განათლების სისტემის ამუშავების შესახებ პრეზენტაცია ცალკე გაკეთდება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ დღევანდელ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ განათლება დიდი და მნიშვნელოვანი თემაა, რომელსაც ყურადღება ცალკე დაეთმობა. თუმცა გიორგი გახარიამ ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ ქვეყანაში აკადემიური წელი არ გამოცხადდება.
განათლების სამინისტრომ შეძლო, ეფექტურად გამკლავებოდა ამ შეზღუდვებს და დისტანციური სწავლების მეთოდები როგორც საშუალო სკოლაში, ასევე უმაღლესი განათლების ნაწილში საკმაოდ ეფექტურად დანერგა. ეს გვაძლევს საშუალებას, დადასტურებულად ვთქვათ, რომ ქვეყანაში აკადემიური წელი არ გამოცხადდება. ამასთან ერთად, ეროვნულ გამოცდებსაც არაფერი ემუქრება. შესაძლებელია, მხოლოდ იყოს გადავადება, მაგრამ ეროვნული გამოცდების მექანიზმი სრულად იქნება შენარჩუნებული", - აღნიშნა პრემიერმა და განმარტა, რომ სწავლა სკოლებში სექტემბრამდე არ განახლდება.