გიორგი გახარია - ადგილობრივი ხელისუფლების დონეზე უფლებამოსილებების ზრდა შესაბამისი კომპეტენციის გარეშე, კორუფციის რისკს ზრდის

გიორგი გახარია - ადგილობრივი ხელისუფლების დონეზე უფლებამოსილებების ზრდა შესაბამისი კომპეტენციის გარეშე, კორუფციის რისკს ზრდის

access_time2019-09-08 15:17:54

ჩვენ ადგილობრივ დონეზე უკვე იმხელა უფლებამოსილების დელეგირება მოვახდინეთ, რომლის კომპეტენციაც ჯერ კიდევ იქ არ გვყოფნის, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა გიორგი გახარიამ პარლამენტის დღევანდელ პლენარულ სხდომაზე პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატის, ბექა ნაცვლიშვილის კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

 

ნაცვლიშივლმა გიორგი გახარიას პანკისის მოვლენები შეახსენა და ჰკითხა, მიაჩნია თუ არა პრემიერობის კანდიდატს, რომ თუ რეგიონში მსგავსი პროექტი ხორციელდება ანუ ჰესი შენდება, პროექტის მიერ გენერირებული დოვლათის ნაწილი უნდა დარჩეს ადგილზე, რაზეც გახარიამ განაცხადა, რომ ადგილობრივი ხელისუფლების დონეზე უფლებამოსილებების ზრდა შესაბამისი კომპეტენციის არსებობის გარეშე კორუფციის რისკს ზრდის.

 

„თუ ჩვენ ვამბობთ, რომ ადგილობრივი ხელისუფლება უნდა გაძლიერდეს და საერთოდ რეგიონალური მმართველობა არის ჩვენი პრიორიტეტი, მოვა რაღაც დრო, როცა ამაზე ფიქრი მოგვიწევს. იმიტომ რომ, ჩვენ თუ ვაკეთებთ უფლებამოსილებების დელეგირებას ადგილზე, ამას გარკვეული ინსტრუმენტიც სჭირდება. მაგრამ ბატონო ბექა, თქვენ ჩემზე უკეთესად იცით, რომ ჩვენ ადგილობრივ დონეზე უკვე იმხელა უფლებამოსილების დელეგირება მოვახდინეთ, რომლის კომპეტენციაც ჯერ კიდევ იქ არ გვყოფნის. რაღაც ბალანსია საჭირო. მოვა დრო, როდესაც ფინანსური რესურსის სრული დელეგირებაც მოგვიწევს, მაგრამ ერთად უნდა ვიმუშავოთ იმაზე, რომ ადგილობრივი ხელისუფლების დონეზე კომპეტენციის დონე კონცენტრირებულად გავზარდოთ. სხვანაირად ყველა ამ უფლებამოსილებების დელეგირება ადგილზე ძალიან სერიოზულ რისკებს ქმნის, მათ შორის კორუფციულს , მათ შორის კომპეტენციის და სხვა. ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ ჩვენი მოსახლეობის 50% ცხოვრობს სოფლად და მათი ყოველდღიური ცხოვრება სახელმწფო სერვისების მიღების სახელმწიფო მომსახურეობის ხარისხში არის დღეს ყველაზე დიდი გამოწვევა ჩვენთვის,“ - განაცხადა გახარიამ.


 

რაც შეეხება ნაცვლიშვილის შეკითხვას საარსებო მინიმუმთან და მინიმალური ხელფასის შემოღებასთან დაკავშირებით, გახარიამ განაცხადა, რომ შეუძლებელია დღეს საქართველოს მოვთხოვოთ ისეთი დონის სოციალური პასუხისმგებლობა, როგორიც აქვთ ევროპის განვითარებულ ქვეყნებს. მისივე თქმით, სოციალური პასუხისმგებლობით თუ დავახრჩობთ დღეს ბიზნესს, სამუშაო ადგილებს ვერ შევქმნით და ეს ბალანსი არის ყველაზე დიდი გამოწვევა.

 

„სოციალური თემა არის ძალიან მარტივი და სამწუხაროდ, ჩვენ გაგვიჭირდება აქ რომ შევთანხმდეთ მიუხედავად იმისა, რომ სოციალურ პასუხისმგებლობას მეც ძალიან ვგრძნობ და ვთვლი, რომ ეკონომიკური განვითარების ამ ეტაპზე სახელმწიფო ვალდებულია ეს სოციალური პასუხისმგებლობა ატაროს. ძირითადი სოციალური პასუხისმგებლობა ეს არის ძლიერი ეკონომიკის სოციალური პასუხისმგებლობა. შეიძლება ჩვენ გამოვიდეთ მიკროფონთან დავდგეთ და ეს მოვითხოვოთ, მაგრამ წინასწარ ვიცით, რომ ეს არის შეუძლებელი,“ - განაცხადა გახარიამ.


IPN




„არავინ არ მისცემს „ქართულ ოცნებას“ უფლებას, რომ გზას გადაუხვიოს და ქვეყანა პროპორციულ არჩევნებზე არ გადავიდეს“ - ლევან კობერიძე

 „არავინ არ მისცემს „ქართულ ოცნებას“  უფლებას, რომ გზას გადაუხვიოს და ქვეყანა პროპორციულ არჩევნებზე არ გადავიდეს“ - ლევან კობერიძე
access_time2019-11-12 20:10:35
„საეჭვოა ის, რომ „ქართული ოცნება“ ამ ხალხის მოთხოვნას მხარს დაუჭერს და ბოლომდე მიიყვანს. რა პროცესი მიდის უმრავლესობის შიგნით, გაურკვეველია. თავიანთი შიდა სამზარეულოს პრობლემები, ქვეყნის რეალურ პრობლემებად იქცა.  ამიტომაა მნიშვნელოვანი გუნდში გამჭვირვალობა იყოს.“ - ასე აფასებს საქართველოს პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი ლევან კობერიძე დღეს პარლამენტში განვითარებულ...

ოპოზიციის კანონპროექტი ჩავარდა, ჩავარდება თუ არა „ქართული ოცნების“ მიერ შემოთავაზებული ვარიანტი

ოპოზიციის კანონპროექტი ჩავარდა, ჩავარდება თუ არა „ქართული ოცნების“ მიერ შემოთავაზებული ვარიანტი
access_time2019-11-12 19:16:27
საქართველოს პარლამენტმა ოპოზიციის ინიცირებულ საკონსტიტუციო ცვლილებებს, რომლის მიხედვით 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები სრულად პროპორციული წესით ჩატარდება, მხარი არ დაუჭირა. ახლა კენჭისყრაზე უნდა დადგეს უმრავლესობის მიერ მომზადებული კანონპროექტი, რომელიც პროპორციული არჩევნების ნულოვანი ბარიერით ჩატარებას გულისხმობს. კენჭისყრამდე კი ქართული ოცნების დეპუტატებმა საკითხის დამატებით განხილვა მოითხოვეს.   საპარლამენტო ოპოზიციამ იმ განცხადებებს, რომელიც სხდომათა...

„არ გაბედო ჩვენი გადაგდება! არ გაბედო კანონის ჩაგდება“ - პარლამენტთან აქცია დაიგეგმა

„არ გაბედო ჩვენი გადაგდება! არ გაბედო კანონის ჩაგდება“ - პარლამენტთან აქცია დაიგეგმა
access_time2019-11-12 18:51:39
საპარლამენტო უმრავლესობის რამდენიმე დეპუტატმა პროპორციულ სისტემაზე გადასვლას მხარი არ დაუჭირა, რის გამოც გაჩნდა ეჭვი, რომ „ქართული ოცნება" კანონპროექტის ჩაგდებას აპირებს.   „დღეს პროპორციულის კენჭისყრაა - არ გაბედო ჩაგდება! - ამ ტიპის განცხადებით გამოდიან ფეისბუქზე პროპორციული სისტემაზე გადასვლის მომხრეები, რომლებიც 20:00 საათზე პარლამენტთან გამაფრთხილებელი აქციის გაიმართვას გეგმავენ.   „პარლამენტში დღეს საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვა დაიწყო, რომლის...

თავისუფლების მოედანზე სასტუმრო „მონოგრაფი“ დეკემბერში გაიხსნება

თავისუფლების მოედანზე სასტუმრო „მონოგრაფი“ დეკემბერში გაიხსნება
access_time2019-11-12 17:50:48
თავისუფლების მოედანზე  5-ვარსკვლავიანი სასტუმრო “მონოგრაფი“, რომლის გახსნა  აგვისტოში იგეგმებოდა პირველ სტუმარს დეკემბერში მიიღებს.  ამის შესახებ „კომერსანტს“ „მონოგრაფის“ პრესსამსახურში განუცხადეს.სასტუმროს ფასადი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს წარმოადგენს, რის გამოც სარესტავრაციო სამუშაოების დასრულება გაჭიანურდა. როგორც ცნობილია, სასტუმროში  100 ადამიანი დასაქმდება. პროექტის განმახორციელებელი  დეველოპერული  კომპანია Well House-ია. მაღალი...

გიორგი კერპულაძე-„შემოსავალი რაშიც გვაქვს, იმ ვალუტაში დავზოგოთ“

გიორგი კერპულაძე-„შემოსავალი რაშიც გვაქვს, იმ ვალუტაში დავზოგოთ“
access_time2019-11-12 17:30:57
„ანაბრების არსებობა მნიშვნელოვანია ეკონომიკისთვის. ბანკი ანაბრებს იზიდავს და შემდგომ გასცემს სესხებს, შესაბამისად, რაც უფრო მეტი თანხა იზოგება ლარში, მით უფრო მეტი საშუალებაა,რომ ეკონომიკა დაკრედიტდეს და უცხოეთიდან არ შემოვიტანოთ თანხა,“ - აღნიშნავს რადიო კომერსანტის რუბრიკა ფინანსურ მრჩეველში გიორგი კეპულაძე. მისი ინფორმაციით, არსებობს რამდენიმე ტიპის ანაბარი, მათ შორისაა, ვადიანი ანაბარი, როცა დიდ თანხას ვდებთ ბანკში და მას გარკვეული დროის შემდეგ პროცენტი...


მსგავსი სიახლეები

up