გიორგი გახარია აკრედიტაციის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ კონფერენციას დაესწრო

გიორგი გახარია აკრედიტაციის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ კონფერენციას დაესწრო

access_time2017-06-09 15:37:55

აკრედიტაციის საერთაშორისო დღეს და საქართველოში გაცემული აკრედიტაციის შედეგების აღიარებას მიეძღვნა 9 ივნისს სასტუმრო „ბეტსი"-ში გამართული კონფერენცია, რომელიც საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მისასალმებელი სიტყვით გახსნა. როგორც "კომერსანტს" ეკონომიკის სამინისტროდან აცნობეს,  გიორგი გახარიამ ეკონომიკის სამინისტროს აკრედიტაციის ცენტრის თანამშრომლებს, აკრედიტებულ კომპანიებსა და მეწარმეებს ევროპული აკრედიტაციის მიერ საქართველოში გაცემული აკრედიტაციის შედეგების აღიარება მიულოცა და აღნიშნა, რომ ამ ფაქტს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ეკონომიკის განვითარებისთვის.

 


„მოგეხსენებათ, რომ ცოტა ხნის წინ ევროპული აკრედიტაციის (EA) გენერალურ ასამბლეაზე ხელი მოეწერა შეთანხმებას, რომლის მიხედვით საქართველოში გაცემული აკრედიტაციის შედეგები საერთაშორისო დონეზე იქნა აღიარებული. ეს არის ინსტიტუციონალურად წინგადადგმული ნაბიჯი ქართული ეკონომიკის ევროპულ ეკონომიკასთან ინტეგრირების მიმართულებით. აკრედიტაციის ორგანოს ფუნქცია დღეს არის უმნიშვნელოვანესი, რადგან კარგად გვესმის, რომ ქართული ეკონომიკის განვითარების ერთ-ერთი ყველაზე დიდი და სერიოზული გამოწვევა გახლავთ სწორედ ხარისხის ინფრასტრუქტურა. ჩვენი ეკონომიკა არის ღია და პატარა, შესაბამისად, კარგად გვესმის, რომ ამ გამოწვევის პასუხი გახლავთ ჩვენი ეკონომიკის ინტეგრირება რეგიონულ და საერთაშორისო ეკონომიკაში, რის გამოც აქტიურად ვაწერთ ხელს თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებებს სხვადასხვა ქვეყნებთან. ჩვენი ეკონომიკა უნდა იყოს სერვისებზე ორიენტირებული, ეს უნდა იყოს პლატფორმა დიდ ეკონომიკებს შორის ვაჭრობისთვის. აქედან გამომდინარე, აკრედიტაციის ორგანოს გააჩნია უდიდესი მნიშვნელობა ჩვენი ეკონომიკისთვის" - განაცხადა გიორგი გახარიამ სიტყვით გამოსვლისას.

 


როგორც კონფერენციაზე აღინიშნა, აკრედიტაციის შედეგების საერთაშორისო ბაზარზე აღიარება ნიშნავს იმას, რომ ქართველ მეწარმეებს, უმრავლეს შემთხვევაში, თავისუფლად შეეძლებათ ევროპის ქვეყნებში პროდუქტის რეალიზება და აღარ გახდება საჭირო განმეორებითი გამოცდებისა და სერტიფიკაციის ჩატარება ბაზარზე დაშვების მიზნით.

 


„ეს არის ძალიან დიდი ხელშეწყობა ექსპორტისთვის, რადგან მისთვის საჭირო დოკუმენტები, მათ შორის ლაბორატორიული გამოცდის ოქმი თუ სერტიფიკატი, ხშირ შემთხვევაში, არ იყო აღიარებული ევროპაში. დღეისთვის ეს დოკუმენტები უკვე აღიარებულია, რაც შეამცირებს ტექნიკურ ბარიერებს ვაჭრობაში, ასევე ხარჯებს, რომელიც შესაბამისობის შეფასებაზე უნდა იქნას გაწეული და ხელს შეუწყობს საქართველოში წარმოებული პროდუქტის კონკურენტუნარიანობის ზრდას" - აღნიშნა აკრედიტაციის ცენტრის გენერალურმა დირექტორმა პაატა გოგოლიძემ.

 

ღონისძიებას ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის, საქართველოს პარლამენტის, სოფლის მეურნეობის სამინისტროს, სავაჭრო-სამრეწველო პალატის,ასევე აკრედიტებული კომპანიების წარმომადგენლები და მეწარმეები ესწრებოდნენ.

 

 

 



„ჩვენ პრობლემებს დაუხვეწავ კანონმდებლობაში ვხედავთ და არა თიზ-ის ინფრასტრუქტურაში“ - ჰუალინგის თიზ-ის აღმასრულებელი დირექტორი

„ჩვენ პრობლემებს დაუხვეწავ კანონმდებლობაში ვხედავთ და არა თიზ-ის ინფრასტრუქტურაში“ - ჰუალინგის თიზ-ის აღმასრულებელი დირექტორი
access_time2021-04-16 18:30:56
„ჩვენ პრობლემებს დაუხვეწავ კანონმდებლობაში ვხედავთ და არა თიზ-ის ინფრასტრუქტურაში, რაზეც უკვე წლებია ვსაუბრობთ* - აცხადებს ჰუალინგის თიზ-ის აღმასრულებელი დირექტორი სოსო ნიბლაძე, თუმცა არ ეთანხმება ქეთი ბოჭორიშვილის მოსაზრებას, რომ თიზ-ებში ინვესტორებს პრობლემების მოგვარება თვითონ უხდებათ და თიზ-ებში არ არის მოწესრიგებული ინფრასტრუქტურა. „ჰუალინგის თიზ-ში გასული 5 წლის განმვალობაში განხორციელდა 50 მლნ დოლარზე მეტი ინვესტიცია, როგორც უშუალოდ ინდუსტრიული პროექტების მოზიდვის...

რუსეთი დსთ - დან ჩასულ არალეგალ მიგრანტებს ქვეყნის დატოვებას სთხოვს

რუსეთი დსთ - დან ჩასულ არალეგალ მიგრანტებს ქვეყნის დატოვებას სთხოვს
access_time2021-04-16 19:00:31
რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტრო დსთ-ს ქვეყნებისგან მოითხოვს, რომ მათ რუსეთში არალეგალურად მყოფი თავისი მოქალაქეები 15 ივნისამდე დაუყოვნებლივ გაიყვანონ. ამის შესახებ საპარლამენტთაშორისო ასამბლეაზე უწყების ხელმძღვანელის მოადგილემ ალექსანდრ გორავოიმ განაცხადა. შინაგან საქმეთა სამინისტროს სტატისტიკის მიხედვით, დღეს რუსეთში 332 ათასი არალეგალი მიგრანტი იმყოფება უზბეკეთიდან, 247 ათასი  - ტაჯიკეთიდან, 152 ათასი - უკრაინიდან, 120 ათასი...

16 აპრილი - რეგიონში მხოლოდ თურქული ლირა გაუფასურდა

16 აპრილი - რეგიონში მხოლოდ თურქული ლირა გაუფასურდა
access_time2021-04-16 18:00:21
კორონავირუსის უარყოფითი ეფექტი ქართული ლარის კურსზე მკვეთრად აისახა. 2021 წლის 16 აპრილის ოფიციალური კურსების მიხედვით, წლის დასაწყისიდან ქართული ლარი აშშ დოლართან მიმართებაში დაახლოებით 16 პუნქტით გაუფასურდა. შედარებისთვის, დაახლოებით 62 პუნქტით არის გაუფასურებული თურქული ლირა, სომხური დრამი მცირედით გამყარდა და აზერბაიჯანული მანათი კი პრაქტიკულად უცვლელია. ეროვნული ბანკის მიერ 16 აპრილის ვაჭრობის შედეგად (რომლის ოფიციალური კურსი 19 აპრილისთვისაა) ეროვნული...

დღის Top 10 საინტერესო ამბავი

დღის Top 10 საინტერესო ამბავი
access_time2021-04-16 21:00:47
დღის Top 10 საინტერესო ამბავი: 1.„ახალი ობლიგაციების დაბალი საპროცენტო განაკვეთით ბიუჯეტი 350 მლნ ლარს დაზოგავს“ „ფინანსთა სამინისტრომ წარმატებით დაასრულა 500 მლნ აშშ დოლარის ღირებულების ევრობონდების გამოშვება. საპროცენტო განაკვეთმა (coupon rate) შეადგინა 2,75%. ახალი ობლიგაციებით მოხდა 2011 წელს გამოშვებული ევროობლიგაციების...

„ქართული ოცნება“ საჯაროდ აწერს ხელს შარლ მიშელის ეგიდით შექმნილ დოკუმენტს - არჩილ თალაკვაძე

„ქართული ოცნება“ საჯაროდ აწერს ხელს შარლ მიშელის ეგიდით შექმნილ დოკუმენტს - არჩილ თალაკვაძე
access_time2021-04-16 17:15:15
„ქართული ოცნება“ მედიატორის მიერ შექმნილ დოკუმენტს ხელს საჯაროდ აწერს. ამის შესახებ განცხადება პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე ცოტა ხნის წინ გააკეთა. „ქართული ოცნება“ საჯაროდ აწერს ხელს ევროკავშირისა და ევროსაბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის ეგიდით შექმნილ დოკუმენტს, რომელიც ევროსაბჭოს პრეზიდენტის სპეციალურმა წარმომადგენელმა საქართველოში კრისტიან დანიელსონმა წარადგინა. ჩვენ დიალოგის დასკვნით შეხვედრაზევე დავაფიქსირეთ დოკუმენტის...


მსგავსი სიახლეები

up