გიორგი გახარია ალიევთა შეხვედრას აფასებს -  მეგობრებს და პარტნიორებს გეოგრაფია კი არ ჰყოფს, არამედ აკავშირებს

გიორგი გახარია ალიევთა შეხვედრას აფასებს - მეგობრებს და პარტნიორებს გეოგრაფია კი არ ჰყოფს, არამედ აკავშირებს

access_time2019-10-10 10:45:36


საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე აზერბაიჯანში ვიზიტი შეაჯამა. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, შემთხვევითი არ იყო პრემიერ-მინისტრის რანგში მისი პირველი ვიზიტი სწორედ აზერბაიჯანში. პრემიერის განცხადებით, ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობა გასცდა ორმხრივ და რეგიონულ განზომილებას და მნიშვნელოვანი საერთაშორისო კონტექსტი შეიძინა.


„გუშინ გვქონდა ვიზიტი ბაქოში. არ იყო შემთხვევითი, რომ ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, პირველი ვიზიტი ჩაგვეტარებინა სწორედ აზერბაიჯანში. მოგეხსენებათ, რომ ჩვენ ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობა გასცდა არა მხოლოდ ორმხრივ განზომილებას, არამედ რეგიონულსაც და მნიშვნელოვანი საერთაშორისო კონტექსტი შეიძინა. ყველას კარგად გვესმის, რომ ეს თანამშრომლობა უნდა იყოს ეფექტური, შედეგიანი და გამომდინარეობდეს ჩვენი ქვეყნების ინტერესებიდან. განსაკუთრებით დღეს, იმ მოვლენების ფონზე, რომელიც რეგიონში ხდება, უაღრესად მნიშვნელოვანია ორ ქვეყანას შორის ეფექტური თანამშრომლობა სიმშვიდის, სტაბილურობის და უსაფრთხოების გარანტირების მიზნით", - განაცხადა გიორგი გახარიამ.



პრემიერ-მინისტრის თქმით, აზერბაიჯანი და საქართველო ერთმანეთის ნდობით აღჭურვილი, ძლიერი ეკონომიკური პარტნიორები არიან და ენერგომატარებლების და ტრანსპორტის მიმართულებით ქვეყნებს შორის თანამშრომლობაც საერთაშორისო მნიშვნელობას იძენს.


„გარდა ამისა, ჩვენ განვიხილეთ ეკონომიკური თანამშრომლობის ისეთი მნიშვნელოვანი სფეროები, როგორიც არის ვაჭრობა, ტრანსპორტი, ურთიერთ ინვესტიციები. ასევე, დავგეგმეთ კონკრეტული ნაბიჯები, რომელიც მიმართული იქნება ამ თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებისკენ. მოგეხსენებათ, რომ ჩვენს ქვეყნებს შორის ეკონომიკური თანამშრომლობის კომისიის სხდომა ბოლო ათი წლის განმავლობაში არ შემდგარა და პირველი ნაბიჯი იქნება ნოემბრის მეორე ნახევარში - კომისია შედგება, რაც უნდა გახდეს ფუნდამენტი და ეფექტური ინსტრუმენტი ჩვენი ურთიერთობების დახვეწის და ჩვენი ეკონომიკური თანამშრომლობის გაზრდის", - განაცხადა გიორგი გახარიამ.






ჭიათურის მაღაროში მუშა დაიღუპა - „ჯორჯიან მანგანეზის განცხადება

ჭიათურის მაღაროში მუშა დაიღუპა - „ჯორჯიან მანგანეზის განცხადება
access_time2019-10-18 08:01:19
როგორც „ჯორჯიან მანგანეზში“ აცხადებენ, 17 ოქტომბერს, დაახლოებით 21:00 საათზე, ჭიათურაში, დარკვეთის მაღაროში ჯორჯიან მანგანეზის თანამშრომელი, 29 წლის გ.ბ დაიღუპა. წინასწარი ინფორმაციით, ინციდენტი სანგრევი სამუშაოების დროს მოხდა. „ამ დროისთვის ჯორჯიან მანგანეზის თანამშრომლის გარდაცვალების ზუსტი მიზეზი ცნობილი არ არის. ფაქტზე გამოძიებას შსს აწარმოებს. „ჯორჯიან მანგანეზი მწუხარებას გამოთქვამს მომხდარის გამო და გარდაცვლილის ოჯახს და...

დევიდ ბლოსი: “პროგრეს ბანკის” შესწავლისას მასში საეჭვო ტრანზაქციები აღმოვაჩინეთ

დევიდ ბლოსი: “პროგრეს ბანკის” შესწავლისას მასში საეჭვო ტრანზაქციები აღმოვაჩინეთ
access_time2019-10-17 20:00:53
ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტი  არჩილ მესტვირიშვილი „თიბისი ბანკისა“ და საზოგადოებრივი მოძრაობა „ლელოს“ დამფუძნებელს, მამუკა ხაზარაძეს მოუწოდებს „პროგრეს ბანკში“ საეჭვო ტრანზაქციების ამსახველი დოკუმენტი, არსებობის შემთხვევაში  სამართალდამცავ ორგანოებს მიწოდოს. მესტვირიშვილის თქმით, ასეთი დოკუმენტის არსებობის შესახებ ეროვნული ბანკისთვის ცნობილი არ არის. ფულის სავარაუდო გათეთრებაზე მიუთითებს  ტელევიზია „მთავარი არხი“ და TBC ბანკის დამფუძნებელი მამუკა...

Handelsblatt: რუსეთის წინააღმდეგ მოქმედი სანქციების გამო გერმანია თვეში 700 მილიონ დოლარს კარგავს

Handelsblatt: რუსეთის წინააღმდეგ მოქმედი სანქციების გამო გერმანია  თვეში  700 მილიონ დოლარს კარგავს
access_time2019-10-17 19:00:27
საჯარიმო სანქციები ზოგჯერ აზარალებს იმასაც, ვინც ისინი შემოიღო. ეს პირველ რიგში,რუსეთის წინაამღდეგ შემოღებულ შეზღუდვებს ეხება. უკვე 5 წელია,რაც  რუსეთის წინააღმდეგ სავაჭრო და ფინანსური სანქციები  მოქმედებს, თუმცა, ბოლო დრომდე არ იყო შეფასებული მათი ზემოქმედების დონე და რუსული სანქციების  საპასუხო  შედეგები.ასევე  არ იყო დადგენილი,ყველაზე მეტად რომელი ქვეყნები...

BOG-დან „ლიბერთიში“ - ბანკის გენერალური დირექტორი შესაძლოა ვასილ ხოდელი გახდეს

BOG-დან „ლიბერთიში“ - ბანკის გენერალური დირექტორი შესაძლოა ვასილ ხოდელი გახდეს
access_time2019-10-17 17:00:21
„კომერსანტის“ წყაროს ინფორმაციით, ვასილ ხოდელი, რომელიც მიმდინარე წლის აპრილამდე „საქართველოს ბანკში“ კორპორაციული და საინვესტიციო საბანკო მიმართულებით გენერალური დირექტორის მოადგილის პოზიციას იკავებდა, „ლიბერთი ბანკის“  ტოპ-მენეჯმენტში მიდის. საუბარია, გენერალური დირექტორის პოზიციაზე, რომელსაც ხოდელი,სავარაუდოდ,  ნოემბერში დაიკავებს. აღნიშნულ ცვლილებასთან დაკავშირებით „კომერსანტი“ ლიბერთი ბანკს დაუკავშირდა და მათგან პასუხს ამ დრომდე...

მოცეკვავე შადრევანი, სასტუმრო, სავაჭრო ცენტრი - როგორი იქნება York Town-ი, რომლის მოწყობაც ტაბახმელაში იგეგმება (+ფოტო)

მოცეკვავე შადრევანი, სასტუმრო, სავაჭრო ცენტრი - როგორი იქნება York Town-ი, რომლის მოწყობაც ტაბახმელაში იგეგმება (+ფოტო)
access_time2019-10-17 16:00:19
ტაბახმელაში ახალი საცხოვრებელი უბნის მოწყობა იგეგმება.პროექტის York Town-ის აშენებას კომპანია YORK TOWERS DEVELOPMENS გეგმავს.პროექტის განხორციელება 100 000 კვადრატულ მეტრ ფართობზეა დაგეგმილი. ტერიტორიაზე განთავსდება სასტუმრო, სავაჭრო ობიექტები, საცხოვრებელი ფართები, ასევე უდიდესი მოცეკვავე შადრევანი. ამასთან, დაგეგმილია 80 ათას კვადრატულ მეტრზე გამწვანებული ტერიტორიის მოწყობაც. კომპანია უძრავი ქონების საერთაშორისო დეველოპერია, რომელსაც ინვესტიციები...


მსგავსი სიახლეები

up