გიორგი გახარია: ამ დღეებში მოხდა ჩვეულებრივი ლუსტრაცია, როდესაც, ოპოზიციის ერთი ნაწილი გაიქცა, მეორე ნაწილმა უბრალოდ მიკროფონი ხელში ჩაიგდო და პასუხის გაცემის საშუალებით ჩვეულებრივად მანიპულირებდა

გიორგი გახარია: ამ დღეებში მოხდა ჩვეულებრივი ლუსტრაცია, როდესაც, ოპოზიციის ერთი ნაწილი გაიქცა, მეორე ნაწილმა უბრალოდ მიკროფონი ხელში ჩაიგდო და პასუხის გაცემის საშუალებით ჩვეულებრივად მანიპულირებდა

access_time2019-09-08 17:38:03

პარლამენტის ტრიბუნიდან დასკვნითი სიტყვით გამოსვლისას, გიორგი გახარიამ ოპოზიცია გააკრიტიკა. მისი თქმით, ამ დღეების განმავლობაში ოპოზიციის ლუსტრაციაც მოხდა.

 

„რაც ამ დღეებში აქ მოხდა იყო ჩვეულებრივი ლუსტრაცია, როდესაც, სამწუხაროდ, ოპოზიციის ერთი ნაწილი გაიქცა, მეორე ნაწილმა უბრალოდ მიკროფონი ხელში ჩაიგდო და პასუხის გაცემის საშუალებით ჩვეულებრივად მანიპულირებდა. სიმართლე გითხრათ მე დიდ სხვაობას ვერ ვხედავდი გავრილოვს ამ სავარძელში და სერგი კაპანაძეს. სერგი კაპანაძე იყო ჩვეულებრივი ქართველი გავრილოვი ამ სავარძელში, როდესაც უბრალოდ პასუხის გაცემის საშუალებას არ გვაძლევდა. შესაბამისად, როდესაც ასეთი ფასეულობების მატარებელი ადამიანები გვიდგენენ სტანდარტს სიმართლის, სამშობლოს სიყვარულის, ოკუპაციის, სამართლიანობის, ეს, რა თმა უნდა, მიუღებელია, როგორც მინიმუმ. ეს არ არის ევროპული საქართველო, როგორც მინიმუმ, ეს სხვა რაღაც არის. შესაბამისად, ჩვენ ამ ხალხს უნდა ვანახოთ ნამდვილი ევროპული ფასეულობები და პირველ რიგში უნდა ვიყოთ მომთხოვნები ჩვენი თავის წინაშე, უნდა ვიყოთ მომთხოვნები ჩვენი ბიუროკრატიის წინაშე. ჩვენ მკაფიოდ უნდა ვაგებდეთ პასუხს იმ ვალდებულებებზე, რომელსაც ვიღებთ, ეს ვალდებულებები უნდა იყოს მარტივი ჩვენი მოქალაქეებისთვის, გამჭვირვალე და დროში გაზომვადი.“-განაცხადა გიორგი გახარიამ.



თეგები:
გახარია



დაკეტილი სკოლები - სექტემბრიდან სწავლება შერეული სისტემით გაგრძელდება

დაკეტილი სკოლები - სექტემბრიდან სწავლება შერეული სისტემით გაგრძელდება
access_time2020-07-04 18:00:12
გაეროს ბავშვთა ფონდის საქართველოს ოფისის წარმომადგენელმა დღეს მმართველ გუნდს პირდაპირ უთხრა, რომ სექტემბერში სწავლა ჩვეულ რეჟიმში უნდა განახლდეს. ღასან ხალილი ხელისუფლებას მოსწავლეთა საუკეთესო ინტერესების დაცვისკენ მოუწოდებს. მისი თქმით, სკოლების დაკეტვა ბავშვებზე ნეგატიურ გავლენას...

საპენსიო დანაზოგებით, შესაძლოა, სახელმწიფო საწარმოები დაფინანსდეს

საპენსიო დანაზოგებით, შესაძლოა, სახელმწიფო საწარმოები დაფინანსდეს
access_time2020-07-04 16:00:24
ფინანსთა მინისტრის მოადგილის, ნიკოლოზ გაგუას ინფორმაციით, დაგროვებითი საპენსიო სქემის დანაზოგებით, მთავრობა სახელმწიფო საწარმოების დაფინანსების შესაძლებლობას...

ტრამპი ბაიდენს თითქმის ყველა გამოკითხვაში ჩამორჩება

ტრამპი ბაიდენს თითქმის ყველა გამოკითხვაში ჩამორჩება
access_time2020-07-04 20:00:13
ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნებამდე 5 თვეზე ნაკლები დრო რჩება. რესპუბლიკელი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი კი ეროვნული მასშტაბით ჩატარებულ გამოკითხვებში მნიშვნელოვნად ჩამორჩება მის სავარაუდო მეტოქეს დემოკრატიული პარტიიდან. დემოკრატი ჯო ბაიდენი, შეერთებული შტატების ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი მას ისეთ შტატებშიც კი უსწრებს, რომელიც ტრადიციულად კონსერვატიული არჩევანით იყო ცნობილი. ასეთებია მაგალითად, მისური და ტეხასი. პრეზიდენტს დღეს ფართოდ აკრიტიკებენ პანდემიის ცუდად მართვისთვის. შეერთებული...

Hotsale.ge-ზე განთავსებულ 400-ზე მეტ სასტუმროში ერთ კვირაში 2000 ჯავშანი გაიყიდა

Hotsale.ge-ზე განთავსებულ 400-ზე მეტ სასტუმროში ერთ კვირაში 2000 ჯავშანი გაიყიდა
access_time2020-07-04 17:30:40
დას­ვე­ნე­ბის სე­ზო­ნი მალე აქ­ტი­ურ ფა­ზა­ში შევა, დამ­სვე­ნე­ბელ­თა დიდი ნა­წი­ლი კი, სა­ქარ­თვე­ლო­ში არ­სე­ბულ კუ­რორ­ტებს შე­არ­ჩევს. სა­ინ­ტე­რე­სოა, წელს სად შე­იძ­ლე­ბა ხა­რის­ხი­ა­ნად დას­ვე­ნე­ბა და მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი და­ნა­ზო­გე­ბის გა­კე­თე­ბა. რო­მე­ლი სას­ტუმ­რო­ე­ბია ყვე­ლა­ზე მო­თხოვ­ნა­დი და რო­გო­რია მათი ფა­სე­ბი? ამის შე­სა­ხებ  HOTSALE.GE-ს დი­რექ­ტორს თა­თუ­ლი ზა­კა­ლაშ­ვილს...

ნიუ-იორკის უძრავი ქონების ბაზარი ჩამოიშალა

ნიუ-იორკის უძრავი ქონების ბაზარი ჩამოიშალა
access_time2020-07-04 13:00:42
კორონავირუსის გამო შემოღებული 3 თვიანი კარანტინი აშშ-ში უძრავი...


მსგავსი სიახლეები

up