების გადავადების საკითხს, პრემიერ-მინისტრის თქმით, აღნიშნულ საკითხზე კონსულტაციები შედგა საბანკო სფეროს წარმომადგენლებთან.

 „სესხების დასუბსიდირებაზე საუბარი არ არის. საუბარია სესხების გადავადებაზე. ჩვენ ამაზე საუბარი გვქონდა ბანკებთან. ჩვენ როგორც მცირე ბიზნესთან, ასევე ინდმეწარმეებთან კომუნიკაციის საკმაოდ კარგი არხები გვაქვს. როგორც შემოსავლების სამსახურს, ასევე ბიზნესომბუდსმენის აპარატს. ჩვენ ამ ყველაფერს ავამუშავებთ იმისთვის, რომ კონკრეტულად ამ სექტორებში ადამიანებს არანაირი პრობლემები არ ჰქონდეთ", - განაცხადა გიორგი გახარიამ.

 როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, ორ თვიანი გეგმით ქვეყანა უნდა დაბრუნდეს ისეთ პოზიციებზე, როგორზეც აგვისტოში იყო.

 „ყველას გვახსოვს, რომ პირველი ტალღის პირობებში ორგანიზაციებიც და ადამიანებიც, ყველა ერთად ვაკონტროლებდით, ერთ სივრცეში რამდენი ადამიანი ვიყავით. გვერჩივნა ეზოში დავლოდებოდით რიგს. ეს ყველაფერი არის აღსადგენი. ვერავინ სამწუხაროდ, ვერც ერთმა ქვეყანამ, პანდემიის წინააღმდეგ, დისტანციაზე, პირბადეზე და მობილობის დავარდნაზე უკეთესი ხერხი და რეცეპტი ვერ მოიგონა. არავინ ამბობს, რომ ჩვენ ამ ორ თვიანი გეგმით გავაჩერებთ ვირუსის გავრცელებას. რა თქმა უნდა, ვერა. ჩვენ ამ ორ თვიანი გეგმით პროპორციულად და შედარებით უნდა დავბრუნდეთ ისეთ პოზიციებზე, როგორზეც ვიყავით აგვისტოში, როდესაც საქართველო იყო ერთ-ერთი წარმატებული ქვეყანა. ყველანი ერთად - როგორც სახელმწიფო, ასევე ჩვენი მოქალაქეები, ექიმები, პოლიტიკოსებიც მათ შორის, უნდა დავბრუნდეთ აგვისტოში, იმიტომ, რომ ეს ამ ქვეყნის მომავალია, ეს არის პოტენციალი ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური აღდგენის", - განაცხადა გიორგი გახარიამ.





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up