გიორგი გახარია -  აკადემიური წელი არ გამოცხადდება, მე-12 კლასელები სასწავლო წელს დაასრულებენ 20 მაისს, პირველკლასელები 27 მაისს, დანარჩენი მოსწავლეები კი 15 ივნისს

გიორგი გახარია - აკადემიური წელი არ გამოცხადდება, მე-12 კლასელები სასწავლო წელს დაასრულებენ 20 მაისს, პირველკლასელები 27 მაისს, დანარჩენი მოსწავლეები კი 15 ივნისს

access_time2020-05-15 14:33:56

დღეს ჩვენი საუბრის და განხილვის თემა გახლავთ ანტიკრიზისული გეგმა და პროგრამა განათლების სფეროში. მოგეხსენებათ, საზოგადოებას უკვე წარვუდგინეთ ანტიკრიზისული გეგმა, როგორც ტურიზმის, ისე სოფლის მეურნეობის მიმართულებით და განვაცხადეთ ჩვენი პრიორიტეტები. მიუხედავად ჩვენი გეგმებისა ჩვენთვის, საზოგადოებისთვის, ყველაზე დიდი გამოწვევა გახლავთ Covid-19. დღეის მდგომაროებით, ბოლო 24 საათში ინფიცირებულთა რაოდენობა გაიზარდა 19 ადამიანით. ეს კიდევ ერთხელ გვახსენებს, რომ გლობალური პანდემია არ არის ერთი და ორი დღის გამოწვევა, ესაა გამოწვევა, რომელთან ერთად ცხოვრებაც ჩვენ მოგვიწევს, როგორც მინიმუმ, თვეები. ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, ეხება განათლების სფეროსაც. ჩვენ განათლებაში ძალზედ ადრე მივიღეთ აუცილებელი ნაბიჯები იმისთვის, რომ შეგვემცირებინა ინფიცირებულების რაოდენობა და 4 მარტიდან სკოლებში სასწავლო პროცესი შეწყდა. ეს იყო კრიტიკულად მნიშვნელოვანი არა მხოლოდ განათლების სფეროში ინფიცირების შესამცირებლად, არამედ მთლიანად საზოგადოებაში,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განათლების ანტიკრიზისული გეგმის პრეზენტაციისას განაცხადა.


მთავრობის მეთაურის თქმით, ამის შემდგომ განათლების სისტემამ შეძლო ძალიან სწრაფად მობილიზება და დისტანციური ონლაინ გაკვეთილების დანერგვა.


„ამან შედეგი გამოიღო. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში გვყავს ადამიანები რომელთაც არ აქვთ მარტივი წვდომა ინტერნეტთან განათლების სამინისტრომ ეს პრობლემაც მოაგვარა და საზოგადოებრივ მაუწყებელთან ერთად შექმნა ისეთი ფორმატი, როგორიცაა -„ტელესკოლა", რომელიც არა მხოლოდ საქართველოში გახდა პოპულარული, მან საერთაშორისო აღიარებაც მოიპობა. ესაა ფორმატი, რომელიც ეთნიკური უმცირესობების ენებზეც მაუწყებლობს და საქართველოში თითოეულ მოსწავლეს აძლევს საშუალებას, არ ჩაუვარდეს სასწავლო წელი. ამ ნაბიჯების შედეგია ის, რომ საქართველოში 2019-2010 წლები აკადემიურ წლად არ გამოცხადდება. ჩვენთან სასწავლო წელი დისტანციურად, ონლაინ „ტელესკოლის" საშუალებით ჩატარდა ჩვეულებრივად, ნორმალურ რეჟიმში და მე-12 კლასელები სასწავლო წელს დაასრულებენ 20 მაისს, პირველკლასელები 27 მაისს, დანარჩენი მოსწავლეები კი 15 ივნისს. ეროვნული გამოცდები ჩატარდება ჩვეულ რეჟიმში და მათი თარიღი გამოცხადდება ივნისში,"- აღნიშნა პრემიერმა.



გიორგი გახარიას განცხადებით, ამ მიღწევამ განათლების სისტემაში შედეგი უკვე აჩვენა, თუმცა ეს იყო პირველი რეაგირება განათლების კრიზისზე. პრემიერ-მინისტრის თქმით, განათლების სისტემის რეფორმა რჩება საქართველოს მთავრობის პრიორიტეტად, რომელიც წარმატებით უნდა დასრულდეს.


„ესაა ის მიღწევა, რომელიც განათლების სისტემამ როგორც შედეგი უკვე აჩვენა, თუმცა ეს არის მხოლოდ და მხოლოდ პირველი რეაგირება და რეაქცია განთლების კრიზისზე, ეს იყო ჩვენი განათლების ანტიკრიზისული ქმედებები. მოგეხსენებათ, საქართველოს მთავრობისთვის ბოლო წლებში განათლება არის N 1 პრიორიტეტი. განათლების სისტემის სისტემური რეფორმა, რომელიც დაიწყო გრძელდება და ჩვენი ამოცანაა, რომ, მიუხედავად გლობალური პანდემიისა, ამ რეფორმას არაფერი დაემუქროს და გაგრძელდეს. ის შეიძენს ახალ, დამატებით აქცენტებს, რომელიც იქნება უფრო დისტანციურ სწავლებებსა და სწავლების სხვადასხვა ფორმებზე ორიენტირებული, მაგრამ განათლების სისტემის რეფორმა რჩება საქართველოს მთავრობის პრიორიტეტად. ჯერჯერობით, ზუსტად არავინ იცის პოსტ-პანდემიური მსოფლიო როგორი იქნება, მაგრამ ცხადია, რომ გლობალური კონკურენცია იქნება უფრო მძაფრი და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ჩვენი ახალგაზრდები, ბავშვები, სკოლის მოსწავლეები და სტუდენტები იყვნენ მზად, შესაბამისი ადგილი დაიკავონ გლობალურ კონკურენციაში, ესაა ჩვენი მომავალი და ყველას უნდა გვესმოდეს, რომ რესურსი, როგორც ადამიანური, ისე ფინანსური დღეს სრულად უნდა იყოს მობილიზებული იმისთვის, რომ განათლების სისტემური რეფორმა იყოს დასრულებული წარმატებით,"- განაცხადა გიორგი გახარიამ.







„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up